Dadiani Palaces დადიანების სასახლე

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • Dadiani Palaces დადიანების სასახლე
Call Directions Website Contact the museum

Dadiani Palaces        დადიანების სასახლე სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

🏰📜მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 10:00-17:30-მდე, გარდა ორშაბათისა.

მუზეუმში მუდმივად მოქმედებს ორი გამოფენა : "საგანძური" და "დადიანების მემორიალური გამოფენა".

ტარიფი :
„დადიანების მემორიალური გამოფენა”

➡️მოზრდილი - 8 ლარი.
➡️მოსწავლე, სტუდენტი - I ლარი.
➡️ექსკურსიამძღოლის მომსახურება -15 ლარი ( მშობლიურ ენაზე),
➡️ უცხო ენაზე - 20 ლარი (რუსული და ინგლისური)
(ჯგუფში დასაშვებია 15 დამთვალიერებელი)

გამოფენა - “საგანძური“

➡️მოზრდილი - 8 ლარი.
➡️მოსწავლე, სტუდენტი - I ლარი.
➡️ექსკურსიამძღოლის მომსახურება -15 ლარი ( მშობლიურ ენაზე),
➡️ უცხო ენაზე - 20 ლარი (რუსული და ინგლისური)
(ჯგუფში დასაშვებია 15 დამთვალიერებელი)

📣ორივე გამოფენის (დადიანების მემორიალური წაწილი და საგანძური) დათვალიერების შემთხვევაში ღირებულება - 12 ლარი,
📣გიდის მომსახურება - 25 ლარი (მშობლიურ ენაზე) 30 ლარი უცხო ენაზე (რუსული და ინგლისური)

🏰“უფლისწულის სასახლის მუდმივმოქმედი გამოფენა”.
ტარიფი:

➡️მოზრდილი - 5 ლარი.
➡️მოსწავლე, სტუდენტი - 1 ლარი.
➡️ექსკურსიამძღოლის მომსახურება - 10 ლარი. 15 ლარი უცხო ენაზე (რუსული და ინგლისური) (ჯგუფში დასაშვებია 15 დამთვალიერებელი)

📜საქართველოს თავდაცვის დაქვემდებარებაში მყოფ პირთათვის (ჯარისკაცი +1) ექსკურსიამძღოლის მომსახურება - 30% ფასდაკლებით.

🔎შესაბამისი დოკუმენტით მუზეუმში შესვლა თავისუფალია:

➡️საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომელთათვის.
➡️საქართველოს თავდაცვის დაქვემდებარებაში მყოფ პირთათვის (ჯარისკაცი +1).
➡️შშმ პირთა, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.
➡️მუზეუმელთა ალიანსის წევრთათვის.
➡️ICOM-ის წევრთათვის.
➡️მუზეუმის მეგობართა კლუბის წევრთათვის.
➡️სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის.

25/09/2026

⚜️დადიანების სასახლე ერთადერთი ევროპული სტილის არქიტექტურული ნიმუშია საქართველოს მეფეების და მთავრების შემორჩენილ სასახლეებს შორის.

📢 სკოლის მასწავლებელთა საყურადღებოდ!🕍 დადიანების სასახლე გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას ,,ევროპული არქიტექტური...
25/09/2026

📢 სკოლის მასწავლებელთა საყურადღებოდ!
🕍 დადიანების სასახლე გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას ,,ევროპული არქიტექტურის სტილები და დადიანების სასახლე"
🎯 პროგრამის მიზანია ბავშვების მუზეუმთან დაახლოება, მათი შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება.

🏛️ მონაწილეებს, გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
📜 მოისმენენ თემატურ ლექციას, ევროპული არქიტექტურის სტილებზე, დამახასიათებელ ნიშნებზე და კავშირს დადიანების სასახლესთან.
📝 პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეები დახატავენ სასახლეს მათთვის სასურველ ევროპულ სტილში.
➡️ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
➡️ პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის (VII-X კლასის ჩათვლით)
➡️ ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა - 15-30 ბავშვი
➡️ პროგრამის ხანგრძლივობა - 60 - 90 წუთი
➡️ პროგრამის ღირებულება - 7 ლარი
➡️ დრო - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
➡️ სამშაბათიდან კვირის ჩათვლით!
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
☎️595 28 76 76

▫️ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრმა, ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (Zugdidi LAG) ორგანიზებით, LAG Fest...
25/09/2026

▫️ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრმა, ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (Zugdidi LAG) ორგანიზებით, LAG Fest 2026-ს უმასპინძლა!

ფესტივალის ფარგლებში, ცენტრში გაიმართა სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი სესია შემდეგ თემებზე:

🔹 LEADER მიდგომა და LAG-ების კონცეფცია;
🔹 მედიაწიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი განათლების პროცესში (COMCOM);
🔹 AI ინსტრუმენტები მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის;
🔹 ინოვაციები ჯანდაცვაში (კლინიკა „კანი“);
🔹 კიბერუსაფრთხოება და ციფრული რისკების მართვა.

🤖 LAG Fest 2026-ის სპეციალური სტუმარი ჰუმანოიდი რობოტი ეიდენი გახლდათ.

Zugdidi LAG / ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

▫️24 სექტემბერს, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, მხატვარ ზაირა ბეჭვაიას პერსონალური გამოფენა „მოდი, დაგხატო“ გა...
24/09/2026

▫️24 სექტემბერს, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, მხატვარ ზაირა ბეჭვაიას პერსონალური გამოფენა „მოდი, დაგხატო“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც ავტორის შემოქმედებით ხედვასა და მხატვრულ ინდივიდუალობას წარმოაჩენს.

▫️გამოფენის ნახვა დაინტერესებულ პირებს 27 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

ქალბატონი ზაირა ბეჭვაია 2026 წლის აპრილში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

24/09/2026

▫️ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი

📢 სკოლის მასწავლებელთა საყურადღებოდ!🎉🎯 დადიანების სასახლე გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას ,,ქცევის კულტურა-ეტიკ...
24/09/2026

📢 სკოლის მასწავლებელთა საყურადღებოდ!
🎉🎯 დადიანების სასახლე გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას ,,ქცევის კულტურა-ეტიკეტი"
📚 პროგრამის მიზანია ბავშვების მუზეუმთან დაახლოება, მათი შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება.
🚸 პროგრამა ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ზრდილობიანი ქცევის,ურთიერთპატივისცემისა და საზოგადოებაში მოქცევის ძირითადი წესების გაცნობიერებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.

🏛️ მონაწილეებს, გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
✅ მოისმენენ თემატურ ლექციას.
✅⚠️ პრაქტიკული ნაწილში ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ სიტუაციურ თამაშებში, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს და თავად გამოცდიან, როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა ყოველდღიურ და ოფიციალურ სიტუაციაში.
➡️ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
➡️ პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის (1-ელი კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).
➡️ ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა - 15-30 ბავშვი
➡️ პროგრამის ხანგრძლივობა - 60 - 90 წუთი
➡️ პროგრამის ღირებულება - 7 ლარი
➡️ დრო - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
➡️ სამშაბათიდან კვირის ჩათვლით!
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
☎️595 28 76 76

📣 სკოლის მასწავლებელთა საყურადღებოდ!🍁🍂დადიანების სასახლე გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას, ,,ოქროსფერი შემოდგომა“- შე...
24/09/2026

📣 სკოლის მასწავლებელთა საყურადღებოდ!
🍁🍂დადიანების სასახლე გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას, ,,ოქროსფერი შემოდგომა“- შემოქმედებითად გაფერადებული წელიწადის დრო.
📖 პროგრამის მიზანია, ბავშვების მუზეუმთან დაახლოება, შემოქმედებითი უნარების
განვითარება, ბუნების სილამაზის აღქმა და გუნდური მუშაობის წახალისება.
👩‍🏫მონაწილეებს, გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
✅🍂🍁მოისმენენ თემატურ ლექციას შემოდგომაზე.
✅პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო - სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან შემოდგომის სურათებს.
➡ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
➡პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის (1-ელი კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).
➡ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა - 15-30 ბავშვი
➡პროგრამის ხანგრძლივობა - 60 - 90 წუთი
➡პროგრამის ღირებულება - 7 ლარი
➡დრო - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
📅სამშაბათიდან კვირის ჩათვლით!
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
☎ 595 28 76 76

,,დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო  მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და ზუგდიდ...
21/09/2026

,,დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის მერი დავით კოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, პარლამენტის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების პარალელურად დადიანების ეკატერინესეული სასახლის ფასადზე 3D ინსტალაცია მოეწყო.

საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა:

რობერტ აბსანძეს - მხატვარ-კერამიკოსს, მოქანდაკეს, ტრადიციული ხალხური რეწვის ასოციაციის წევრს, ზუგდიდის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის-ხელოვნებისა და კულტურის კერა „ორკოლ სტუდიას“ შემქმნელს. ხელოვანს, რომლის შემოქმედება ეფუძნება ქართულ ტრადიციებსა და ეროვნულ კულტურას, კერამიკის ისტორიული ტრადიციების, ფორმების, ორნამენტებისა და ტექნოლოგიების შესწავლასა და პოპულარიზაციას. კოლხური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იური გუგუჩიას - ინჟინერ-მექანიკოსს, საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, სხვადასხვა წლებში ელექტროსადგურ „ენგურჰესის“ მშენებლობის უფროსის პირველ მოადგილეს, ელექტროსადგურ „ვარციხე ჰესის“ მშენებლობის ორგანიზატორს, საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მთავარი სამმართველოს ზუგდიდის საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ზუგდიდის გამგებლისა და სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, საპატრიარქოს ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, საქართველოს ენერგეტიკის საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსს, ღირსების ორდენის კავალერს, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში გაწეული მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

თორნიკე (სოსო) კილასონიას - ტექნიკურ მუშაკს, კეთილმოწყობის მართვის ცენტრის თანამშრომელს, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით ერთგული საქმიანობისთვის, ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით გამორჩეულ პიროვნებას.

ავთანდილ გახოკიძეს - საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ძალოსნობაში, სხვადასხვა წლებში საქართველოს ეროვნული ძალოსნობის ნაკრებისა და საქართველოს ძალოსნობის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის რვაგზის მფლობელს, აფხაზეთის ომის მონაწილეს, ღირსების ორდენის მფლობელს, მრავლგზის ოლიმპიური ჩემპიონის აღმზრდელსა და მასწავლებელს, ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამწვრთნელო საქმიანობისთვის.

იღუმენია დინარს - (ერობაში დარეჯან ქვარაიას) ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ღვთისა და წმინდა ეკლესიისადმი ერთგულ მსახურსა და სულიერ მოღვაწეს, მრავალწლიანი თავდადებული სასულიერო მსახურებისთვის, კორცხელის დედათა მონასტერში გაწეული ნაყოფიერი სულიერი ღვაწლისთვის, ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. დედა დინარი, ღვთისა და წმინდა ეკლესიისადმი ერთგული მსახურებისა და სულიერი ღვაწლისთვის, დაჯილდოებულია საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი - ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;

ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:

დავით ნარმანიას - მეცნიერს, ეკონომიკის აკადემიურ დოქტორს, პედაგოგს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგეს. ოთხმოცდაათზე მეტი სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორს და თანაავტორს. სხვადასხვა წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ქალაქ თბილისის ყოფილ მერს. დღემდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს.
ზურაბ გუგუჩიას - მეცნიერს, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორს, ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორს, ამავე უნივერსიტეტის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორს, შვეიცარიის უდიდესი სამეცნიერო ცენტრის პაულ შერერის ინსტიტუტის თანამშრომელს, 2026 წლის აპრილიდან შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორს, ზეგამტარობისა და მაგნეტიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენების ავტორს, სამოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, შვეიცარიის სამეცნიერო ეროვნული ფონდის პრესტიჟული ჯილდოს ორგზის მფლობელს, ბერკლის, პრინსტონისა და ტოკიოს უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობით გამორჩეულ მეცნიერს, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელს, წინანდლის საერთაშორისო პრემიის მფლობელსა და ღირსების ორდენის კავალერს, ფიზიკის მეცნიერების განვითარებაში, კვანტურ მასალებში ზეგამტარობასა და მაგნეტიზმს შორის ურთიერთკავშირის კვლევაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მოპოვებული მაღალი აღიარებისთვის.

გიორგი ყუფუნიას - პროფესიით სასოფლო - სამეურნეო დარგის წარმომადგენელს, ქველმოქმედებით გამორჩეულ პიროვნებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ინიციატორსა და ქტიტორს.

კობა შანავას - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ტრანსპლანტოლოგს, საქართველოში ღვიძლის ქირურგიისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ფუძემდებელს, ევროპის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრს, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრს. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს.

ავთანდილ დანელიას - ვეტერან ფეხბურთელს, გამორჩეულ ფეხბურთელთა არაერთი თაობის აღმზრდელს, სხვადასხვა წლებში „დინამო ზუგდიდისა“ და საფეხბურთო კლუბ „ლაზიკას“ მწვრთნელს, ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილეს, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარეს, მრავალწლიანი სპორტული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის განმავლობაში ზუგდიდის ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ახალგაზრდა თაობების აღზრდისა და სპორტული ტრადიციების განმტკიცებისთვის.

დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა:

მერი ჭანტურიას - ექიმ-თერაპევტს, მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამედიცინო საქმიანობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის. ადამიანს, რომელიც ექვს ათეულ წელზე მეტია ემსახურება მედიცინას და დღემდე მუშაობს ოჯახის ექიმად კორცხელის საექიმო ამბულატორიაში;

დოდო გეთიას - პედაგოგს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მფლობელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, განათლების სფეროში მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლაში პედაგოგიური და მმართველობითი საქმიანობისთვის, უცხო ენების სწავლების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მზია მატკავას - პედაგოგს, სამუსიკო ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თავისი საქმის პროფესიონალს, მუსიკის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, რომელმაც მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობით ცოდნა, გამოცდილება და მუსიკისადმი სიყვარული არაერთ თაობას გაუზიარა. ქალაქის კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

გოგი ანჩაბაძეს - ისტორიკოსს, პედაგოგს, სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, განათლების სფეროში მრავალწლიანი და ღირსეული საქმიანობისთვის, პედაგოგთა საზოგადოებაში დამსახურებული ავტორიტეტისა და პროფესიული საქმიანობის მაღალი პასუხისმგებლობით, საქმისადმი ერთგულებითა და პედაგოგიური ღირსებით წარმართვისთვის. მოსწავლეთა განათლებასა და აღზრდაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის, ასევე ორგანიზატორული და მენეჯერული საქმიანობისთვის.

ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელი, სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო-ნიკოლოზ ნიკვაშვილის დირიჟორობით და ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია”. ღონისძიების წამყვანი გიორგი კალანდია იყო.”

21/09/2026
21/09/2026

სწორედ ისე როგორც ზღაპარშია - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმი ✨

Address

ზვიად გამსახურდიას გამზირი 1
Zugdidi
2100

Opening Hours

Tuesday 10:00 - 17:30
Wednesday 10:00 - 17:30
Thursday 10:00 - 17:30
Friday 10:00 - 17:30
Saturday 10:00 - 17:30
Sunday 10:00 - 17:30

Telephone

+995595287676

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dadiani Palaces დადიანების სასახლე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to Dadiani Palaces დადიანების სასახლე:

Shortcuts

Share

Category