Experimentorium - ექსპერიმენტორიუმი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Experimentorium - ექსპერიმენტორიუმი
Call Directions Website Contact the museum

Experimentorium - ექსპერიმენტორიუმი Interactive Science Museum Who said that the museums and science are boring? You can touch and exam our exhibits.
(869)

ვინ თქვა, რომ მუზეუმი და მეცნიერება მოსაწყენია?
ექსპერიმენტორიუმი მეცნიერებასა და მუზეუმზე თავიდან ბოლომდე ცვლის წარმოდგენას, რამდენადაც ჩვენს ექსპონატებთან შეხება და მათი გამოცდაა შესაძლებელი. ჩვენთან ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის და ანატომიის დაახლოებით 80-მდე ექსპონატია წარმოდგენილი. იგრძენით თავი ნამდვილ მეცნიერად - ვინ იცის, შესაძლოა, ხვალ თქვენ აღმოაჩინოთ ახალი კანონი!

გაზომეთ თქვენი ყვირილის ძალა, დაჯექით ლურმნებიან სკამზე, აწიეთ მეგობარე ჰაერში, ხელით დაიჭირეთ ელვა, დახატეთ ქვიშაზე და დასაკრავი ინსტრუმენტების საშუალებით იგრძენით თავი როკ-ვარსკვლავად. ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია, ანუ მათთან შესაძლებელი და საჭიროა უკუკავშირი. და, კიდევ, ჩვენთან შესაძლებელია სიცილი და ხმამაღლა საუბარი :)

ექსპერიმენტორიუმი ქალაქის ყველაზე უჩვეულო მუზეუმია. გვეწვიეთ ექსკურსიაზე, აღნიშნეთ დღესასწაულები და დაბადების დღეები, მიიღეთ მონაწილეობა მეცნიერულ შოუებში და შეცვალეთ თქვენი წარმოდგენა მეცნიერებასა და მუზეუმზე. Our scientific museum changes understanding about science and the museums upside down. We have about 80 exhibits showing laws of physics, biology, mathematics and anatomy. Feel yourself as a scientist — who knows, maybe, tomorrow you will find out the new physics low! To measure level of your shout voice, let’s sit on nails and lift a friend in the air, catch a thunder in your hands, draw on the sand and even to feel yourself like a rock star behind a drum kit — all exhibits are interactive, with them it is possible and necessary to interact. And with us it is possible to laugh and even talk loudly :)

Experimentarium — the most unusual museum in the city. Welcome to excursions, experiment, celebrate events and birthdays, participate in scientific shows and change the idea of science and the museums together with us.

17/10/2026

„მოგეწონა?“ ხშირად მხოლოდ „კი“-თ ან „ნორმალური იყო“-თ მთავრდება.

ამიტომ ვეკითხები:

1️⃣ „რამ გაგაკვირვა?“

2️⃣ „რა აღმოჩნდა სხვანაირი, ვიდრე გეგონა?“

3️⃣ „ახლა რაზე გინდა უფრო მეტი გაიგო?“

მინდა გავიგო არა მხოლოდ, მოეწონა თუ არა, არამედ რა დარჩა.

მან ცვალებადი ვარსკვლავებით სამყაროს საზომი იპოვა: ჰენრიეტა ლივიტმა ცეფეიდების ცვალებადობის პერიოდსა და მათ ნამდვილ ნათე...
15/10/2026

მან ცვალებადი ვარსკვლავებით სამყაროს საზომი იპოვა: ჰენრიეტა ლივიტმა ცეფეიდების ცვალებადობის პერიოდსა და მათ ნამდვილ ნათებას შორის კავშირი აღმოაჩინა. ამ კავშირის გამოყენებით ასტრონომებმა შორეულ ვარსკვლავებსა და გალაქტიკებამდე მანძილების გაზომვა შეძლეს.
წყარო: NASA
https://imagine.gsfc.nasa.gov/educators/programs/cosmictimes/educators/guide/1929/andromeda.html

13/10/2026

შეეხე, გამოცადე, დააკვირდი და აღმოაჩინე. 🧪

ექსპერიმენტორიუმში ფიზიკა და ქიმია ინტერაქტიულ გამოცდილებად იქცევა.

📍 9 აპრილის ქ. №5, პარლამენტის უკან
📲 032 247 57 37
#ექსპერიმენტორიუმი #მეცნიერება #ექსპერიმენტები #თბილისი

09/10/2026

არასწორი პასუხი ყოველთვის, უბრალოდ, შეცდომა არ არის.

ხშირად, მის უკან ლოგიკა, ვარაუდი და მცდელობა დგას.

ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი პასუხი, არამედ, როგორ მივიდა ბავშვი მაქამდე.💜

ჰელიუმი ჯერ მზეზე აღმოაჩინეს — 1868 წელს, მზის სპექტრში. დედამიწაზე ის თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ იპოვეს.წყარო: Royal...
08/10/2026

ჰელიუმი ჯერ მზეზე აღმოაჩინეს — 1868 წელს, მზის სპექტრში. დედამიწაზე ის თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ იპოვეს.
წყარო: Royal Society of Chemistry
https://periodic-table.rsc.org/element/2/helium

06/10/2026

თეორიიდან - პირდაპირ ექსპერიმენტამდე 🧪

ექსპერიმენტორიუმში შეგიძლიათ თავად გამოსცადოთ ის მოვლენები, რომლებსაც ჩვეულებრივ მხოლოდ წიგნებში ვხვდებით.

📍 9 აპრილის ქ. №5, პარლამენტის უკან
📲 032 247 57 37
#ექსპერიმენტორიუმი #მეცნიერება #ექსპერიმენტები #თბილისი

02/10/2026

ათი წლის წინ ეს მუზეუმი ჯერ მხოლოდ იდეა იყო - შიშველი კედლები, რემონტი და ბევრი კითხვა.

1 ოქტომბერს კარი გავაღეთ.

დღეს, ათი წლის შემდეგ, ყველაზე მეტად ის გვიხარია, რომ ამ ადგილს ახსნა აღარ სჭირდება.

ის თავად ლაპარაკობს.💜

ატომური საათისთვის ათი წამი ზუსტი რიცხვია: 91 926 317 700 რხევა.ადამიანისთვის - არა.რამდენ ხანს გრძელდება თქვენი ათი წამ...
01/10/2026

ატომური საათისთვის ათი წამი ზუსტი რიცხვია: 91 926 317 700 რხევა.
ადამიანისთვის - არა.

რამდენ ხანს გრძელდება თქვენი ათი წამი?

Digital Lab · ექსპერიმენტი 01

https://lab.experimentorium.ge/10/experiment/

წყარო: BIPM · https://www.bipm.org/en/si-base-units/second.

01/10/2026

2016 წლის 1 ოქტომბერს ექსპერიმენტორიუმის კარი პირველად გავაღეთ.

თავიდანვე არ გვინდოდა ადგილი, სადაც ბავშვებს მხოლოდ პასუხებს ეტყოდნენ.
გვინდოდა ადგილი, სადაც ბავშვი თავად შეეხებოდა, ივარაუდებდა, შეამოწმებდა, შეცდებოდა და თავიდან სცდიდა.

ათი წლის შემდეგ ზუსტად ვიცით:
კარგი ექსპერიმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი პასუხი არ არის. ის - შემდეგი კითხვაა.

ეს ათი წელი თქვენთან ერთად გავიარეთ - ბავშვებთან, ოჯახებთან და მასწავლებლებთან, რომლებიც ისევ და ისევ ბრუნდებოდნენ.
და ჩვენს გუნდთან ერთად - გიდებთან, რომლებიც ერთსა და იმავე ექსპერიმენტს ათასჯერ ისე ატარებდნენ, თითქოს პირველად.

მადლობა ყველას - ჩვენს გუნდს, ბავშვებს, ოჯახებს, მასწავლებლებსა და პარტნიორებს - ვინც ეს ათი წელი ჩვენთან ერთად შექმნა.

ახლა ახალი ეტაპი იწყება.

გვინდა, მუზეუმში დაწყებული კითხვა მუზეუმის კართან არ დასრულდეს - გაგრძელდეს სკოლაში, სახლში, ქალაქში და ციფრულ სივრცეშიც.

პირველ ნაბიჯს დღესვე ვდგამთ: ვხსნით ციფრულ ლაბორატორიას - ხუთ საჯარო ექსპერიმენტს.

აქ ჯერ საკუთარ ვარაუდს აფიქსირებთ.
მხოლოდ შემდეგ ხედავთ მოდელსა და სხვა მონაწილეთა შედეგებს.

experimentorium.ge/digital-lab

ექსპერიმენტორიუმი 10 წლისაა.

ჩვენ კი ისევ იქ ვართ, საიდანაც მეცნიერება იწყება - შემდეგ კითხვასთან.

რას შევქმნით შემდეგ?

29/09/2026

ექსპერიმენტორიუმი - საქართველოში ერთადერთი სამეცნიერო მუზეუმი, სადაც მეცნიერებას ინტერაქტიულად ეცნობით.

გამოსცადეთ ექსპონატები და აღმოაჩინეთ ფიზიკისა და ქიმიის მოვლენები პრაქტიკაში.

📍 9 აპრილის ქ. №5, პარლამენტის უკან
📲 032 247 57 37
#ექსპერიმენტორიუმი #მეცნიერება #ექსპერიმენტები #თბილისი

Address

9 April Street N5
Tbilisi
0181

Opening Hours

Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00
Sunday 10:00 - 19:00

Telephone

+995322475737

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Experimentorium - ექსპერიმენტორიუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to Experimentorium - ექსპერიმენტორიუმი:

Shortcuts

Share

Category