ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი ღიაა ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

30/01/2026

ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი - ვოლტერი წერდა ♥️👇🏻 💫

📜 ”მე გადავწყვიტე ვიყო ბედნიერი, იმიტომ რომ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.”

📜 "გახსოვდეთ, როდესაც უსამართლოდ გექცევიან, სამართლიანობას ღმერთი აღადგენს".

📜 “ყველა, ვინც იცინის, კეთილი არ არის და ყველა ვინც დაჩოქილია, მორწმუნე არ არის.”

📜 "ყოველთვის თქვით სათქმელი ბოლომდე, თორემ თქვენი გაუბედაობის გამო, ერთ დღესაც თავზე დაგასხდებიან."

📜 "ძლიერი ადამიანი ის არ არის,
ვინც სუსტს ამარცხებს, არამედ
ის, ვინც სუსტს წამოდგამასა და
გაძლიერებაში ეხმარება.”

📜 "რადგან ვერ შევძელი ადამიანების გონზე მოყვანა, ვარჩიე, მათგან შორს ვყოფილიყავი ბედნიერი".

📜 “ნებისმიერი დაბრკოლება - ეს შესაძლებლობაა, გახდე ძლიერი!”

📜 “როცა ადამიანებს არ აძლევ იმის უფლებას, რომ არასწორად მოგექცნენ, გეუბნებიან, რომ შენ რთული პიროვნება ხარ.”

📜 ,,თუ გინდა გაიგო ვინ გმართავს, გაიგე, ვისი კრიტიკა არ შეგიძლია".

📜 ,,არ უნდა გვეშინოდეს იმ ადამიანების, ვისაც არ ვუყვარვართ. უნდა გვეშინოდეს მათი, ვინც თავს გვაჩვენებს, თითქოს ვუყვარვართ.''

📜 “ერთგული ვარ, სანამ მიღალატებენ - კეთილი ვარ, სანამ იმსახურებენ!”

📜 “ნებისმიერი დაბრკოლება – ეს შესაძლებლობა, გახდე ძლიერი.”

📜 ,,თუ ვინმე შენი განვლილი გზისთვის განგიკითხავს, შენი ფეხსაცმელი ათხოვე"

📜 „მათ, ვისაც შეუძლიათ დაგაჯერონ აბსურდი, შეუძლიათ ჩაგადენინონ საშინელებები".

📜 “მამაკაცი ქალს იმაში უნდა დაეხმაროს, რომ სუსტი იყოს, თორემ ქალს ძლიერი რომ იყოს, მამაკაცის გარეშეც შეუძლია.”

📜 “გონების ტრიუმფი მდგომარეობს იმაში, რომ მშვიდად იცხოვრო მათთან, ვისაც გონება არ აქვს.”

📜 “ღმერთო დამიფარე მეგობრებისგან, მტერს თავად გავუმკლავდები!”

📜 ,,ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისის ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.”

📜 “ბოროტება, რომელიც გგონია, რომ შეგრჩა, შენი შვილების გზაზე დატოვებული ბომბია!”

📜 “მე არავინ მავიწყდება, უბრალოდ, ვაკვირდები, ვის ვახსოვარ!”

📜 "მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ."

📜 “დაფიქრდი, თუ რა რთულია საკუთარი თავის შეცვლა და მიხვდები, რაოდენ უსუსურია შენი შესაძლებლობა შეცვალო სხვები.”

30/01/2026

“ლიქოკელი იყო 97 წლის მოხუცი… ჭრილობის შეხვევისას იგი მუშაობდა, როგორც კარგად ნაწვრთი ხელოვანი… მისთვის ნაცნობი იყო ყოველი ნაკეცი ტვინისა… ვხედავდი მოხუცს, რომელსაც ჰქონდა ცოდნა ყოველგვარი ჭრილობისა და რომელიც იყო დახელოვნებული მკურნალობაში. საითგან?… ჩემი რწმენა, რომ ხევსურები დანაშთია რომელიღაც კულტუროსანი ხალხისა, აქ ნათლივ მტკიცდებოდა, სხვა ახსნა შეუძლებელი იყო/ თვალს ვერ ვაცილებდი ამ ჯადოსანს, რომელიც იდგა ჩემს წინ ვითარ ლანდი პრეისტორიული ხანიდან. მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც საუკუნეებს ვერ წაეშალა…”

/გრიგოლ რობაქიძე - ენგადი/

* * *

ბოლოს ისიც შევიტყვე, რომ მას მარცხენა მხარეზე თითქოს ზემო და ქვემო კიდურები თანდათანობით ერთმევოდა, ცოტა ლაპარაკიც ეშლებაო. ამის შემდეგ დავრწმუნდი იმაში, რომ ავადმყოფს დაზიანებული ჰქონდა ფსიხომოტორული ცენტრობი, რომლებიც მდებარეობენ როლანდის ღარის წინ (Sulcus Rolandi) და განაგებენ კუნთების მოძრაობას განსაკუთრებით კი დაჟეჟილი უნდა ყოფილიყო წინა ცენტრალური ხვეული (gyrus centtralis anterior) უკანა ცენტრალური ხვეული (geruc centralis posterler) და თხემის ზემო ნაწილაკი (lobulis parjetalis superior), რომელშიც მდებარეობენ კანისა და კუნთების მგრძნობიარე ცენტრები, შუბლის ქვემო ხვეული (gyrus frontalis inferior) უფრო ის ნაწილი, რომელშიც მდებარეობს მეტყველების ცენტრი (gyrus Broka) და წოდებულია სამკუთხოვანად (pars triangularis). მაგრამ კარგად ვიცოდით, რომ მას უოპერაციოდ არაფერი ეშველებოდა, ამავე დროს უკმაყოფილოც ვიყავი იმით, რომ ავადმყოფმა არ მიიღო ჩემი რჩევა-დარიგება.
ყველა ამის შემდეგ ეს ავადმყოფი შემხვდა გზაში და მაუწყა საბოლოოდ
განკურნება.
ამ დაუჯერებელმა ამბავმა ძლიერ გამაკვირვა და გადავწყვიტე პირადად მენახა ექიმი მგელიკა. იგი 15 ვერსზე დგას ჩვენგან. ერთ მშვენიერ დღეს გავემგზავრე განთქმულ მგელიკა ლიქოკელისას. შინ დამიხვდა. გამოვკითხე ყველაფერი დაწვრილებით. მას ცოტა სმენა აკლია და ეს გარემოება ხელს გვიშლიდა გამოკითხვაში. ჩემს კითხვებზე მგელიკა თავისებურ განმარტებითი მოკლე პასუხს იძლეოდა, რომელსაც ახასიათებდა არა მარტო უბრალო კონკრეტულობა, არამედ ერთგვარი ინდივიდუალობაც, მოვისმინე მისი განმარტება, ჩვენი ავადმყოფის თავის ქალას ტრეპანაციის შესახებ.

/გიორგი თედორაძე - 5 წელიწადი ფშავ-ხევსურეთში/

📸 გ. თედორაძის წიგნიდან - 5 წელიწადი ფშავ-ხევსურეთში, 1930 წელს სოფელ ქობულოში

🚩ფოტო აღდგენილია ხელოვნური ინტელექტის მიერ 🙏🏻

30/01/2026

Address

თბილისი, ნიკო ფიროსმანის ქ. 29
Tbilisi

Opening Hours

Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 17:00
Sunday 10:00 - 17:00

Telephone

+995322955390

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share