Museum of History of the Jews of Georgia and Georgian-Jewish Relations

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Museum of History of the Jews of Georgia and Georgian-Jewish Relations
Call Directions Contact the museum

Museum of History of the Jews of Georgia and Georgian-Jewish Relations საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი The building is approximately 20 meters long and wide and 21 meters high.

,,საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი” ჩამოყალიბდა საქართველოს ღარიბ ებრაელთა კომიტეტის (,,ღარებკომის”) გამგეობის 30.11.1932 წლის დადგენილებით როგორც საუწყებო ორგანიზაცია _ მშრომელ ებრაელთა კულტბაზის ფარგლებში; ოფიციალურად დაარსდა 23.11.1933 წელს _ საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის ბრძანებით.
თავდაპირველად მუზეუმი განთავსდა ებრაელთა კულტბაზის შენობაში (გია აბესაძის ქ. 10), ხოლო 1940 წლიდან ე.წ. `გუმბათიან სინაგოგაში~ (ანტონ კათალიკოსის ქ. 3);
ადრინდელი სინაგოგის ადგილზე 1914 წელს საფუძველჩაყრილი, ძველი თბილისის დამამშვენებელი მუზეუმის შენობა _ აგურისაა, გარედან მრავალკუთხა, შიგნით წრიული (3 აფსიდით), რომლის პერიმეტრზე, 8 წყვილ სვეტზე დაფუძნებულია რკინა-ბეტონისავე ორი, დიდი და მცირე გუმბათი; შენობა დაახლოებით 20 მეტრი სიგრძე-სიგანისა და 21 მეტრი სიმაღლისაა. მიჩნეულია, რომ იგი იმ ეპოქის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.
მუზეუმის შენობას გააჩნია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და მას იცავს საქართველოს კანონმდებლობა.
სსრკ-ში მიმდინარე ანტისიონისტური მოძრაობის ტალღაზე მუზეუმი დაიხურა 1951 წელს. თავისი 18 წლიანი არსებობის განმავლობაში მუზეუმის მაღალკვალიფიციურმა კადრებმა საქართველოში ჩატარებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსპედიციებით, შეგროვილი მრავალფეროვანი კოლექციებითა და მათი გამოფენებით, სამეცნიერო კვლევებით, გა-მოცემული „შრომების“ 3 ტომითა და მუზეუმის საგამოფენო მეგზურით დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ებრაელთა ისტორიის კვლევა-ძიებასა და ებრაული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლთა შეგროვებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
მუზეუმის ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა ნაფუძარ-ნამოღვაწარზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის წარდგენის საფუძველზე, ,,საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი” აღდგა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 30.11.1992 წლის #1017 დადგენილებით და მიენიჭა ცნობილი რაბინისა და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის სახელი. მუზეუმი შევიდა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემაში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაევალა მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობა; 2000-2004 წლებში მუზეუმი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია.
უმწვავესად ავარიული ისტორიული ნაგებობისა და ეროვნულ-საერთაშორისო მნიშვნელობის სამუზეუმო დაწესებულების გადარჩენი-სათვის, მუზეუმისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 25.07.2004 #654 განკარგულებით _ `დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აღდგენა-რეკონსტრუქციის ღონისძიებათა შესახებ~, დაისახა მუზეუმის, როგორც ებრაელთა საქართველოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განძთსაცავისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა შემსწავლელი უნიკალური სამეცნიერო ცენტრის ფუნქციონირებისა და რეკონსტრუქციის ღონისძიებები.
საქართველოს პრეზიდენტის 17.08.2006 #493 ბრძანებულებით განისაზღვრა მუზეუმის ახალი სამართლებრივი სტატუსი და სახელწოდება _ `ს.ს.ი.პ. დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი~. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მასზე სახელმწიფოზედამხედველობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 25.12.2014 წლის #697 დადგენილებით დამტკიცდა მუზეუმის ახალი დებულება და განისაზღვრა მისი სახელწოდება – „ს.ს.ი.პ. დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი“.
მუზეუმის აღორძინების საზოგადოებრივი საბჭოს (თავმჯდომარე ბ-ნი ჯამლეტ ხუხაშვილი) და მუზეუმის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე, მუზეუმის ავარიული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტა-ცია და მუზეუმის აღორძინება მოხდა 2013-2014 წლებში ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - „ქართუს“ მიერ (რესტავრაცია-ადაპტაციის ავტორი ბ-ნი მერაბ ბოჭოიძე; ექსპოზიციის დიზაინის ავტორი ბ-ნი ზაზა იაშვილი).
მუზეუმი მფლობელია მრავალი ექსპონატისა და რარიტეტისა _ არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული, ეპიგრაფიკული, ხელნაწერი, ნაბეჭდი, მხატვრული, არქივების, ფოტო-სურათების და ა.შ., რომლებიც მუზეუმის გაუქმების შემდეგ, 1952 წელს განთავსდა სხვადასხვა მუზეუმსა და დაწესებულებაში (ძირითადად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივში). 1998, 2006-2014 წლებში მოხდა კოლექციების მეცნიერული შესწავლა, კონსერვაცია-რესტავრაცია, მოეწყო გამოფენები და გამოიცა კატალოგები (გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელთა და თანამშრომლების მიმართ, ათეული წლების განმავლობაში აღნიშნული კოლექციების შენახვა-დაცვა-პოპულარიზაციისათვის).
საქართველოს პრეზიდენტის 25.07.2004 წლის #654 განკარგულებითა და საქართველოს მთავრობის 06.06.2014 #1007 განკარგულებით განისაზღვრა შენობის რესტავრაციის დამთავრების შემდეგ, მუ-ზეუმისთვის მისი კუთვნილი კოლექციების დაბრუნება.
მუზეუმის მიერ გამოცემულია ებრაისტიკა _ ქართველოლოგიისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო `შრომების~ 9 ტომი: I-1940, II-1941, III-1945 (აღნიშნული I-III ტომი ხელახლა გამოიცა ერთ ტომად 2014 წელს), IV-2006, V-2008, VI-2010, VII-2011, VIII-2012, IX-2014; ჩატარებულია: ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა მხარეში, გამოფენები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები მიძღვნილი საქართველოს ებრაელთა, ქართულ-ებრაულ და საქართველო-პალესტინის ურთიერთობათა ისტორიის საკითხებისადმი.

© პროფ. გივი ღამბაშიძე, მუზეუმის დირექტორი



“Historical-Ethnographical State Museum of the Georgian Jews” was established by the decision of the Administration of Georgian Committee for the Poor Jews on 30.11.1932 as a departmental organization within the framework of the working Jews' cultural base; it was officially founded by the order of People's Commissariat of Education of Georgia on 23.11.1933. At first, the Museum was located in the building of the Jews' cultural base (10, Gia Abesadze St), and from 1940 in the so-called “Dome-shaped Synagogue” (3, Anton Katolikosi St). The building of the Museum, which beautifies Old Tbilisi, erected in place of the former synagogue constructed in 1914 year, is built of brick, polygonal from the outside and circular inside (with 3 apses), with two (big and little) domes mounted on 8 coupled reinforced-concrete pillars located along the perimeter. It has been argued that the building is one of the interesting samples of using that epoch innovative technology. The museum's building has the status of a motionless monument of Georgian cultural heritage and it is protected by the Georgian legislation. The Museum was closed in 1951 on the wave of anti-Semitic movement that took place in the USSR. Throughout the 18-year period of its existence, the highly-qualified personnel of the Museum had played a big role in studying the history of the Jews of Georgia, collecting monuments of Jewish spiritual culture and material artifacts, propagating Jewish culture. They had organized historical and ethnographic expeditions throughout Georgia, gathered various collections and organized exhibitions, conducted scientific research, published 3 volumes of the Museum Works, arranged exhibitions. Thanks to the activity of the Museum managers and staff, on the basis of the submission of the Association for Georgian-Jewish Relations of the Georgian Academy of Sciences, historical-ethnographical Museum of Georgian Jews restarted functioning by the Georgian Government decree No.1017 of 30.11.1992 and was named after D. Baazov, the famous rabbi and public figure. The Museum was put in the system of the Ministry of Culture of Georgia; the Georgian Academy of Sciences was entrusted with scientific management; in 2000-2004, the Museum was in subordination of the Ministry of Culture of Georgia and Tbilisi City Administration. For the purpose of preservation of the important historical building (that was in an extremely emergency condition) and the museum of national and international importance, based on the appeal of the Association for Georgian-Jewish Relations, according to the order No.654 of the President of Georgia of 25 July, 2004 “Concerning arrangements for restoration-reconstruction of David Baazov Historical-Ethnographical Museum of Jews of Georgia”, special measures were worked out to ensure functioning and reconstruction of the Museum as a treasure-house of centuries-old history of the Jews” life in Georgia and a unique scientific center studying Georgian-Jewish relations.

© prof. Givi Gambashidze, Director of the Museum

ბატონ მერაბ ჩანჩალაშვილის საჩუქარი მუზეუმს.
10/09/2026

ბატონ მერაბ ჩანჩალაშვილის საჩუქარი მუზეუმს.

მხატვარ ცისანა ჯანაშვილის საჩუქარი მუზეუმს - "შალომ დავიდის პორტრეტი", ქაღალდი, ფანქარი, პასტელი, 50X35 სმ. 2026 წ.  ქალ...
09/09/2026

მხატვარ ცისანა ჯანაშვილის საჩუქარი მუზეუმს - "შალომ დავიდის პორტრეტი", ქაღალდი, ფანქარი, პასტელი, 50X35 სმ. 2026 წ.

ქალბატონ ცისანას გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს და ვუსურვებთ მრავალ შემოქმედებით წარმატებას...

ჩვენი მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეები დამშვენებულია ქალბატონი ცისანას მიერ შემოწირული მისი მრავალი ფერწერული ნამუშევრით, რისთვისაც, კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ დიდ მადლიერებას...

წითელგორის კოლმეურნეობაში ქალთა ბრიგადის მიერ სიმინდის მოსავლის აღება. 1934 წ.
09/09/2026

წითელგორის კოლმეურნეობაში ქალთა ბრიგადის მიერ სიმინდის მოსავლის აღება. 1934 წ.

05/09/2026

ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაციის
სტუმრობა საქართველოში.

3.09.2023. მუზეუმს ესტუმრა ისრაელის
სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაცია მისი
თავმჯდომარის, ბატონ ამირ ოჰანას
ხელმძღვანელობით. მუზეუმის დირექტორმა,
პროფ. გივი ღამბაშიძემ სტუმრებს დაათვალიერებინა
მუზეუმის ექსპოზიცია და ჩაატარა ლექცია
საქართველის ებრაელთა და ქართულ-ებრაულ
ურთიერთობათა 26 საუკუნოვან ისტორიაზე.მან
აღნიშნა, თუ რა მნიშვნელოვანი არის
თანამედროვეობისათვის, ხალხთა და სახელმწიფოთა
შორის ურთიერთობისათვის წარსულის
გახსენება.
შემდგომ,მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში
გაიმართა ერთ-ერთი «ქართველი შინდლერის»,
სერგი მეტრეველის (1906-1991) ხსოვნის საღამო.
გამომსვლელებმა: პროფ. გივი ღამბაშიძემ,მუზეუმის
მეგობართა საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარემ,
მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა
ასოციაცია « ესთას» პრეზიდენმა, ქალბატონმა
ევა ბაბალაშვილ-ხუხაშვილმა, ისრაელის ქნესეთის
სპიკერმა, ბატონმა ამირ ოჰანამ, ისრაელის საგანგებო
და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა
ჰადას ესთერ მეიცადმა, საქართველოს პარლამენტის
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ,
საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთთან
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბატონმა
გივი მიქანაძემ და საელჩოს წარმომადგენელმა ქალბატონმა ეკატერინე ბურჯანაძემ ისაუბრეს «ქართველ შინდლერთა» თავდადება-თავგანწირვაზე ებრაელთა
გადარჩენის კეთილშობილურ საქმეში.
ისრაელის ქნესეთის სპიკერმა სერგი მეტრეველის
ღვაწლის აღსანიშნავად, მის შთამომავლებს
გადასცა «საპატიო სიგელი».
მუზეუმის დირექტორმა ისრაელის ქნესეთის სპიკერს
და ისრაელის ელჩს საქართველოში, გადასცა თავისი
წიგნი «საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ
ურთიერთობათა ისტორიის ფურცლები». ისრაელის
ქნესეთის სპიკერმა მუზეუმი
დაასაჩუქრა ფსალმუნთა წიგნით...
ბატონმა ამირ ოჰანამ მუზეუმის შთაბეჭდილებების
წიგნში დატოვა სამახსოვრო ჩანაწერი.

გაზ. "სახალხო საქმე" 1917 წ. N123, გვ.3ი. ხანანაშვილი "საქართველოს ავტონომია და და ქართველი ისრაელები"
04/09/2026

გაზ. "სახალხო საქმე" 1917 წ. N123, გვ.3
ი. ხანანაშვილი "საქართველოს ავტონომია და და ქართველი ისრაელები"

2.09.2026. ტურისტთა ჯგუფის სტუმრობა ესპანეთიდან. მუზეუმის დირექტორმა ჩაატარა ლექცია საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაუ...
02/09/2026

2.09.2026. ტურისტთა ჯგუფის სტუმრობა ესპანეთიდან. მუზეუმის დირექტორმა ჩაატარა ლექცია საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის შესახებ.

გვერდი მოსეს ხუთწიგნეულიდან, 1940 წლის მუზეუმის ექსპოზიცია.
02/09/2026

გვერდი მოსეს ხუთწიგნეულიდან, 1940 წლის მუზეუმის ექსპოზიცია.

Address

Str. 3, Anton Katalikosi
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 11:00 - 17:00
Tuesday 11:00 - 17:00
Wednesday 11:00 - 17:00
Thursday 11:00 - 17:00
Friday 11:00 - 17:00
Saturday 11:00 - 17:00
Sunday 11:00 - 17:00

Telephone

+995322985992

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Museum of History of the Jews of Georgia and Georgian-Jewish Relations posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to Museum of History of the Jews of Georgia and Georgian-Jewish Relations:

Shortcuts

Share

Category