TSAA Students Art For You

TSAA Students Art For You We are Selling students art online/ სტუდენტების ნამუშევრების ონლაინ გაყიდვა. This Art will make you rich.

16/11/2024
22/01/2024

ბექა საყვარელიძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფა....

20/12/2023

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ბექა საყვარელიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

ბექა საყვარელიძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის დამთავრებიდან (2010-2016) დღემდე ამავე აკადემიის მოწვეული პედაგოგია. მხატვარი 2019 წლიდან ქალაქ დრეზდენის საერთაშორისო პლენერულ გამოფენას „კულტურა. სინქრონი“ მარიამ შაქარაშვილთან ერთად ხელმძღვანელობს, რომელიც ბექა საყვარელიძის პედაგოგმა, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა - ალექსანდრე (ალეკო) ადამიამ - დააფუძნა.

მხატვარი მუდმივად იღებს მონაწილეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო გამოფენებსა და აუქციონებზე. სულ ახლახანს მისი ორი ფერწერული ტილო, რომლებიც გამოიფინება ეროვნულ გალერეაში, გაიყიდა ჰესინკის თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე (Hessink's Contemporary Art Auction). მისი ნამუშევრები საქართველოს, ევროპისა და ამერიკის კერძო და საჯარო კოლექციებში ინახება.

გამოფენაზე „ვიღაცა ურევს“ წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა ტექნიკითა და მასალით შესრულებული ნამუშევრები. დამთვალიერებელი პირველად იხილავს ტილოებს, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ კერძო კოლექციონერებისთვის იყო ცნობილი და ნამუშევრებს, რომლებიც კონკრეტულად ამ გამოფენისთვის შეიქმნა. უახლოეს მომავალში ბექა საყვარელიძე ახალ გამოფენაზე სამუშაოდ ბელგიაში გაემგზავრება. გამოფენას აპრილში ბელგიასა და ბენელუქსის ქვეყნებში მოქმედი ერთადერთი ქართული გალერეა „ერისთავი“ წარმოადგენს.

გამოფენის კურატორია ელისო ჯულაყიძე.

ბექა საყვარელიძის გამოფენა 20 დეკემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 2024 წლის 29 იანვრამდე გაგრძელდება.

18/05/2023

Address

22, Griboedovi
Tbilisi
0108

Telephone

+995599272353

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TSAA Students Art For You posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to TSAA Students Art For You:

Share

Category