სმირნოვების მუზეუმი/Smirnov Museum

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სმირნოვების მუზეუმი/Smirnov Museum
Call Directions Website Contact the museum

სმირნოვების მუზეუმი/Smirnov Museum სმირნოვების მუზეუმი

საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი განთქმულია ღირსშესანიშნაობებით და მუზეუმებით. შეიძლება ითქვას, რომ ,,სმირნოვების მუზეუმი'' ერთადერთია თბილისის მუზეუმებს შორის სადაც ასე მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი გასული, XVIII-XIX საუკუნეების, ევროპის (გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური, ქართული) მხატვრული კულტურის ნიმუშები. სახლი, სადაც სმირნოვების სამმა თაობამ იცხოვრა, (ამჟამინელი გ.ტაბიძის N 20) სომეხი ვაჭრისა და მეცენტის, იაგორ თამამშევის დაკვეთით, გერმანელი არქიტექტორის ოტო სიმონსონის პროექტით, 1859 წელს იქნა აგებული. იაგორ თამამშევმა, სახლი, თბილისში, მთავარმართებლის მოადგილედ სამუშაოდ გამოგზავნილ და მის შვილიშვილ- ლიზა (ელისაბედ) თამამშევაზე დაქორწნებულ მიხეილ ნიკოლოზის ძესმირნოვს გადასცა მზითვში. მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობისთვის განკუთვნილ მუზეუმისთვის მცირე, ოთხოთახიან სივრცეში გვერდიგვერდაა განთავსებული ქართული ისტორიული მემკვიდრეობისა და მსოფლიოს მხატვრულ-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. იშვიათია კოლექცია, სადაც ერთადაა თავმოყრილი ესოდენ განსხვავებული ხასიათის, მასალისა და დანიშნულების ექსპონატები.
„სმირნოვების მუზეუმი“, ძველი თბილისის სოლოლაკის უბანში, სმირნოვების სახელით ცნობილ შენობაშია განთავსებული. XIX- XX საუკუნეებში, სახლი, მის ბინადრებთან ერთად, ცნობილ ევროპელ, ქართველ და რუს საზოგადო მოღვაწეებს მასპინძლობდა, რომელთა შორისაც იყვნენ: ი.ჭავჭავაძე, დ. სარაჯიშვილი, პ.ჩაიკოვსკი, ი.აივაზოვსკი, ი,ნიკოლაძე, პ.მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე და სხვები.
სახლში ინახება XVIII-XIX სს. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკებები. ფ-ქ. ვინტერჰარტერის, ი. ზანკოვსკის, ა.რემის, ფ. ბაიკოვის, ი. პაევსკის, ა. აკოფიანის, ა. ნეიმანის, პ.-დ. მიტრეიერის, ფ.კრიუგერის, თ. ჰორშელდტის, უ. ჰოგარტის და სხვათა ნამუშევრები. ფაიფურის მწარმოებელი ცნობილი ქარხნების მიერ დამზადებული ჭურჭლის ნიმუშები (ძმებ კორნილოვების, კუზნეცოვის, ლიმოჟის, გარნერის და სხვა.) უძვირფასესი ავეჯი : გამბსი, ბაუერი. მართლმადიდებლური ხატების შესანიშნავი კოლექცია.
მუზეუმის კოლექცია აღსანიშნია იშვიათი და უნიკალური გამოცემებით. ექსპოზიციაში შეხვდებით ძველ გამოცემებს ფრანგულ, იტალიურ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ილია ჭავჭავაძის ბარათებს, მიწერილს კოლა ერისთავისადმი, რომელიც იაგორ თამაშევის მეორე შვილიშვილზე, ეკატერინეზე გახლდათ დაქორწინებული. პიანინოს, რომელზეც, თბილისში სმირნოვების ოჯახში ვიზიტისას, უკრავდა პეტრე ჩაიკოვსკი და რუბინშტეინი. ძველი და ახალი აღთქმების გამოცემებს და ა.შ.
მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს XIX საუკუნის პეტერბურგის, ალ.პუშკინის ეპოქის ცნობილი ქალბატონის, ალ. პუშკინის, ნ. გოგოლის, მ. ლერმონიტოვის მეგობრისა და მათი არაერთი ლექსის მუზის, (იმპერატორ ნიკოლოზ I -ის კარის, ალექსანდრა ფიოდოროვნას ფრეელინას), ალექსანდრა სმირნოვა-როსსეტის სალონის ნივთები. ეს ნივთები, მისმა შვილმა, მიხეილ ნიკოლოზს ძე სმირნოვმა ჩამოიტანა თბილისში. სმირნოვების შემდგომი ორი თაობაც რუდუნებით უვლიდა და მემკვიდრიდან მემკვიდრეს გადასცემდა ოჯახის ამ უნიკალურ კოლექციას. სმირნოვების გვარის უკანსკნელმა წარმომდგენელმა, მიხეილ გიორგის ძე სმირნოვმა და მისმა დედამ, ევგენია ფონ შლეიერმა კი, სახლიცა და მასში განთავებული ნივთები და მთელი ქონება, ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს აუანდერძა.
მუზეუმში, დღესაც იგრძნობა XIX საუკუნის ეპოქის სული. რომანტიკული ატმოსფერო და ძველი თბილისის მრავალეთნიკური ბუნებისთვის დამახასიათებელი ულამაზესი კულტურების სინთეზი.

ჩვენს ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს მონაცემთა დაცვის ოფიცერი. საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58; მეილი: [email protected].

04/10/2026

🎨 „სმირნოვების მუზეუმი" იწვევს მხატვრებს ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად - „სეზონებს შორის"
განახლებულ საგამოფენო სივრცეში
📅 14–15 ოქტომბერი

გამოფენა იმართება პროექტის „შეხვედრები გ. ტაბიძის 20-ში" ფარგლებში

პირობები:
🔸გამოფენის თემატიკა თავისუფალია
🔸ტილოს ზომა: მაქსიმუმ 70 სმ
🔸ნამუშევარი უნდა იყოს წარმოდგენილი საკიდით

მნიშვნელოვანი თარიღები:
🔸ნამუშევრის ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი
🔸შერჩეული ნამუშევრების ადგილზე წარმოდგენა: 10 ოქტომბერი

როგორ მივიღოთ მონაწილეობა
გამოგვიგზავნეთ ნამუშევარი ელ. ფოსტაზე ან მესენჯერში და მოგვწერეთ:
🔸სახელი, გვარი
🔸ტელეფონის ნომერი
🔸ნამუშევრის დასახელება (არსებობის შემთხვევაში)

მონაწილეობის ღირებულება: 100 ლარი
🎨 გამოფენა გაიმართება 2 დღის განმავლობაში
🎓 ყველა მონაწილე მიიღებს მუზეუმში წარმოდგენილ გამოფენაში მონაწილეობის სერტიფიკატს

📧 [email protected]
📞 599 70 36 81

#სეზონებსშორის #სმირნოვებისმუზეუმი #ჯგუფურიგამოფენა #გამოფენა #შეხვედრებიგტაბიძის20ში #ქართულიხელოვნება #თანამედროვეხელოვნება #მხატვრები #ფერწერა #ხელოვნებისმოყვარულები #თბილისი #გამოფენათბილისში #კონკურსი #თბილისისგამოფენები

01/10/2026

ლეილა გოგიაშვილის სოლო გამოფენა
SM GALLERY-ში ✨
,,სმირნოვების მუზეუმში" დასრულდა ძალიან საინტერესო ადამიანის და ხელოვანის ლეილა გოგიაშვილის გამოფენა.
ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს და ახალ შემართებას შემოქმედების ენით ლამაზი და საინტერესო კოლაჟების შესაქმნელად. 💖💖🎉

90 წელი და უსაზღვრო სიყვარული ხელოვნებისადმი

30/09/2026
,, სმირნოვების მუზეუმში " გაიმართება ლეილა გოგიაშვილის სოლო გამოფენა. ქალბატონი ლეილა პროფესიით ინჟინერ - მშენებელია. 90...
23/09/2026

,, სმირნოვების მუზეუმში " გაიმართება ლეილა გოგიაშვილის სოლო გამოფენა.

ქალბატონი ლეილა პროფესიით ინჟინერ - მშენებელია. 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება საინტერესო კოლაჟები. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი დიდი სიყვარულით შექმნილი ნამუშევრები გულგრილს არ დატოვებს დამთვარიელებელს. დასწრება თავისუფალია!

გახსნა: 26 სექტემბერს -
16:00 საათზე - 19საათამდე;
27 სექტემბერს: 13:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

🫟🎨 შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით  ჯგუფური გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით - “ხიდები დრო...
01/09/2026

🫟🎨 შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჯგუფური გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით - “ხიდები დროსა და სივრცეში”.

🖼️ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ერთი თემატიკის გარშემო შეიქმნა - “მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს”.

🏛️ ექსპოზიცია სმირნოვების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში “SIM Gallery” ში მოეწყო.

#შემოქმედებითისაქართველო #გამოფენა #ხელოვნება

Address

გ. ტაბიძის ქ. N20; Улица Галактиона 20; Galaktioni Street 20
Tbilisi

Opening Hours

Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 17:00

Telephone

+995 322 95 59 69

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სმირნოვების მუზეუმი/Smirnov Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to სმირნოვების მუზეუმი/Smirnov Museum:

Shortcuts

Share