ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი
Call Directions Website Contact the museum

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიო? In mediathek you can enjoy unique books, computers and free Wi-Fi.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის პირველ სართულზე განთავსებულია საგამოფენო დარბაზი, ხოლო ანტრესოლზე - მედიათეკა, წიგნების მაღაზია და კაფე. მედიათეკაში უფასოდ ისარგებლებთ უნიკალური წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებული მრავალფეროვანი პროდუქცია. ამავე სივრცეში, გამოფენებთან ერთად, გაიმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაციები.
საქართველოში თანამედროვე არქივებს საფუძველი ჩაეყარა 1920 წლის 23 აპრილს. არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენებისა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად. მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად საგამოფენო გალერეა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით აშენდა.
2007 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი. დღეისათვის ეროვნულ არქივში დაცულია: 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი; 439 063 ფოტო, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემა. Exhibition hall is located on the ground floor of the Exhibition Pavilion of the National Archives of Georgia, on the mezzanine – mediathek, shop of branded products and Café. One can buy various products created using archival documents. In the same place, together with the exhibitions public lectures, educational projects, presentation of the publications and other activities are held. The modern archives in Georgia were founded on April 23, 1920. The archives have never had space for conducting exhibitions or cultural-educational events. The exhibition gallery was constructed by the initiative of the Minister of Justice to present a wide variety of materials to the public. The National Archives of Georgia, as a LEPL (Legal Entity of Public Law) of the Ministry of Justice of Georgia, was established in 2007. By this time the National Archives preserve: written documents of 5 million files; 439 063 photos, 19 063 audio and 34 904 film documents; 80,000 books and 50,000 periodicals.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენის „პატრიარქი ილია II“ დათვალიერება ამიერიდან ეროვ...
16/06/2026

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენის „პატრიარქი ილია II“ დათვალიერება ამიერიდან ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ონლაინ არის შესაძლებელი.

ექსპოზიცია წარმოაჩენს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი სულიერი, საზოგადოებრივი და ეროვნული მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა „პატრიარქი ილია II“ საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2026 წლის 23 აპრილიდან 27 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2026-1/patriarki-ilia-ii-1

15/06/2026

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მეორე სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ გაიმართა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა შიდა პროფესიულ განვითარებას; მიმდინარე სამუშაოების შეჯამებასა და ანალიზს; გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარებას როგორც საარქივო საქმიანობის, ისე სამეცნიერო კვლევების მიმართულებით; არქივებს შორის მჭიდრო კავშირების სტიმულირებასა და ინსტიტუციური კულტურის გაძლიერებას.

ეროვნული არქივის თანამშრომლებმა თბილისიდან და რეგიონებიდან კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენებები საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, არქივთმცოდნეობისა და რეგიონულ არქივებში დაცული გამორჩეული ფონდებისა და კოლექციების შესახებ.

ღონისძიება არქივების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა და ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს.

კონფერენციის პარალელურად, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა გამოფენა „საქართველოს არქივები“, რომელიც ფართო საზოგადოებას საქართველოს ცენტრალურ და რეგიონულ არქივში დაცულ დოკუმენტურ მემკვიდრეობასა და ისტორიულ ფოტომასალას გააცნობს.

გამოფენა შეტანილია არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მიერ ინიცირებული „არქივების საერთაშორისო კვირეულის“ საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს არქივების მნიშვნელობას მსოფლიო საარქივო სივრცეში.

საქართველოს ეროვნული არქივი, როგორც ICA-ის წევრი უწყება, არქივების საერთაშორისო კვირეულს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში  სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ გაიმართა.კ...
15/06/2026

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ გაიმართა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა შიდა პროფესიულ განვითარებას; მიმდინარე სამუშაოების შეჯამებასა და ანალიზს; გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარებას როგორც საარქივო საქმიანობის, ისე სამეცნიერო კვლევების მიმართულებით; არქივებს შორის მჭიდრო კავშირების სტიმულირებასა და ინსტიტუციური კულტურის გაძლიერებას.

ეროვნული არქივის თანამშრომლებმა თბილისიდან და რეგიონებიდან კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენებები საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, არქივთმცოდნეობისა და რეგიონულ არქივებში დაცული გამორჩეული ფონდებისა და კოლექციების შესახებ.

ღონისძიება არქივების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა და ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს.

კონფერენციის პარალელურად, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა გამოფენა „საქართველოს არქივები“, რომელიც ფართო საზოგადოებას საქართველოს ცენტრალურ და რეგიონულ არქივში დაცულ დოკუმენტურ მემკვიდრეობასა და ისტორიულ ფოტომასალას გააცნობს.

გამოფენა შეტანილია არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მიერ ინიცირებული „არქივების საერთაშორისო კვირეულის“ საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს არქივების მნიშვნელობას მსოფლიო საარქივო სივრცეში.

საქართველოს ეროვნული არქივი, როგორც ICA-ის წევრი უწყება, არქივების საერთაშორისო კვირეულს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.

28/01/2026
ექსპონატი გამოფენიდან „ვახტანგ VI - 350“.ბაგრატიონთა გერბიგერბზე დართულია ბაგრატიონთა მესიანისტური წარმოშობის, ძლიერების...
05/12/2025

ექსპონატი გამოფენიდან „ვახტანგ VI - 350“.

ბაგრატიონთა გერბი

გერბზე დართულია ბაგრატიონთა მესიანისტური წარმოშობის, ძლიერების, სამართლიანობისა და თვითმპყრობელობის გამომხატველი სიმბოლოები, ინსიგნიები და ციტირებები: მაცხოვრის კვართი, ლომები, დავითის ქნარი და შურდული, სფერო, სასწორი, სკიპტრა, ხმალი, მთელი კომპოზიციის თავზე სამეფო გვირგვინით.

კვართის ირგვლივ წარწერა: „კვართი იგი, რომელი იყო უკერველ ზეით გამოქსოვილ ყოვლად“. მთლიანი კომპოზიციის ოთხივე მხარეს წარწერა: „ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხყოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა, დავსვა საყდართა შენთა“.

გამოფენა მიმდინარეობს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40.

საგამოფენო პავილიონი ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 11:00 -დან 19:00 საათამდე.

დათვალიერება თავისუფალია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საქმიანობას და ეროვნულ საარქივო ფონდში დაცულ დოკუმენტებს თბილისის 126...
02/12/2025

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საქმიანობას და ეროვნულ საარქივო ფონდში დაცულ დოკუმენტებს თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში სტუმრებმა მეფე ვახტანგ VI-ის საიუბილეო გამოფენა დაათვალიერეს. ამასთან, შესაძლებლობა მიეცათ, ქართული პერიოდული პრესის - „დროების“, „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ პირველი გამოცემები ეხილათ.

სკოლის მოსწავლეები საარქივო დოკუმენტების რესტავრაციითაც დაინტერესდნენ. მათ ეროვნული არქივის რესტავრატორებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს დოკუმენტების რესტავრაციის მეთოდებისა და პრინციპების შესახებ.

მოსწავლეების სტუმრობა დოკუმენტური ფილმის - „ნაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისა“- ჩვენებით დასრულდა. 2024 წელს ეროვნული არქივის თანამშრომლების მიერ გადაღებული ფილმი (რეჟისორები: ქეთევან ასათიანი და შალვა მიქუტიშვილი) შიო-მღვიმის მონასტრისადმი მეფე დავით IV-ის ანდერძის ისტორიულ მნიშვნელობას შეეხება.

საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების ისტორიულ ღირებულებაზე ინფორმაცია მიაწოდოს.

ექსპონატი გამოფენიდან „ვახტანგ VI - 350“.ვახტანგ მეფისა და მისი თანამეცხედრის - რუსუდან დედოფლის ხელრთვები და ბეჭდები. გ...
01/12/2025

ექსპონატი გამოფენიდან „ვახტანგ VI - 350“.

ვახტანგ მეფისა და მისი თანამეცხედრის - რუსუდან დედოფლის ხელრთვები და ბეჭდები.

გამოფენა მიმდინარეობს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40.

საგამოფენო პავილიონი ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 11:00 -დან 19:00 საათამდე.

დათვალიერება თავისუფალია.

🏛️ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბი...
27/11/2025

🏛️ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა დღეს ბაქსვუდის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს.

📜 გამოფენაზე წარმოდგენილია ქართლის „ჯანიშინის“, მეფისა და დიდი მეცნიერის მოღვაწეობასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა. მათ შორის: მეფის მიერ გაცემული საბუთები, მისი ავტოგრაფული ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები და ვახტანგ VI-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

საგამოფენო სივრცე ღიაა ყოველდღე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე.

🆓 გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.

📍 მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40

ექსპონატი გამოფენიდან „ვახტანგ VI - 350“.წარწერა თბილისის სიონის ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე მიწისძვრით დაზიანებული ტაძრის 1...
21/11/2025

ექსპონატი გამოფენიდან „ვახტანგ VI - 350“.

წარწერა თბილისის სიონის ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე მიწისძვრით დაზიანებული ტაძრის 1710 წელს ვახტანგ VI-ის მიერ აღდგენის შესახებ:
"მადიდებელი სამებისა, დავითიანი, ძმისწული სახელოვანისა მეფისა გიორგისა, და ძე დიდად პატიოსნისა ლევანისა, განმგებელი ქართლისა, ბატონიშვილი ვახტანგ, განმაახლებელი გუმბათით ლორფინ–საცვრით მონასტრისა ამის, სულისა მეფის ბიძის და მამისათა, დედისათვის და სულთა ჩემთა და მეუღლისა, ძისა და ასულთა აღსაზრდელად".

ქრისტეს აქეთ ჩღი, ქორინიკონსა ტჟჱ.

გამოფენა მიმდინარეობს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40.

საგამოფენო პავილიონი ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 11:00 -დან 19:00 საათამდე.

დათვალიერება თავისუფალია.

ექსპონატი გამოფენიდან „ვახტანგ VI - 350“.ვახტანგ VI-ის სტამბაში გამოცემულ წიგნებში გამოყენებული შემკულობები . ტფილისი, 1...
19/11/2025

ექსპონატი გამოფენიდან „ვახტანგ VI - 350“.

ვახტანგ VI-ის სტამბაში გამოცემულ წიგნებში
გამოყენებული შემკულობები .

ტფილისი, 1709-1717.

გამოფენა მიმდინარეობს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40.

საგამოფენო პავილიონი ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 11:00 -დან 19:00 საათამდე.

დათვალიერება თავისუფალია.

Address

ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის გამზ. #40; 1, Vazha-Pshavela Avenue/40, Pekini Ave
Tbilisi
0160

Opening Hours

Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00
Saturday 11:00 - 19:00
Sunday 07:00 - 19:00

Telephone

0322 2105916

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი:

Shortcuts

Share

Category