კუბი კონტექსტში - Cube In Context

კუბი კონტექსტში - Cube In Context თანამედროვე ხელოვნების სივრცე
(1)

კუბის ამბავი 1982 წელს, მზიურში აშენებული საბაგირო გზიდან იწყება, რომელმაც წლების განმავლობაში თავისი მისია კარგად შეასრულა.

თუმცა, პროექტის გაჩერებამ ის ქალაქის მორიგ, მიტოვებულ, უფუნქციო შენობად გადააქცია.

გადავწყვიტეთ კუბის თავდაპირველ, დამაკავშირებელ ფუნქციას ახალი დატვირთვა შევძინოთ, გადავაქციოთ ისეთ თანამედროვე, სივრცედ, სადაც ადამიანებს და ხელოვნებას სრულიად ახლებური ფორმით დააკავშირდე

ბს ერთმანეთთან და შემოქმედებითი განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

პროექტის მიზანი:
• მზიურის საბაგირო შენობის არქიტექტურული ფორმის შენარჩუნება და ფუნქციურად დატვირთვა;

• თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირება და სხვადახვა სოციალურ ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვა;

• საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა;

• თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებისა და მკვლევარებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა;

ჩვენი ხედვა
ჩვენ გვინდა ვცხოვრობდეთ შემოქმედებითად განვითარებულ ქვეყანაში, სადაც რიგით ადამიანებს აქვთ ინტერესი ჩაერთონ კულტურულ ცხოვრებაში. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ეძლევათ თვითრეალიზებისა და განვითარების შესაძლებლობები.

გვჯერა, რომ სამოქალაქო სექტორის და სახელწიფო ინსტიტუციების თანამშრომლობას, საერთო იდეის და მიზნის ირგვლივ, შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა.

ჩვენი მისია
ურბანულ სივრცეში შექმნილი მულტიმედიური პლატფორმის მეშვეობით, ფიზიკური და ციფრული რეალობის ერთმანეთთან დაკავშირება.

თითოეული მოქალაქის ჩართულობით, სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუციებთან თანამშრომლობით, კერძო სექტორის მხარდაჭერით შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება და კულტურის, როგორც უნივერსალური საკომუნიკაციო შესაძლებლობის განვითარება.

🎬 თანამედროვე ქართული ფილმი “ღიმილიანი საქართველო” ჭიათურის სოფლის მაცხოვრებელთა აბსურდულ ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც წ...
08/07/2026

🎬 თანამედროვე ქართული ფილმი “ღიმილიანი საქართველო” ჭიათურის სოფლის მაცხოვრებელთა აბსურდულ ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც წინასაარჩევნოდ, სტომატოლოგიური დახმარების დაპირების “მსხვერპლად” იქცნენ, რადგან პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, სამედიცინო პროცესი გაჩერდა და ბევრი მათგანი, დღემდე ამოღებული კბილებით ცხოვრობს...

🎤 ღონისძიების სტუმარია რეჟისორი, ლუკა ბერაძე, რომელიც პირადადაც გაგვიზიარებს ამ ფილმის შექმნის პროცესისა და ირგვლივ განვითარებულ ამბავს.

⏱️ ქრონომეტრაჟი: 62 წთ.
🗣️ ენა: ქართული, ინგლისური სუბტიტრით

🤝 სეანსზი დაიგეგმა ორგანოზაცია “კინოკლუბი” Creative Europe – MEDIA პროგრამის მიერ, პროექტის „The Film Corner Clubs 2026–2028“ ფარგლებში.

ირა სილანტევას გამოფენა “თევზი” კუბში 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სამუშაო საათები: 17:00-20:00ნამუშევრები სხვადასხვა...
06/07/2026

ირა სილანტევას გამოფენა “თევზი” კუბში 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
სამუშაო საათები: 17:00-20:00

ნამუშევრები სხვადასხვა დროსაა შექმნილი და ირას პირად თუ შემოქმედებით გზას ასახავს. ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, თვალი მიადევნოს სხვადასხვა ეტაპს, გამოწვევებსა და შრეებს ავტორის შემოქმედებაში, რომლებიც განსაკუთრებულს ხდის მას.

ირა სილანტევა, დაიბადა 1989 წლის 27 დეკემბერს, ჯერ ისევ საბჭოთა კავშირში. ირას განათლება მოიცავს პოლიტიკურ მეცნიერებებს, ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიას. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სოციალურ მუშაკად ქვიარ თემში, შემდეგ კი, დაინტერესდა და სწავლა განაგრძო ადიქციების კვლევების მიმართულებით.

🐟2021 წლის 8 მარტს პირველად დახატა.

2025 წლის ივლისში გაუკეთდა გაუმსკდარი ანევრიზმის ოპერაცია. გართულების შემდგომ კი, გადაიტანა ინსულტი. ამჟამად ყოველდღიურობა დაფუძნებულია რეაბილიტაციაზე.

✨,,თევზი” ირას პირველი პერსონალური გამოფენაა. გამოფენილი ნამუშევრების ნაწილი გაიყიდება, ხოლო გაყიდვებიდან შემოსული თანხა მოხმარდება ავტორის რეაბილიტაციის ხარჯებს.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!”

კუბში ირა სილანტევას გამოფენა-გაყიდვისთვის ვემზადებით.4 ივლისს, 20:00 საათზე.ნამუშევრები სხვადასხვა დროსაა შექმნილი და ი...
29/06/2026

კუბში ირა სილანტევას გამოფენა-გაყიდვისთვის ვემზადებით.
4 ივლისს, 20:00 საათზე.

ნამუშევრები სხვადასხვა დროსაა შექმნილი და ირას პირად თუ შემოქმედებით გზას ასახავს. ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, თვალი მიადევნოს სხვადასხვა ეტაპს, გამოწვევებსა და შრეებს ავტორის შემოქმედებაში, რომლებიც განსაკუთრებულს ხდის მას.

ირა სილანტევა, დაიბადა 1989 წლის 27 დეკემბერს, ჯერ ისევ საბჭოთა კავშირში. ირას განათლება მოიცავს პოლიტიკურ მეცნიერებებს, ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიას. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სოციალურ მუშაკად ქვიარ თემში, შემდეგ კი, დაინტერესდა და სწავლა განაგრძო ადიქციების კვლევების მიმართულებით.

🐟2021 წლის 8 მარტს პირველად დახატა.

2025 წლის ივლისში გაუკეთდა გაუმსკდარი ანევრიზმის ოპერაცია. გართულების შემდგომ კი, გადაიტანა ინსულტი. ამჟამად ყოველდღიურობა დაფუძნებულია რეაბილიტაციაზე.

✨,,თევზი” ირას პირველი პერსონალური გამოფენაა. გამოფენილი ნამუშევრების ნაწილი გაიყიდება, ხოლო გაყიდვებიდან შემოსული თანხა მოხმარდება ავტორის რეაბილიტაციის ხარჯებს.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!"

მზიურის პარკში მდებარე “კუბი კონტექსტში” საბჭოთა საბაგირო შენობის რეკონსტრუქციის შედეგად შექმნილი სოციალური საწარმოა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ხელოვნების გალერეას, მედიათეკას, არაფორმალური განათლების პლატფორმას, ყავის წერტილს და საჩუქრების მაღაზიას, საერთო სამუშაო ადგილთან ერთად.

ჩვენი სოციალური საწარმო მხოლოდ თვითდაფინანსებით მუშაობს. შემოსავლის თითოეული თეთრი კი საზოგადოებრივ-კულტურულ პროექტებს, ქველმოქმედებას და სივრცის შემოქმედებითად განვითარებას ხმარდება.

ფეხით ჭავჭავაძიდან ჩამოხვალთ, სკეიტპარკამდე.
მანქანით პარკამდე მოხვალთ ორი გზით:
ნინო რამიშვილის 31 (პოლიციასთან)
ჭაბუა ამირეჯიბის 6 (რაგბის ფედერაციასთან).
კუბში შევხვდებით!
#კუბი #გამოფენა #თანამედროვეხელოვნება
#მზიურისპარკი

კუბში გამოფენა-გაყიდვისთვის ვემზადებით, რომელიც თვითნასწავლი მხატვრის, ირა სილანტევას შემოქმედებას ავტორისავე ჯანმრთელობ...
28/06/2026

კუბში გამოფენა-გაყიდვისთვის ვემზადებით, რომელიც თვითნასწავლი მხატვრის, ირა სილანტევას შემოქმედებას ავტორისავე ჯანმრთელობის მდგომარეოის გასაუმჯობესებლად წარუდგენს საზოგადოებას.

ირა სილანტევა, დაიბადა 1989 წლის 27 დეკემბერს, ჯერ ისევ საბჭოთა კავშირში. ირას განათლება მოიცავს პოლიტიკურ მეცნიერებებს, ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიას. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სოციალურ მუშაკად ქვიარ თემში, შემდეგ კი, დაინტერესდა და სწავლა განაგრძო ადიქციების კვლევების მიმართულებით.

🐟2021 წლის 8 მარტს პირველად დახატა.

2025 წლის ივლისში გაუკეთდა გაუმსკდარი ანევრიზმის ოპერაცია. გართულების შემდგომ კი, გადაიტანა ინსულტი. ამჟამად ყოველდღიურობა დაფუძნებულია რეაბილიტაციაზე.

✨,,თევზი” ირას პირველი პერსონალური გამოფენაა. გამოფენილი ნამუშევრების ნაწილი გაიყიდება, ხოლო გაყიდვებიდან შემოსული თანხა მოხმარდება ავტორის რეაბილიტაციის ხარჯებს.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!”

✨ საკუთარი კინოჩვენების მოწყობის ვორქშოფი — კუბშიბილეთი >> https://tkt.ge/event/503575/rogor-movatsyot-sakutari-kinochve...
12/06/2026

✨ საკუთარი კინოჩვენების მოწყობის ვორქშოფი — კუბში

ბილეთი >> https://tkt.ge/event/503575/rogor-movatsyot-sakutari-kinochveneba-vorqshofi-kubshi

გიყვარს კინო? გინდა, ზაფხულის რიგითი საღამოები დაუვიწყარ გამოცდილებად გადააქციო?

ერთხელ მაინც თუ გიფიქრია საკუთარი კინოჩვენების მოწყობაზე და გსურს იცოდე, საიდან დაიწყო - ეს ვორქშოფი შენთვისაა!

შენ შეგიძლია ოჯახის წევრები, ბავშვები, მეგობრები, მეზობლები, სანათესაო - დიდი ეკრანის წინ შეკრიბო და ბუნებაში, ეზოში, აგარაკზე, თუ ტერასაზე, კინოსეანსისთვის სანსაკუთრებული გარემო შექმნა.

ვორქშოფი შექმნილია როგორც კინოს მოყვარულებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც უბრალოდ, სურს:

- მეგობრებთან ერთად, კინო საღამოების მოწყობა;

- აგარაკზე ან ბუნებაში კინოჩვენებების დაგეგმვა;

- ბავშვებისთვის ჯადოსნური, ეკრანის წინ, დროის დაორგანიზება;

- ღია ცის ქვეშ, განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნა;

- საყვარელი ფილმების ირგვლივ ადამიანების გაერთიანება.

✨ ვორქშოფზე გაიგებთ:

- როგორ შეარჩიოთ იდეალური ლოკაცია;

- როგორ გადააქციოთ ნებისმიერი სივრცე “კინოდარბაზად”;

- როგორ მოიძიოთ ან შეარჩიოთ ტექნიკა — მარტივად და ხელმისაწვდომად;

- როგორ მოაწყოთ გარემო მაყურებლისთვის კომფორტულად და ესთეტიკურად;

- როგორ შეარჩიოთ ფილმები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების აუდიტორიისთვის;

- რა ფილმები სჯობს აჩვენოთ ბავშვებს;

- როგორ წარმართოთ საინტერესო დისკუსია ჩვენების შემდეგ;

- როგორ მოიწვიოთ ხალხი და შეინარჩუნოთ მაყურებელი;

- როგორ მოაცილოთ ბავშვები და უფროსებიც გაჯეტებს;

- როგორ აქციოთ რიგითი საღამოები ნამდვილ თავგადასავლებად

ეს არის შეხვედრა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ კინოს შეუძლია:

✨ ადამიანების დაახლოება;

✨ მოგონებების შექმნა;

✨ ბავშვებისთვის ეკრანის შთამაგონებელი გამოცდილებით ჩანაცვლება; ✨ ბუნებაში ერთად ყოფნის კულტურის გაძლიერება;

ვორქშოფი განკუთვნილია:

— კინოს მოყვარულებისთვის

— მშობლებისთვის

— მასწავლებლებისთვის

— ახალგაზრდებისთვის

— მეგობრების ჯგუფებისთვის

— მათთვის, ვინც ზაფხულს ქალაქგარეთ გეგმავს

— და ყველასთვის, ვისაც უნდა საკუთარი პატარა კინოჩვენებების შექმნა

ადგილი: Cube in Context

გარემო: მზიურის პარკი

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია: 16+ წელი

ხანგრძლივობა: 3 საათი; ყავის შესვენებით
ბილეთი >> https://tkt.ge/event/503575/rogor-movatsyot-sakutari-kinochveneba-vorqshofi-kubshi

როგორ მოვაწყოთ საკუთარი კინოჩვენება - ვორქშოფი კუბში✨ საკუთარი კინოჩვენების მოწყობის ვორქშოფი — კუბშიბილეთი >>https://tk...
09/06/2026

როგორ მოვაწყოთ საკუთარი კინოჩვენება - ვორქშოფი კუბში
✨ საკუთარი კინოჩვენების მოწყობის ვორქშოფი — კუბში

ბილეთი >>
https://tkt.ge/event/503575/rogor-movatsyot-sakutari-kinochveneba-vorqshofi-kubshi

გიყვარს კინო? გინდა, ზაფხულის რიგითი საღამოები დაუვიწყარ გამოცდილებად გადააქციო?

ერთხელ მაინც თუ გიფიქრია საკუთარი კინოჩვენების მოწყობაზე და გსურს იცოდე, საიდან დაიწყო - ეს ვორქშოფი შენთვისაა!

შენ შეგიძლია ოჯახის წევრები, ბავშვები, მეგობრები, მეზობლები, სანათესაო - დიდი ეკრანის წინ შეკრიბო და ბუნებაში, ეზოში, აგარაკზე, თუ ტერასაზე, კინოსეანსისთვის სანსაკუთრებული გარემო შექმნა.

ბილეთი >>
https://tkt.ge/event/503575/rogor-movatsyot-sakutari-kinochveneba-vorqshofi-kubshi

ვორქშოფი შექმნილია როგორც კინოს მოყვარულებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც უბრალოდ, სურს:

- მეგობრებთან ერთად, კინო საღამოების მოწყობა;

- აგარაკზე ან ბუნებაში კინოჩვენებების დაგეგმვა;

- ბავშვებისთვის ჯადოსნური, ეკრანის წინ, დროის დაორგანიზება;

- ღია ცის ქვეშ, განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნა;

- საყვარელი ფილმების ირგვლივ ადამიანების გაერთიანება.

✨ ვორქშოფზე გაიგებთ:

- როგორ შეარჩიოთ იდეალური ლოკაცია;

- როგორ გადააქციოთ ნებისმიერი სივრცე “კინოდარბაზად”;

- როგორ მოიძიოთ ან შეარჩიოთ ტექნიკა — მარტივად და ხელმისაწვდომად;

- როგორ მოაწყოთ გარემო მაყურებლისთვის კომფორტულად და ესთეტიკურად;

- როგორ შეარჩიოთ ფილმები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების აუდიტორიისთვის;

- რა ფილმები სჯობს აჩვენოთ ბავშვებს;

- როგორ წარმართოთ საინტერესო დისკუსია ჩვენების შემდეგ;

- როგორ მოიწვიოთ ხალხი და შეინარჩუნოთ მაყურებელი;

- როგორ მოაცილოთ ბავშვები და უფროსებიც გაჯეტებს;

- როგორ აქციოთ რიგითი საღამოები ნამდვილ თავგადასავლებად

ეს არის შეხვედრა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ კინოს შეუძლია:

✨ ადამიანების დაახლოება;

✨ მოგონებების შექმნა;

✨ ბავშვებისთვის ეკრანის შთამაგონებელი გამოცდილებით ჩანაცვლება; ✨ ბუნებაში ერთად ყოფნის კულტურის გაძლიერება;

ვორქშოფი განკუთვნილია:

— კინოს მოყვარულებისთვის

— მშობლებისთვის

— მასწავლებლებისთვის

— ახალგაზრდებისთვის

— მეგობრების ჯგუფებისთვის

— მათთვის, ვინც ზაფხულს ქალაქგარეთ გეგმავს

— და ყველასთვის, ვისაც უნდა საკუთარი პატარა კინოჩვენებების შექმნა

ადგილი: Cube in Context

გარემო: მზიურის პარკი

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია: 16+ წელი

ხანგრძლივობა: 3 საათი; ყავის შესვენებით
ბილეთი >>
https://tkt.ge/event/503575/rogor-movatsyot-sakutari-kinochveneba-vorqshofi-kubshi

🎬ონლაინ  კინოკლუბი მოზარდებისთვის, რომლებიც ინტერესდებიან კინოთი, თანამედროვე კულტურით, ახალი ადამიანების გაცნობითა და ს...
04/06/2026

🎬ონლაინ კინოკლუბი მოზარდებისთვის, რომლებიც ინტერესდებიან კინოთი, თანამედროვე კულტურით, ახალი ადამიანების გაცნობითა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვით.
კლუბის წევრები ერთად უყურებენ სპეციალურად შერჩეულ ფილმებს, მსჯელობენ აქტუალურ თემებზე, ეცნობიან ფილმების ანალიზის პრაქტიკულ ფორმებს, გეგმავენ საკუთარ სეანსებს და კინოჩვენებებს იყენებენ როგორც კომუნიკაციის, შემოქმედებისა და თვითგამოხატვის ინსტრუმენტს.
დარეგისტრირდით >> https://forms.gle/teHEZ4n6GYX1duXn6

🎬 კლუბს გაუძღვება ანუკა ლომიძე — კინომცოდნე ჟურნალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, თანამედროვე ხელოვნების სივრცის, “კუბი კონტექსტში”, თანადამფუძნებელი. 22-წლიანი გამოცდილებით, თვითორგანიზებული კინოკლუბების, შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროექტებისა და მოზარდებთან მუშაობის მიმართულებით.

🌞 30–31 მაისს, მზიურის პარკში, ბავშვებსა და უფროსებს ორდღიანი დღესასწაული გელით! 🎉👨‍👩‍👧‍👦🌿პროგრამა⬇️✨ ეს ორდღიანი ზეიმი ...
27/05/2026

🌞 30–31 მაისს, მზიურის პარკში, ბავშვებსა და უფროსებს ორდღიანი დღესასწაული გელით! 🎉👨‍👩‍👧‍👦🌿პროგრამა⬇️

✨ ეს ორდღიანი ზეიმი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, რამდენად მნიშვნელოვანია:

🧒📖 ბავშვების უფლებების გააზრება და დაცვა;
🤝💛 ყველა ბავშვისთვის თანასწორი და უსაფრთხო გარემოს შექმნა;
👨‍👩‍👧‍👦🌱 მშობლების მხარდაჭერა და ინფორმირება.

🎨🎭🎶 შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით უფროსებს პრაქტიკულ ცოდნასა და მხარდაჭერას შევთავაზებთ, ბავშვებს კი — დაუვიწყარ დღესასწაულს ✨

📅 აარჩიეთ თქვენთვის საინტერესო აქტივობა ქვემოთ მოცემული განრიგიდან და გაატარეთ დაუვიწყარი უქმეები ბავშვებთან ერთად 🌳🎈
მწვანე, შემოქმედებით და შემეცნებით სავსე გარემოში 💚

🆓 დასწრება / მონაწილეობა თავისუფალია.პროგრამა⬇️

✨ ერთად შევქმნათ სივრცე, სადაც თითოეული ბავშვი დაცულად, მოსმენილად და ბედნიერად იგრძნობს თავს.

💛„ბავშვთა დაცვის დღის ზეიმი“ იმართება ერთობლივი ინიციატივით: თანამედროვე ხელოვნების სივრცის “კუბი კონტექსტში”, “World Vision საქართველოს”, სოციალური პლატფორმა “სინათლის მანდალასა” და საქველმოქმედო ფონდ “ალუბალას” კოლაბორაციით.

💛მეგობრები და მხარდამჭერები: @ნიკორა @ბიბლუსი @ლოკომოკო @მინიკუბი @კეთილიდაპატიოსანი @პილთონი @ლიბრუმი @წითელიჯვარი @ოქტოპუსი @ბუნებარე @სოფიიოგა @თვითონ @თვითი @ცეში @ცოდნისლაბორატორია @კაიკონა @მირაბალდები @ლილაკი @კოკიტო @ორთოლაინი @სანდომი

⬇️პროგრამა⬇️

🌞 31 მაისი, კვირა

⏰ დრო: კვირა, 11:00
🧘 ღონისძიება: იოგა ბავშვებისა და დედებისთვის
👤 ვინ ატარებს: სოფია იოგა
📍 სად ტარდება: მოლი, კუბის უკან
⌛ ხანგრძლივობა: 1 საათი (+15 წუთი)
🧒 ასაკობრივი დაშვება: 3+
📝 სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/NJXhkZXrB1S4BxEX6

⏰ დრო: კვირა, 12:00
🎤 ღონისძიება: გამოფენა “როდესაც ადამიანი მიღიმის”
👤 ექსპოზიციის ავტორები არიან ბავშვები
📍 სად ტარდება: თანამედროვე ხელოვნების გალერეა “კუბი კონტექსტში

⏰ დრო: 13:00–14:30
🧠 ღონისძიება: კვირა, ბავშვთა უფლებების დაცვის შემეცნებითი ლექცია და სამაგიდო თამაში
👤 ვინ ატარებს: World Vision — ნინო დანელია
📍 სად ტარდება: გალერეა
⌛ ხანგრძლივობა: 1 საათი 30 წუთი (+15 წუთი)
🧒 ასაკობრივი დაშვება: 13+

⏰ დრო: კვირა, 15:00–18:00
💧 ღონისძიება: ებრუ - სანთლების ანთება და წყალზე ხატვა
👤 ვინ ატარებს: „ცეში”
📍 სად ტარდება: კუბის ტერასა
⌛ ხანგრძლივობა: 3 საათი
🧒 ასაკობრივი დაშვება: 3+

⏰ დრო: კვირა, 16:00
🎤 ღონისძიება: საბავშვო ფლი მარკეტი
👤 მონაწილეები: ბავშვები და საბავშვო პროდუქტის შემქმნელი მეწარმეები, კომპანიები.
📍 სად ტარდება: თანამედროვე ხელოვნების გალერეა “კუბი კონტექსტში

⏰ დრო:კვირა, 16:00–19:00
🌿 ღონისძიება: „ტყის ბაღი“ — ბუნებაში თამაში
👤 ვინ ატარებს: ბუნებარე
📍 სად ტარდება: მოლი, კუბის უკან
⌛ ხანგრძლივობა: 3 საათი
🧒 ასაკობრივი დაშვება: 3+

⏰ დრო: კვირა, 16:00–18:00
🔬 ღონისძიება: სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები ბავშვებისთვის
👤 ვინ ატარებს: ცოდნის ლაბორატორია
📍 სად ტარდება: სამკუთხედი
⌛ ხანგრძლივობა: 1 საათი
🧒 ასაკობრივი დაშვება:5+
📝 სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/xpTZYXiEbg5PQur68

⏰ დრო: კვირა, 16:00–18:00
🏃 ღონისძიება: მხიარული სტარტები
👤 ვინ ატარებს: ოქტაბუსი
📍 სად ტარდება: სტადიონი
⌛ ხანგრძლივობა: 2 საათი
🧒 ასაკობრივი დაშვება: 5+

⏰ დრო: კვირა, 16:30
📖 ღონისძიება: კომიქსის საჯარო კითხვა
👤 ვინ ატარებს: ნინი მირაბალდი
📍 სად ტარდება: ღია ცის ქვეშ, მაგიდებთან
⌛ ხანგრძლივობა: 1 საათი
🧒 ასაკობრივი დაშვება: 8+
📝 სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/pEYAtmWkPwB8Uqhg7

⏰ დრო: კვირა, 16:30
🎭 ღონისძიება: თოჯინების თეატრი
👤 რეჟისორი: ზურა მელიქიძე
📍 სად ტარდება: კუბის ტერასა
⌛ ხანგრძლივობა: 30 წთ
🧒 ასაკობრივი დაშვება: 3+

⏰ დრო: კვირა,17:00–18:00
🎬 ღონისძიება: შემეცნებითი ლექცია ანიმაციების მნიშვნელობაზე
👤 ვინ ატარებს: World Vision — მარიამ ხვადაგიანი
📍 სად ტარდება: გალერეა
⌛ ხანგრძლივობა: 1 საათი
🧒 ასაკობრივი დაშვება: 18+
📝 სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/riMsfVTfV4dnkiS79

⏰ დრო: კვირა, 17:00
🎶 ღონისძიება: საბავშვო მუსიკის კონცერტი
⌛ ხანგრძლივობა: 2 საათი

🎶 ღონისძიება: მცენარეების გადარგვის ვორქშოფი
👤 ვინ ატარებს: World Vision — მწვანე აქტივობა
📍 სად ტარდება: სამკუთხედი
⌛ ხანგრძლივობა: —
🧒 ასაკობრივი დაშვება: 3+

🌞 30 მაისი, შაბათი
⏰ დრო: შაბათი, 16:00–17:00
🎤 ღონისძიება: მშობლებისთვის შემეცნებითი ლექცია ბავშვთა უფლებების დაცვაზე
👤 ვინ ატარებს: World Vision — ნინო დანელია
📍 სად ტარდება: გალერეა
⌛ ხანგრძლივობა: 1 საათი
🧒 ასაკობრივი დაშვება: 18+
📝 სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/fexAToQ6sLarcG4n9

⏰ დრო: შაბათი, 16:00–18:00
🎨 ღონისძიება: სენსორული აქტივობები, ბალანსისა და მოძრაობის სავარჯიშოები, შემეცნებითი თამაში
👤 ვინ ატარებს: კომპანია „თვითონ“
📍 სად ტარდება: კუბის გარე სივრცე / მოლი
⌛ ხანგრძლივობა: 2 საათი
🧒 ასაკობრივი დაშვება: 2+

⏰ დრო: შაბათი, 17:00–18:00
⛑️ ღონისძიება: პირველადი დახმარების ექსპრეს-ვორქშოფი
👤 ვინ ატარებს: წითელი ჯვარი
📍 სად ტარდება: გალერეა
⌛ ხანგრძლივობა: 1 საათი
🧒 ასაკობრივი დაშვება: 18+

⏰ დრო: შაბათი, 17:00–18:00
📚 ღონისძიება: წიგნის კითხვა — „ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო“
👤 ვინ ატარებს: ნინო მარგველაშვილი
📍 სად ტარდება: მედიათეკა
⌛ ხანგრძლივობა: 1 საათი
🧒 ასაკობრივი დაშვება: 3+
📝 სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/F1tJpSkUQJ1hmDAA7

„ბავშვთა დაცვის დღის ზეიმი“ იმართება ერთობლივი ინიციატივით: თანამედროვე ხელოვნების სივრცის “კუბი კონტექსტში”, “World Vision საქართველოს”, სოციალური პლატფორმა “სინათლის მანდალასა” და საქველმოქმედო ფონდ “ალუბალას” კოლაბორაციით.

დასწრება თავისუფალია!

ფეხით - ჭავჭავაძიდან ჩამოხვალთ, სკეიტპარკამდე.
მანქანით - პარკამდე მოხვალთ ორი გზით:
ნინო რამიშვილის 31 (პოლიციასთან)
ჭაბუა ამირეჯიბის 6 (რაგბის ფედერაციასთან).
#1ივნისი #ბავშვთადაცვისდღე #ბავშვები #კუბიკონტექსტში #გალერეა #მედიათეკა #მზიურისპარკი #სინათლისმანდალა #ვორლდვიჟენსაქართველო #ალუბალა

ბავშვებისთვის, ერთად დგომის მარათონი გრძელდება 🎈✊⏺️🎈 ვაგროვებთ თანხას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭი...
22/05/2026

ბავშვებისთვის, ერთად დგომის მარათონი გრძელდება 🎈✊⏺️
🎈 ვაგროვებთ თანხას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის

✔️თბს:

✔️ბოგ:


✔️ქისა:
https://www.kisa.ge/donate/qxd713owjd

მიმღები: დავით მშვენიერაძე

paypal.me/daicaviiliauni

🎈 ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს წამალი! იყოს დაცული, ჯანმრთელი, და ბედნიერი!

🎈მადლობა ილიაუნის სტუდენტებს მარათონისთვის, მადლობა თითოეულ ადამიანს გაერთიანებისთვის! 🎈

სუნი, როგორც უხილავი მაგრამ ძლიერი მედიუმი, ამძაფრებს ტოქსიკურობისგანცდას და ხდის ხილულს იმ უხილავ ზეწოლებს, რომლებიც თა...
07/05/2026

სუნი, როგორც უხილავი მაგრამ ძლიერი მედიუმი, ამძაფრებს ტოქსიკურობის
განცდას და ხდის ხილულს იმ უხილავ ზეწოლებს, რომლებიც თანამედროვე
რეალობას განსაზღვრავს.
ეს ორმაგი გამოცდილება გარდაქმნის პასიურ დაკვირვებას განსახიერებულ, ინტიმურ
პროცესად, სადაც მეხსიერება, ინსტინქტი და ემოციური რეაქცია ერთიანდება.
Inhale / Exhale ავითარებს არტისტის ფერწერულ პრაქტიკას მულტისენსორულ
ინსტალაციად, სადაც სურნელი იქცევა მნიშვნელოვან კონცეპტუალურ შრედ.

თითოეულ ტილოს ახლავს მცირე ზომის მყარი ობიექტი, რომელიც ატარებს
კონკრეტულ სურნელს და ქმნის ერთიანობას გამოსახულებასთან. ეს ობიექტები არ
არის საილუსტრაციო — ისინი ატმოსფერული გაგრძელებაა, რომელიც მხატვრულ
გამოსახულებას ფიზიკურ სივრცეში გადმოაქვს და მაყურებლის სხეულს რთავს
აღქმაში.

ნამუშევრები ახლებურად ინტერპრეტირებს ძალაუფლების სიმბოლოებს — იარაღს,
სათვალთვალო სისტემებს, ნაღმს (mines) — და გამოხატავს მათ მშვიდ,
კონტროლირებულ კომპოზიციებში. ეს არ არის პირდაპირი მოქმედების სცენები,
არამედ დაძაბული, შეჩერებული მომენტები, სადაც კონტროლი ერთდროულად
აშკარა და დაფარულია. ისინი ასახავს გარემოს, სადაც ძალადობა შეიძლება იყოს
როგორც ხილული, ისე დამალული.
თითოეული ნახატის სურნელოვან ობიექტთან გაერთიანებით, გამოფენა ქმნის
გარემოს თანმიმდევრობას, რომლის შეგრძნებაც ისევე შესაძლებელია, როგორც
დანახვა — რაც ქმნის სივრცეს, რომელიც მიანიშნებს იდეოლოგიურ
ტოქსიკურობაზე, წინააღმდეგობასა და გამძლეობაზე.

გამოფენის ავტორი: თინათინ წურქავა
ფოტოები: სალომე კუცია

Address

Chavchavadze
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 11:00 - 20:00
Tuesday 11:00 - 20:00
Wednesday 11:00 - 20:00
Thursday 11:00 - 20:00
Friday 11:00 - 20:00
Saturday 11:00 - 20:00
Sunday 11:00 - 20:00

Telephone

+995593219621

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კუბი კონტექსტში - Cube In Context posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to კუბი კონტექსტში - Cube In Context:

Shortcuts

Share

Category