თსუ მუზეუმი / TSU Museum

თსუ მუზეუმი / TSU Museum ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

თსუ მუზეუმი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში აქტიურადაა ჩართული და ფაკულტეტებთან ერთად სისტემატიურად მართავს გამოფენებსა და კულტურული ხასიათის ღონისძიებებს. მუზეუმი, ასევე, ინდივიდუალურად გეგმავს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს, რითაც ხდება საუნივერსტეტო მემკვიდრეობისა და დამფუძნებლების პოპულარიზაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის პირველი კორპუსის გუ

მბათქვეშა სივრცეში, სისტემატურად იმართება სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების შემოქმედების წარმოჩენა. ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია მუზეუმის სივრცეში ღირებული ღონისძიების გამართვა, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რომელიც, ასევე საერთო კულტურული და ხელოვნების დონის წარმოჩენას უწყობს ხელს.
უნივერსიტეტის მუზეუმში ხშირად იმართება სხვადასხხვა სახის კულტურული ღონისძიება უნივერსიტეტის წიაღში არსებული მიმართულებების ხელშესაწყობად. იგულისხმება: თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები, ადგილობრივი ვოკალური ჯგუფების კონცერტები, რომელთა დიდი ნაწილი წინასწარ დაგეგმილია ან სათანადო ჯგუფების მომართვიანობის შემთხვევაში დაიგეგმება.
როგორც მოგეხსენებათ, თსუ პირველ კორპუსს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ამ ისტორიულ შენობაში და მის მუზეუმებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ შესვლა (ცხადია, სამუშაო საათების ფარგლებში) და იქ განთავსებულ არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ვაჟა-ფშაველას, ისტორიისა და სახვითი ხელოვნების დარბაზების მონახულება. იმ შემთხვევაში თუ ვიზიტორს საფონდო მასალის გაცნობა მოუნდება, მაშინ კონკრეტული მუზეუმის მენეჯერის დახმარებით შეავსებს სპეციალურ ანკეტას და მისი ხელმძღვანელობით და გაეწევა მეგზურობა, რაც ასევე, სრულიად უფასოა.
რაც შეეხება უნივერსიტეტში ეზოში შემოსვლასა და არსებული პანთეონის მონახულებას ის დროში შეუზღუდავად ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რაც ასევე სრულიად უსასყიდლოა.

28/07/2026

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ვიზიტი ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის მონაწილეებთან 👩🏻‍🎓

09/06/2026

🎨თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები იტალიაში გამართული საერთაშორისო ფესტივალის "UrbinoInAcquerello - Zaffiri dell'Istante" ფარგლებში

✨ გილოცავთ მუზეუმის საერთაშორისო დღეს
18/05/2026

✨ გილოცავთ მუზეუმის საერთაშორისო დღეს

🔹ბრინჯაოს ქანდაკება, მხედრის ფიგურა აღმოჩენილია სოფელ აწყურში ძვ.წ. IV-III საუკუნეების სამაროვნის არქეოლოგიური გათხრების დროს. ცხენის ფიგურა გამორჩეულია ნატურალისტურად შესრულებული ტანითა და დაბალი ფაფრით. საკმაოდ რეალისტურად არის შესრულებული მხედრის გამოსახულებაც, რომელსაც მარცხენა ხელით სავარაუდოდ, აღვირი უჭირავს.

🔸არტეფაქტი 2004 წელს აწყურში არქეოლოგიური ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს, რომელშიც თსუ სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფ. ვახტანგ ლიჩელის მოსაზრებით, ეს ფიგურა საქართველოს ტერიტორიაზევე უნდა იყოს დამზადებული და შესაძლოა წარმოადგენდეს რომელიმე ღვთაების (სავარაუდოდ, მითრას) სტილისტურ გამოსახულებას.

🔹ბრინჯაოს მხედრის ფიგურა გამოფენილია თსუ არქეოლოგიის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში.

💫გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს!

🖇️ https://tsu.ge/ka/museum

#თსუ
#თსუმუზეუმი
#მუზეუმებისსაერთაშორისოდღე

🏫 სსიპ 155-ე საჯარო სკოლის მოწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვ...
07/05/2026

🏫 სსიპ 155-ე საჯარო სკოლის მოწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, სადაც მუზეუმის კონსულტაციით, მიწოდებული დოკუმენტებითა და ფოტოებით მოეწყო გამოფენა

📚 მოსწავლეებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს თემები ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, კერძოდ:

1. ივანე ჯავახიშვილი - ჩვენი დროის გმირი.
ქრისტინე ქობალია, ნატალი გვიშიანი.
2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება.
ნინო ნაჭყებია, მარიამ გოგატიშვილი
3. ივანე ჯავახიშვილის ,,ქართველი ერის ისტორია”
მარიამ კეკელია
4. ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა.
ნიკოლოზ გოგალაძე, მარიამ ხუციშვილი
5. ივანე ჯავახიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი: ქართული მეცნიერების ორი მწვერვალის ურთიერთობის ისტორია.
მარიამ კიკოლიაშვილი
6. ივანე ჯავახიშვილი: ოჯახი და შთამომავლები.
ლიზი თითილოკაშვილი, ლიზი ფუტკარაძე.
7. ამეტყველებული ნივთები.
მარიამ ნოზაძე, გიორგი ნოზაძე.
8. პიროვნული შტრიხები.
სალომე შავიშვილი, ელენე ლომჯარია.

🎓აღსანიშნავია, რომ 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ უნივერსიტეტის მუზეუმს. ერთ-ერთი ვიზიტისას, დირექტორისა და მასწვალებლის ინიციატივით გამოთქვეს სურვილი, რომ მოეწყოთ ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

✨მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქალბატონ ხათუნა ხულორდავას, ისტორიის მასწავლებელს, ქალბატონ თინათინ ალანიას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მასპინძლობისთვის.

27/04/2026

🎙️მუზეუმის პირველადი აღრიცხვისა და დაკომპლექტების განყოფილების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მარუაშვილი საუბრობს ივანე ჯავახიშვილზე

🎓დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი გავიდა 🏫ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნ...
23/04/2026

🎓დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი გავიდა

🏫ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის პირადი ფონდის უნიკალური ექსპონატები - ფოტოები, ხელნაწერები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა და მემორიალური ნივთები.

🗺️ განსაკუთრებული ადგილი უკავია ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას:

• საქართველოს საზღვრების რუკა (1919)
• საქართველოს რესპუბლიკის რუკა (1922)
• საქართველოს ისტორიული რუკა (1923)
• საქართველოს ბოტანიკურ-აგრონომიული არეების რუკა (1930)

✨ გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დიდი მეცნიერის მემკვიდრეობის მნიშვნელობას და მის წვლილს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

#ივანეჯავახიშვილი150
#თსუ

"ხარება“ - ირაკლი ფარჯიანი🖼️გამოფენილია თსუ მუზეუმის სახვითი ხელოვნების დარბაზში #ერთინივთისისტორია
07/04/2026

"ხარება“ - ირაკლი ფარჯიანი

🖼️გამოფენილია თსუ მუზეუმის სახვითი ხელოვნების დარბაზში

#ერთინივთისისტორია

💫„ხარება“ - ირაკლი ფარჯიანი

🖼️გამოფენილია თსუ მუზეუმის სახვითი ხელოვნების დარბაზში

იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/alefz

#ერთინივთისისტორია

06/04/2026

#ერთინივთისისტორია 📖

🎓 25 მარტს, ვაჟა-ფშაველას მემორიალურმა მუზეუმმა უმასპინძლა IV საერთაშორისო კონფერენციას - "ვაჟა-ფშაველა - 165, თანამედრო...
30/03/2026

🎓 25 მარტს, ვაჟა-ფშაველას მემორიალურმა მუზეუმმა უმასპინძლა IV საერთაშორისო კონფერენციას - "ვაჟა-ფშაველა - 165, თანამედროვე ინტერპრეტაციათა ცდანი"

Address

Ilia Chavchavadze Avenue 1
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ მუზეუმი / TSU Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category