რეპრესირებული მწერლების მუზეუმი/Museum of Repressed Writers

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • რეპრესირებული მწერლების მუზეუმი/Museum of Repressed Writers

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი/Museum of Repressed Writers რეპრესირებული მწერლების მუზეუმი მწერალთა სახლში

18/05/2025
18/05/2025

🌙🔮ღამე მუზეუმში
🤍 გვესტუმრეთ

🕯️
14/05/2025

🕯️

📣 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს მწერალთა სახლში ღონისძიება „ღამე მუზეუმში“ გაიმართება.

🌃 დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმები 18 მაისს საღამოს 19:00 საათზე გაიღება და გვიან ღამემდე უმასპინძლებს ვიზიტორებს.

🔮 სტუმრები დაათვალიერებენ მუზეუმების მუდმივმოქმედ და დროებით საგამოფენო სივრცეებს, დაესწრებიან მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.

🕯️🥀 მწერალთა სახლის ისტორიულ შენობაში, ღამის შუქებით გაფერადებულ აივნებსა და ტერასაზე გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა − „ჩვენ ცისფერი ყანწები“, გათამაშდება სპექტაკლი იუნკერთა თავგანწირულ ბრძოლაზე − „ისტორიის გაკვეთილი“; მუზეუმის გიდები გაგიძღვებიან ღამეულ სამუზეუმო მარშრუტებზე, მოგითხრობენ რეპრესირებული ქალების ისტორიებს.

🤍 წლევანდელი წელი ტიციან ტაბიძის საიუბილეო წელია.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემატიკაა ტიციან ტაბიძის პოეზია.

🔎 პროგრამა:

◆ 19:00-03:00 სთ. დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმების ექსპოზიციების დათვალიერება − ტური ყოველ ერთ საათში;
◆ 19:00-03:00 სთ. დროებითი ექსპოზიცია „ტიციან ტაბიძე-130“;
◆ 20:00-21:00 სთ. „ჩვენ − ცისფერი ყანწები“, თეატრალიზებული წარმოდგენა (გიორგი კაშიას სამხატვრო ხელმძღვანელობით);

◆ 21:00-22:00 სთ. „რეპრესირებული ქალების ისტორიები“;
◆ 22:00-23:00 სთ. სპექტაკლი იუნკერთა ბრძოლასა და მარო მაყაშვილზე „ისტორიის გაკვეთილი“ (რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე).

📍 მისამართი: თბილისი, ივანე მაჩაბლის ქ. 13

🖇️ „ღამე მუზეუმში“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. 2015 წლიდან აქტიურად ტარდება საქართველოშიც.

18 მაისს მოდი მწერალთა სახლში 🕯️🌙 ღონისძიების - ,,ღამე მუზეუმში'' ფარგლებში გაიმართება  ცისფერყანწელთა პოეზიის თეატრალიზ...
13/05/2025

18 მაისს მოდი მწერალთა სახლში 🕯️🌙
ღონისძიების - ,,ღამე მუზეუმში'' ფარგლებში გაიმართება ცისფერყანწელთა პოეზიის თეატრალიზებული წარმოდგენა „ჩვენ ცისფერი ყანწები“.
წლევანდელი წელი ტიციან ტაბიძის საიუბილეო წელია, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემატიკა სრორედ ტიციან ტაბიძის პოეზიაა.

#მოდიმუზეუმში

18 მაისს მწერლთა სახლში  ღონისძიება "ღამე მუზეუმში"  გაიმართება. მწერალთა სახლი  დამთვარიელებლისთვის ღია იქნება საღამოს ...
09/05/2025

18 მაისს მწერლთა სახლში ღონისძიება "ღამე მუზეუმში" გაიმართება. მწერალთა სახლი დამთვარიელებლისთვის ღია იქნება საღამოს 8 საათიდან გვიან ღამემდე. გთხოვთ, გვესტუმროთ. თბილისი, ივანე მაჩაბლის ქუჩა 13

08/11/2024

📣 დავით სარაჯიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 9-10 ნოემბერს მწერალთა სახლი ვიზიტორებს სთავაზობს უფასოდ ეწვიონ გამოჩენილი ქართველი მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის მუზეუმს.

შაბათ-კვირას, მაჩაბლის 13-ში, დავით სარაჯიშვილის მუზეუმის კარი ღიაა სტუმრებისთვის.

გვეწვიეთ!

13/05/2024

სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების გამო, შენობაში განთავსებული ორივე (დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებული მწერლების) მუზეუმი არ იმუშავებს 20 მაისის ჩათვლით. ამავე პერიოდში ადმინისტრაცია გადადის დისტანციურ მუშაობაზე.

Due to repair and restoration works, both the Davit Sarajishvili memorial and the museum of repressed writers located in the building will be closed until May 20th. Additionally, the administration will be operating remotely during this time.

1900 წლის 25 იანვარს ეროვნული გმირი მიხა ხელაშვილი დაიბადა!
25/01/2024

1900 წლის 25 იანვარს ეროვნული გმირი მიხა ხელაშვილი დაიბადა!

წარმატებით დასრულდა რეპრესირებული მწერლების მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტი „ისტორიებისა და აზრების დაკავშირება: დეცენტ...
20/12/2023

წარმატებით დასრულდა რეპრესირებული მწერლების მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტი „ისტორიებისა და აზრების დაკავშირება: დეცენტრალიზებული განათლება და რეპრესირებული მწერლების მუზეუმი“, რომლის ფარგლებში 16 ნოემბერი-18 დეკემბრის ჩათვლით შიდა ქართლის რეგიონიდან და კახეთიდან (მერეთი, კარბი, დიცი, არბო, მეჯვრისხევი, ტირძნისი, კარალეთი, გორი, ტყვიავი, ქისტაური) მწერალთა სახლის სამუზეუმო სივრცეში უფროსკლასელთა 9 ჯგუფს, 200-მდე მოსწავლეს, ვუმასპინძლეთ.

პროგრამის ფარგლებში რეპრესირებული მწერლების მუზეუმში ჩატარდა საჯარო ლექციათა ციკლი „დიდი ტერორი და რეპრესირებული ლიტერატურა 1921-1990 წლებში“ და საგანმანათლებლო ვორქშოპის სერია „მე არ ვწერ ლექსებს“, რომელიც შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს.

🟢 საპილოტე პროექტის მიზანი იყო რეპრესირებული მწერლების მუზეუმის მდგრადობის უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამების დეცენტრალიზაცია და მუზეუმში მოზარდთა ჩართულობის გაზრდა.

პროექტი განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University
US Embassy Tbilisi, Georgia

Address

13 ივანე მაჩაბელის ქუჩა
Tbilisi
0105

Opening Hours

Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00
Saturday 12:00 - 19:00

Telephone

+995577982429

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რეპრესირებული მწერლების მუზეუმი/Museum of Repressed Writers posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to რეპრესირებული მწერლების მუზეუმი/Museum of Repressed Writers:

Share

Category