Georgian Society of Philosophical Praxis

Georgian Society of Philosophical Praxis საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოება.

29/08/2026

როგორ დაიპყრო ოკუპანტმა ტერიტორიასთან ერთად ჩვენი ცნობიერება?
- შიშით - საოკუპაციო ხელისუფლების, და მისი პროქსი ოპოზიციის დაკომპლექტებით ფსიქოფატებით.
მათ მოახერხეს სოციოფატების დაწინაურება ყველა სფეროში - პარტიები, განათლების სისტემა, ხელოვნების სფერო - კინემატოგრაფი, ლიტერატურა, თეატრი, პუბლიცისტიკა, ექსპერტები, მეცნიერება, სპორტი..
ნებისმიერი სოციალური აქტივობა, იქნება ეს ხელოვნება, მეცნიერება, ქველმოქმედება დაკავშირებულია უეთიერთობასთან აგრესიულ გიჟებთან, რომლებიც განაგებენ ყველა სფეროს და ცნობენ მხოლოდ თავისნაირებს.

14/08/2026

სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ დაიწყო ეროვნული ინტელიგენციის სასტიკი დევნა. ოკუპანტის სპეცსამსახურებმა გაავსო ინტელექტუალური სივრცე თავისი გავლენის აგენტი ეშმაკეული ძალებით - პლაგიატორებით, სოციოპატებით, ცინიკოსებით, რომლებიც დღეს გვესაუბრებიან ქრისტიანობაზე, წმინდა ნინოს გზაზე, აზროვნებაზე.
აზროვნების თემა განსაკუთრებით იტაცებთ ვაი მოაზროვნეებს. არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული ჩეკისტები ცდილობენ თავის თავის და საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ აზროვნება შეუძლიათ. სინამდვილეში მათ არ შეუძლიათ აზროვნება - საკუთარი მეტყველება, წერა. მხოლოდ გადაწერა, თუთიყუშის როლის მორგება, ზემოდან მომდინარე ბრძანებების შესრულება. ისინი 34 წლის განმავლობაში ებრძვიან საკუთარ ქვეყანას, მის მოქალაქეებს. გვბაძავენ, უკითხავენ სტუდენტებს ჩვენს ლექციებს. იხვეჭენ პოპულარობას ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების მითვისებით. ეს კრიმინალები, ვამპირები და მაქციები ჩვენივე სიტყვებით, ჩვენგან გადაწერილი ტექსტებით გვესაუბრებიან ქრისტიანულ, ეროვნულ ღირებულებებზე, თავისუფლებაზე. ღმერთთან მებრძოლი ბოლშევიკები ფარისევლობენ, ქმნიან ცრუ შთაბეჭდილებას, რომ ისინი წმინდა ნინოს გზით დადიან.
კოლხოზის ინტელექტუალებს კვებავენ ეროვნული ინტელიგენციის იდეებით - საკუთარი არ გააჩნიათ!
სრულ იდიოტებს უკავიათ უნივერსიტეტებში სრული პროფესორების ადგილები.
ჰიბრიდული ომის ქვაკუთხედი საკადრო პოლიტიკაა. ფსბ გავლენის აგენტებს, კომპილატორებს დაპყრობილი აქვთ მთელი მედია, განათლების სისტემა, სოციალური ქსელები. მათთვის იქმნება სამეცნიერო ჟურნალები, გაპრანჭული, ელიტური გამოცემები, სადაც ისინი საკუთარი სახელით ბეჭდავენ ნაქურდალ მასალას. კადრულობენ ყველაფერს. ავტომატიანი, კრიმინალური ინტელიგენციის უფლებებს იცავს საოკუპაციო რეჟიმი, დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დაბანაკებული რუსეთის არმია.
"კადრები წყვეტენ ყველაფერს" - სტალინი.

10/08/2026

ბარამიძის განცხადებაზე პასუხი!
დავიწყოთ იმით, რომ ქართულ-აფხაზური ომი არ ყოფილა!
საქართველოს არანაერი დანაშაული არ მიუძღვის თავისი ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის წინაშე. ჩვენ ერთი და იგივე მტერი გვებრძვის.
ეს იყო არა ქართული არმიის ოპერაცია არამედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაცია აფხაზეთში, სადაც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობის და დასავლეთ საქართველოს მრავალგზის აწიოკების შემდგომ, ეს მტრული ძალა შევარდნაძის, კიტოვანის, იოსელიანის..ხელმძღვანელობით, კრემლის მოწოდებით პროვოკაციულად შეიჭრა აფხაზეთში, ქართველი ხალხის, აფხაზეთის მოსახლეობის, საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოს და კანონიერი ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ!
სწორედ ძმათა მკვლელი ომის აღსაკვეთად, საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზნით ჩამოვიდა გროზნიდან პრეზიდენტი გამსახურდია, რასაც შეეწირა კიდევაც მისი სიცოცხლე.
ეს ხალხი ხვრეტდა უიარაღო საპროტესტო მიტინგებს, მათ მიერ პროვოცირებულ აფხაზეთის კონფლიქტში ტყვეებს არ იყვანდა იმიტომ, რომ კრემლის მიზანი იყო ქართველთა და აფხაზეთის მოსახლეობის სისხლით ურთიერთ დაპირისპირება, მტრის ხატის შექმნა, საოკუპაციო ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციის ეთნიკურ კონფლიქტად გასაღება, სეპარატიზმის გაღვივება, ჩვენივე ხელით ოკუპანტის საქმის კეთება, ქვეყნის დაშლა მარტივ მამრავლებად.
1993 წლის შემდგომ, საქართველოს მართავს უკანონო დე ფაქტო საოკუპაციო რეჟიმი, რომელსაც ქართველი ხალხის სახელით, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი აქვს ენით აღუწერელი დანაშაულები.
ის, რაც ბრძანა ტელე ეთერით, საჯაროდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებაზე ხელ მომწერმა დეპუტატმა ემსახურება მხოლოდ სეპარატიზმის ახალი ტალღის გაღვივებას, რუსეთის მიერ აფხაზეთის და შიდა ქართლის ტერიტორიის რუსული ანექსიის დაჩქარებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ თავის, 2026 წლის ბოლო სესიაზე, 1992 წლის, 13 მარტის თავისივე დადგენილების იურიდიულ საფუძველზე გამოსცა ახალი დადგენილება, სადაც არის დაგმობილი, და უკანონოდ ცნობილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთში, პროვოკაციული შეჭრის ფაქტი და მოუწოდა აფხაზეთის მოსახლეობას დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების ხელშეწყობისკენ.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მთლიანობის დაცვა მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების პრეროგატივაა.

26/06/2026

რუსეთის და საქართველოს ბრძოლა ევროპის წინააღმდეგ ბოლშევიზმის ტიპიურ გამოვლინებას წარმოადგენს❗
რაც კი არის ღირებული რუსეთში - ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა, მხატვრობა, ბალეტი, ოპერა, ფილოსოფია, თეოლოგია, განათლების სისტემა.. ყველაფერი ევროპული კულტურის უდიდესი გავლენის შედეგია, მის კვინტესენციას წარმოადგენს.
ევროპის წინააღმდეგ ბრძოლით რუსეთი და მისი კოლონია საქართველო ებრძვიან საკუთარ კულტურას, ამკვიდრებს უკუნ სიბნელეს.
დაპირისპირება სლავიანოფილებსა და მედასავლეთელებს შორის რუსეთში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო. თუმცა კამათი იდეურ, ფილოსოფიურ ხასიათს ატარებდა, და თავად წარმოადგენდა ევროპული აზროვნების პროდუქტს. ორივე მიმართულების მხარდამჭერები თანხმდებოდნენ ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სახელმწიფო მართვის მიმართულებით რეფორმების აუცილებლობაში, რაც აგრეთვე ევროპული მაგალითებით იყო ნაკარნახევი.
საქართველოში, ნეო პლატონური, ქრისტიანული აკადემიები არსებობდნენ უკვე XI საუკუნეში, ევროპულ უნივერსიტეტებში კი მხოლოდ XV საუკუნიდან. კონსტანტინოპოლში 1045 წლიდან. საქართველო ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან დგას. დავით აღმაშენებელი იყო მეფე აკადემიკოსი. პარლამენტარიზმის სათავეები საქართველოში შეიქმნა (თამარ მეფის დროს აკადემიური სახელმწიფო საბჭო - "კარავი").
ევროპასთან ბრძოლით ჩვენ საკუთარ ფესვებს ვიჭრით, უკულტურო ერთად ვყალიბდებით.
ცივილიზაციური ომი ევროპულ კულტურასთან, საკუთარ ქრისტიანულ ფესვებთან, ბრძოლა თავის თავთან, ადამიანურ სამყაროსთან რუსეთში დაიწყო
კომუნისტური რევოლუციით, ბოლშევიზმის ანტი ცივილიზაციური ვირუსის გავრცელებით.
ქართველი კომუნისტები (სტალინი, ორჯონიკიძე, ბერია, შულავერის კომიტეტი, შევარდნაძე, კოლხოზის ინტელექტუალები - კრიმინალები, პლაგიატორები, ჩეკისტები, ავტომატიანი ინტელიგენცია..) ჩაერთვნენ ამ სუიციდალურ ბრძოლაში დიდი შემართებით, და მოექცნენ საკუთარი კულტურის, სახელმწიფოებრიობის, ადამიანურობის წინააღმდეგ პლანეტარული, დანაშაულებრივი ბრძოლის ავანგარდში.
საქართველოში, როგორც რუსეთში დაზიანებულია ადამიანური განზომილება.
ქართველებმა უნდა გავიხსენოთ და მოუაროთ ჩვენს სულს, ადამიანურ ბუნებას. დავძლიოთ ბოროტი იმაგინაცია, კოშმარული ჰიპნოტური მაგია, სადაც ვიმყოფებით და გამოვფხიზლდეთ - " ო ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება".

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა იყო ანტი ბოლშევიკური, ზე-პარტიული, ეროვნულ, სულიერ და ევროპულ კულტურულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თავისუფალი ნების გამოხატულება, რომლის მთავარი ღირებულება არა იმდენად პოლიტიკის სფეროს კუთვნილებაა, რამდენადაც მაიეფტიკურის.
©

24/06/2026

წარმატებები, ბები!
უდანაშაულობა მილიონიბით მსხვერპლს ნიშნავს ავტოკრატიული რეჟიმის ხანაში.
უდანაშაულოს ებრძვის დანაშაულებრივი სისტემა.
არ გინდა ტვინის ჭყლეტა, მორალისტობა,
დაარღვიე მცნებები, გახდი თავისუფალი, წარმატებული და იცხოვრე ბედნიერად, ანექსირებულ საქართველოში.
არარსებული სამშობლოს სიყვარულს გერჩივნოს ადაპტაცია აქ და ამჟამად არსებულ ჭეშმარიტებასთან.
გიჭირს, კოგნიტური დისონანსი გაქვს - ისუნთქე ღრმად, ნუ შეიძენ კუსტარულ ბედნიერებას, მიმართე აფთიაქების ქსელს. სერტიფიცირებული ფსიქოლოგების ლეგიონი გაგიწევს პროფესიონალურ დახმარებას. წარმატებები, ბები!

13/06/2026

მოსმენა, თვალთვალი, პლაგიატი, ადამიანების გაკოტრება, სოციალური იზოლაცია, წამება, და გარანტირებული კარიერა მწვალებლისათვის. ეს კგბ-ს თანამშრომლების და აგენტურის წარმატებული ცხოვრების წესია.

ცხოვრობ კარგად, პატივს გცემენ, თუ ხარ უფლებამოსილი მწვალებელი.

ვინაიდან ამ ქვეყანაში -1921 წლიდან ოკუპირებულ საქართველოში, რეალური ძალაუფლება გააჩნდა მხოლოდ სპეცსამსახურებს, რომელთა კომპეტენციაში შედიოდა, და შედის დღესაც, საკადრო პოლიტიკა, ადამიანების სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა და წარმატებული კარიერის გარანტირება, ნებისმიერ სფეროში. იქნება ეს ბიზნესი, მეცნიერება, განათლება, ხელოვნების სფერო, თუ სხვა დარგი. ადამიანებს არ ჰქონდათ და არ აქვთ სხვა არჩევანი, თუ არა გახდნენ კგბ-სთან აფილირებული პირები, ანუ - არა აფილირებული პირების მწვალებლები.

წარმატების საწინდარი, ნებისმიერ პროფესიაში იყო და არის პირველი პროფესიის - გებისტობის ფლობა.

ისეთი ადამიანური თვისებები, როგორიცაა ზნეობა, პატიოსნება, ერთგულება, მეგობრობა, თანაგრძნობის გამოხატვის უნარი, არა გებისტური პროფესიის, სამშობლოს სიყვარული ითვლებოდა მიამიტობად, ინფანტილურობად, არასერიოზულობად, იდიოტიზმად.

ასე ყალიბდებოდა ბედნიერი ერი, ოკუპირებულ საქართველოში.

ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ შემთხვევით სადმე გული წაგივიდათ, პირველი რასაც გააკეთებს თქვენი კეთილი მეზობელი, კოლეგა, თანაპარტიელი, ახლობელი, ფსიქოთერაპევტი, ვაი რომ მეგობარიც - შეგიმოწმებს საბუთებს, ჩანთას, მობილურ ტელეფონს, გასაღებებს, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიჩენს ემპათიას, როგორც ეს გათვალისწინებულია ინსტრუქციაში.

ეცადე, რომ გონება არ დაკარგო, საპასუხისმგებლო ღონისძიების, კონცერტის დროს. ეს უპასუხისმგებლო ქცევათ და ღონისძიების ჩაშლის მცდელობად ჩაგეთვლება და გაგკიცხავენ.

საქართველო გულაგია.

პრობლემების დაძლევა საკუთარი ძალებით❗თუ გაქვთ სურვილი ფსიქოთერაპიის კურსის გავლის ნაცვლად დაეუფლოთ პრობლემების საკუთარი ...
05/06/2026

პრობლემების დაძლევა საკუთარი ძალებით❗

თუ გაქვთ სურვილი ფსიქოთერაპიის კურსის გავლის ნაცვლად დაეუფლოთ პრობლემების საკუთარი ძალებით დაძლევის პრაქტიკულ ხერხებს - მომწერეთ პირადში.

მიდგომა - ფილოსოფიური პრაქსისი; დაზაინ ანალიზი; ნეირო ლინგვისტური პროგრამირება (ქოჩინგი); ფსიქოსინთეზი; კლიენტ-ცენტრირებული, ფართო ჩარჩო (მუშაობს არა პაციენტთან, არამედ კლიენტთან)..

საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოება უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ სემინარს პრობლემების საკუთარი ძალებით მართვის ხელოვნებაზე.

სემინარზე დასწრების მსურველებმა მომწერეთ პირად შეტყობინებაში. მონაწილეთა რაოდენობა - 15 პირი.
©

04/06/2026

დიუშენის მკურნალობის სამუშაო ჯგუფში თუ შედიან კომპეტენტური სპეციალისტები იმ ქვეყნებიდან, სადაც ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალ მილიარდიანი სამედიცინო კვლევები, და არსებობს რელევანტური გამოცდილება. თუ ჩვენ ვკმაყოფილდებით ეროვნული სამედიცინო კადრებით, სადაც არ არსებობს ამ საკითხის კვლევის გამოცდილება, და ხელისუფლების წარმომადგენლებით, პრინციპით - საქართველო უპირველესად ყოვლისა, არ დაუშვებთ უცხოეთის ჩარევას ქვეყნის შიდა საკითხებში. ამ შემთხვევაში - ბავშვების მკურნალობის პროცესში.
ეს ის საკითხია სადაც პოლიტიკა და მედიცინა ურთიერთ გადაჯაჭვულია, და ევროინტეგრაციის საკითხი პირდაპირ კავშირშია ბავშვების ჯანმრთელობის დაცვასთან.

ოკუპანტებო, გილოცავთ წარმატებით შესრულებულ სუკის სპეციალურ ოპერაციას - საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას რუ...
26/05/2026

ოკუპანტებო, გილოცავთ წარმატებით შესრულებულ სუკის სპეციალურ ოპერაციას - საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას რუსული ოკუპაციის 70 წლის მანძილზე - 1921 წლის 11 თებერვლიდან, 1991 წლის, 9 აპრილამდე!

1990 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შეაფასა, როგორც ოკუპაცია და ანექსია.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია!

26/05/2026

გამოცხადდეს საყოველთაო მორატორიუმი საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი დღესასწაულების პოლიტიკური დაპირისპირების მიზნით გამოყენების აკრძალვის თაობაზე.

აიკრძალოს სახელმწიფო, გამაეთიანებელი სიმბოლოების, დღესასწაულების გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.

ათწლეულების მანძილზე 26 მაისი ასოცირებულია ხალხის სასტიკი მეთოდებით დარბევასთან, სისხლის ღვრასთან, მკვლელობებთან. რაც იწვევს საზოგადოებაში შიშს, ფრუსტრაციას, აკნინებს საერთო ეროვნული, ფუნდამენტური ღირებულებების მნიშვნელობას, ხიფათის უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

ეროვნულ ცნობიერებასთან ბრძოლა ყოველთვის იყო ოკუპანტის უმთავრესი იარაღი, მიმართული ქართული სახელმწიფოებრიობის წინაათმდეგ.

Address

Tbilisi

Telephone

599 50 10 23

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Society of Philosophical Praxis posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to Georgian Society of Philosophical Praxis:

Shortcuts

Share