აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი State Silk Museum

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი State Silk Museum
Call Directions Website Contact the museum

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი State Silk Museum The Silk Museum - a cocoon of history on the Tbilisi crossroad Welcome to the State Silk Museum.

მოგესალმებით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, რომელიც დაარსდა 1887 წელს და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში არსებულ მცირერიცხოვან აბრეშუმის მუზეუმებს შორის.

აქ დაცულია აბრეშუმთან დაკავშირებული 40 000-მდე ექსპონატი 50 ქვეყნიდან. Founded in 1887, it is one of the oldest among the few silk museums worldwide. The museum holds around 40 000 objects from 50 different countries.

🐛 სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მუზეუმი სიხარულით მასპინძლობს მოსწავლეებს 🍂 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან მოქმედებს სხვადა...
25/09/2026

🐛 სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მუზეუმი სიხარულით მასპინძლობს მოსწავლეებს

🍂 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან მოქმედებს სხვადასხვა ასაკზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

🦋 მონაწილეები უკეთ იცნობენ მუზეუმს და ერთვებიან შემოქმედებით და სახალისო აქტივობებში.

⚪ დეტალებისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს (ბმული Bio-ში)
⚪ ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 593 483 684

ევა ზაილერის SPINSTERHOOD10 სექტემბერს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ევა ზაილერის გამოფენა SPINSTERHOOD - პროექტ...
24/09/2026

ევა ზაილერის SPINSTERHOOD

10 სექტემბერს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ევა ზაილერის გამოფენა SPINSTERHOOD - პროექტი, რომელიც თუთის ხის, აბრეშუმის ჭიისა და აბრეშუმის ურთიერთდამოკიდებულებას იკვლევს და ბიოლოგიურ და ტექნოლოგიურ სხეულებს შორის კავშირებზე გვაფიქრებს.

გამოფენა მუზეუმის კოლექციასთან დიალოგში ვითარდება და აბრეშუმს არა მხოლოდ როგორც მასალას, არამედ როგორც ცოცხალი ურთიერთობებისა და გარდაქმნის პროცესს განიხილავს.

SPINSTERHOOD გრძელდება 8 ოქტომბრამდე.

გვესტუმრეთ!

-

SPINSTERHOOD by Eva Seiler

Opened at the State Silk Museum on September 10, SPINSTERHOOD by Eva Seiler explores the interdependence between the mulberry tree, silkworm, and silk, reflecting on the relationship between biological and technological bodies.

Developed in dialogue with the museum’s collection, the exhibition approaches silk not only as a material, but as a process shaped by living relationships and transformation.

SPINSTERHOOD continues through October 8.

We’d love to welcome you!

შეიტყვეთ მეტი ქართული აბრეშუმის ისტორიის და დღევანდელობის შესახებ 🐛🤍
23/09/2026

შეიტყვეთ მეტი ქართული აბრეშუმის ისტორიის და დღევანდელობის შესახებ 🐛🤍

აბრეშუმის მისტერიას მივუყვებით, გზა გაივლის შორეულ ჩინეთში და ახლოუ...

19 სექტემბერს გაიმართა აბრეშუმის ფესტივალი აბრეშუმის პარკსაშრობში, სოფელ აწყურში (ახმეტა).ღონისძიებას პარტნიორის სტატუსი...
23/09/2026

19 სექტემბერს გაიმართა აბრეშუმის ფესტივალი აბრეშუმის პარკსაშრობში, სოფელ აწყურში (ახმეტა).

ღონისძიებას პარტნიორის სტატუსით ესწრებოდა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გუნდი.

ჰორიზონტი ევროპის პროექტის ARACNE ფარგლებში, მუზეუმმა თანამშრომლობისა და პარტნიორობის ნიშნად მონაწილე ორგანიზაციებს გადასცა ამავე პროექტით შექმნილი წიგნი: Silk Unveiled - Silk Narrative Catalogue.

ასევე პროექტის საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილე სკოლასა და წარმომადგენელ მასწავლებელს გადაეცათ შემეცნებითი წიგნები.

ფესტივალის ფარგლებში პოპულარიზაცია გაეწია მეაბრეშუმეობის დარგს, მეწარმეებსა და ორგანიზაციებს.

GENIUS LOCI TBILISI - ვარჯიში დაკვირვებაში29 სექტემბერს გიწვევთ თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პარალელურ ღონისძიებაზე, ს...
22/09/2026

GENIUS LOCI TBILISI - ვარჯიში დაკვირვებაში

29 სექტემბერს გიწვევთ თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პარალელურ ღონისძიებაზე, სადაც გაეცნობით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საზაფხული პროგრამის შედეგებს.

Genius Loci, ანუ ადგილის სულის კონცეფციაზე დაფუძნებული პროგრამა აერთიანებს ფსიქოგეოგრაფიას, სივრცეზე დაკვირვებასა და ინდივიდუალურ შემოქმედებით ძიებას და ამ გამოცდილებას თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მთავარ თემას, „სიცარიელის გეოგრაფიას“ უკავშირებს.

ზაფხულის განმავლობაში მონაწილეები შემოქმედებითი დაკვირვების მეთოდებით იკვლევდნენ თბილისის სხვადასხვა სივრცეს: მაუდის ქარხანას, იპოდრომს, თემქის უბანს და თბილისის ზღვის ჰორიზონტს. დაკვირვება, მოსმენა, გადაადგილება, ჩანაწერი და ვიზუალური ფიქსაცია თანდათან ინდივიდუალური ნამუშევრების ფორმატით განვითარდა.

მონაწილეები: ლიზი დვალი, თეონა კახიძე, გიორგი კიკნაძე, ნიკა ტეფნაძე, არჩილ წერეთელი

მენტორები: კვლევისა და გამოფენის ავტორები, არქიტექტორები ნატა ნებიერიძე და მაშა ჩიღვინაძე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო პროექტების კურატორი მარიამ შერგელაშვილი.

გელოდებით!

-

GENIUS LOCI TBILISI - A Practice in Observation

On September 29, we invite you to a collateral event of the Tbilisi Architecture Biennial, where you will learn about the results of the State Silk Museum’s summer program.

Based on the concept of Genius Loci, or the spirit of place, the programme brings together psychogeography, spatial observation, and individual creative exploration, connecting these experiences to the main theme of the Tbilisi Architecture Biennial, Geography of Emptiness.

Throughout the summer, participants explored different sites across Tbilisi through methods of creative observation: Tbilisi Wool Worsted Factory, the Hippodrome, Temka district and the horizon of the Tbilisi Sea. Observation, listening, movement, note-taking, and visual documentation gradually developed into individual works.

Participants: Lizi Dvali, Teona Kakhidze, Giorgi Kiknadze, Nika Tephnadze, Archil Tsereteli

Mentors: Nata Nebieridze and Masha Chighvinadze, architects and authors of the research project and exhibition; Mariam Shergelashvili, Exhibition Curator at the State Silk Museum.

See you there!

15/09/2026

ნინო ყიფშიძე - ტექსტილის ხელოვანი

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის სამუზეუმო ფუნქცია ვიწროდ იქნა დანახული. ამ ფაქტმა შეაფერხა ინსტიტუციის განვითარება და საფრთხე შეუქმნა მის არსებობას.

აბრეშუმის მუზეუმის ისტორიის კრიტიკულ მომენტში უმნიშვნელოვანესი როლი დამოუკიდებელმა გაერთიანებამ ,,GTG- ქართული ტექსტილის ჯგუფმა“ შეასრულა.

ნინო ყოფშიძე: ,,დამოუკიდებელი სახელოვნებო გაერთიანების არსებობა ნებისმიერ რეალობაში მნიშვნელოვანია - მასში კარგად ვლინდება ქვეყნის სახე.“

კრედიტები
პროექტის იდეის ავტორი და მენეჯერი - ანასტასია კალანდაძე
ვიდეოგრაფი - თეა ბოჭორიშვილი
პროექტის მთავარი კონსულტანტი - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო პროექტების კურატორი მარიამ შერგელაშვილი.

პროექტის მხარდამჭერი: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნინო კუპრავა და მუზეუმის თანამშრომელთა გუნდი

მადლობა AT.ge მედია მხარდაჭერისთვის.

-

Nino Kipshidze - Textile Atrist

Following the Sovietization of Georgia, the cultural and museum function of the Caucasian Sericulture Station was narrowly perceived. This fact hindered the development of the institution and posed a threat to its existence.

At a critical moment in the history of the Silk Museum, a crucial role was played by the independent association "GTG - Georgian Textile Group."

Nino Kipshidze: "The existence of an independent art collective is important in any reality - it clearly manifests the identity of a country."

Credits
Project Concept and Manager: Anastasia Kalandadze
Videographer: Tea Bochorishvili
Lead Consultant: Mariam Shergelashvili, State Silk Museum Exhibition Projects Curator

Project Supported by Nino Kuprava, State Silk Museum Director and the museum team.

Special thanks to for their media support

ვიზუალური ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალის „არტისტერიუმის“ ფარგლებში აბრეშუმის მუზეუმი უმასპინძლებს ორ ღონისძიებას: ⚪ გ...
12/09/2026

ვიზუალური ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალის „არტისტერიუმის“ ფარგლებში აბრეშუმის მუზეუმი უმასპინძლებს ორ ღონისძიებას:

⚪ გამოფენა: “სამი კილომეტრის მოშორებით” 15.09-19.09

ისრაელელი მხატვრის ათარ გევას ფერწერისა და ინსტალაციის ზღვარზე მყოფი პროექტი "სამი კილომეტრის მოშორებით" ყურადღებას ნიადაგსა და საკვებს შორის არსებულ ფუნდამენტურ კავშირზე, პურის კულტურულ მნიშვნელობასა და იმ მყიფე ეკოლოგიურ სისტემებზე ამახვილებს, რომელიც მცენარეებისა და ადამიანის არსებობას უზრუნველყოფს.

⚪ ფილმის ჩვენება: “ოქროს საწმისი” 15.09-16.09

რეალურ დროში დაკვირვებასა და მხატვრულ ფიქციას შორის მოქცეული ოქროს საწმისი კვლევის ტრანსფორმაციისა და რწმენის კონსტრუირების თემას იკვლევს. საქართველოს მდიდარ ბუნებრივ რესურსებსა და კულტურულ მემკვიდრეობასთან ლეგენდის დაკავშირებით, ფილმი ცდილობს მაყურებელი მითსა და რეალობას, ისტორიასა და
წარმოსახვას შორის ცვალებად საზღვრებზე დააფიქროს.

⚪ არტისტერიუმის ფარგლებში პროექტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო, აბრეშუმის სახელწიფო მუზეუმი და ტელ ავივის კიბუცის განათლების, ტექნოლოგიის და ხელოვნების აკადემიური კოლეჯი.

-

As part of the annual International Contemporary Art Exhibition “Artisterium", the Silk Museum will host two events:

⚪ Exhibition THREE KILOMETERS AWAY

Israeli artist Atar Geva’s site-specific installation reflects on the connection between soil and sustenance, the cultural significance of bread, and the fragile ecological systems that sustain both plants and people.

⚪ Screening THE GOLDEN FLEECE

Blending documentary observation with artistic fiction, The Golden Fleece investigates themes of quest, transformation, and the construction of belief. It draws on the Greek myth of the sacred golden ram Chrysomallos and its connection to ancient Colchis, present-day Georgia. By linking the legend to Georgia’s rich natural resources and cultural heritage, Ekici and Marcus invite viewers to reflect on the shifting boundaries between myth and reality, history and imagination.

⚪ Within the Artisterium the project is supported by the Ministry of Culture of Georgia, Creative Georgia, State Silk Museum, and Tel Aviv Kibbutzim College of Education, Technology and the Arts.

SPINSTERHOOD - გამოფენის მიღმამეტამორფოზა (სახეცვლა) ევა ზაილერის გამოფენის კონცეპტუალურ ღერძს წარმოადგენს. აბრეშუმხვევი...
08/09/2026

SPINSTERHOOD - გამოფენის მიღმა

მეტამორფოზა (სახეცვლა) ევა ზაილერის გამოფენის კონცეპტუალურ ღერძს წარმოადგენს. აბრეშუმხვევიას სხეულის გარდაქმნა ცვლილებაზე, ადაპტაციასა და ფიქსირებული ფორმების მიღმა გასვლის შესაძლებლობაზე ფიქრის საფუძველი ხდება. გამოფენის სათაური SPINSTERHOOD ამ პროცესს გენდერული შრომის ისტორიასაც უკავშირებს.

სიტყვა „spinster“ მომდინარეობს „spinning“-იდან — ძაფის დართვა, საქმიანობა, რომელიც ისტორიულად ქალთა შრომასთან იყო დაკავშირებული. ამავე დროს, სათაური ეხმიანება სიტყვას „sisterhood“, რომელიც ქალთა ერთობის, სოლიდარობისა და თვითგაძლიერების იდეას უკავშირდება.

ამ სიტყვათა კავშირით არტისტი ბიოლოგიურ ტრანსფორმაციას, სოციალურ როლებსა და ქალთა შრომის ისტორიასთან აკავშირებს.

ფოტო-მასალა ევა ზაილერის და აბრეშუმის მუზეუმის არქივიდან.

გელოდებით გამოფენის გახსნაზე 10 სექტემბერს!

-

SPINSTERHOOD - Behind the Exhibition

Metamorphosis forms the conceptual centre of Eva Seiler’s exhibition. The silkworm’s capacity to transform its body becomes a model for thinking about change, adaptation and the possibility of moving beyond fixed forms. The title SPINSTERHOOD connects this process with the history of gendered labour.

The word “spinster” originates from spinning, an occupation historically associated with unmarried women, while “sisterhood” introduces ideas of solidarity and self empowerment.

Through this connection, the artist brings biological transformation into dialogue with social roles and histories of female labour.

Photos from Eva Seiler’s and the Silk Museum’s archive

See you at the opening on September 10th!

08/09/2026

ხელოვან ევა ზაილერის გამოფენა - SPINSTERHOOD თუთის ხეს, აბრეშუმხვევიასა და აბრეშუმის წარმოებას შორის კავშირებს იკვლევს.

მეტი ევა ზაილერის გამოფენის შესახებ 🦋
08/09/2026

მეტი ევა ზაილერის გამოფენის შესახებ 🦋

ხელოვან ევა ზაილერის გამოფენა - SPINSTERHOOD თუთის ხეს, აბრეშუმხვევიასა და აბრეშუმის წარმოებას შორის კავშირებს იკვლევს.

Address

6, Tsabadze Street
Tbilisi
0112

Opening Hours

Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00
Saturday 11:00 - 18:00

Telephone

+995322340967

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი State Silk Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი State Silk Museum:

Shortcuts

Share

Category