თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ / Tbilisi Open Air Museum

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ / Tbilisi Open Air Museum

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ / Tbilisi Open Air Museum გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ II ათასწლეულის დოლმენი აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია.

გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმი თბილისის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნავი ობიექტია, რომელიც დაარსდა 1966 წელს აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას თაოსნობით და წარმოადგენს კავკასიაში პირველ ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
მუზეუმის ფართობი დაახლოებით 52 ჰა შეადგენს და მასში წარმოდგენილია ქართველი ხალხის მრავალფეროვანი ეთნოკულტურა, სხვადასხვა მხარის ყოფისთვის დამახასიათებე

ლი საცხოვრებელი, სამეურნეო და საზოგადოებრივი ცხოვრების თავისებურებები.
სამუზეუმო სივრცე დაყოფილია 11 ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კუთხედ. მუზეუმში წარმოდგენილია 64 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს რეგიონებიდან - ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. მუზეუმის ერთ-ერთ ნაწილში განთავსებულია ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები, რომელთა შორის არის ივრის სიონის ბაზილიკა და კამაროვანი აკლდამა (VI-VII სს), ძვ. წ.

25/05/2026

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 23 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქვიშიდან ფოლადის გამოდნობის მასტერკლასი ჩატარდა.

მუზეუმის ვიზიტორებისთვის, უნიკალური მასტერკლასი მჭედელმა ზაქარია ბაკურაძემ ჩაატარა.

ხალიბების უძველესი სამჭედლო ტექნოლოგია ქართველმა მჭედლებმა: ზაქრო ნონიკაშვილმა, ზაქარია ბაკურაძემ და არჩილ ტატუაშვილმა, 12 წლიანი კვლევისა და ექსპერიმენტების შედეგად აღადგინეს.

გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ხალიბების ტექნოლოგიის მიხედვით აღდგენილი ფოლადის გამოსადნობი ღუმელი 2024 წელს აშენდა. დღემდე მსგავსი პრაქტიკული მასტერკლასები მუზეუმის პროფესიონალური სამჭედლო სკოლის მოსწავლეებისთვის იყო ხელმისაწვდომი. 23 მაისს კი, მუზეუმის ვიზიტორებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 23 მაისს,  თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში  ქვიშიდან ფოლად...
23/05/2026

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 23 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქვიშიდან ფოლადის გამოდნობის მასტერკლასი ჩატარდა.

მუზეუმის ვიზიტორებისთვის, უნიკალური მასტერკლასი მჭედელმა ზაქარია ბაკურაძემ ჩაატარა.

ხალიბების უძველესი სამჭედლო ტექნოლოგია ქართველმა მჭედლებმა: ზაქრო ნონიკაშვილმა, ზაქარია ბაკურაძემ და არჩილ ტატუაშვილმა, 12 წლიანი კვლევისა და ექსპერიმენტების შედეგად აღადგინეს.

გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ხალიბების ტექნოლოგიის მიხედვით აღდგენილი ფოლადის გამოსადნობი ღუმელი 2024 წელს აშენდა. დღემდე მსგავსი პრაქტიკული მასტერკლასები მუზეუმის პროფესიონალური სამჭედლო სკოლის მოსწავლეებისთვის იყო ხელმისაწვდომი. 23 მაისს კი, მუზეუმის ვიზიტორებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

23/05/2026

#ვარდობისთვე ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

23 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  პროექტის "ღამე მუზეუმის" ფარგლებში, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრ...
22/05/2026

23 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტის "ღამე მუზეუმის" ფარგლებში, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ვიზიტორებს 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

18:00 საათიდან მუზეუმში ვიზიტი თავისუფალია.

#ღამემუზეუმში #მუზეუმებისდღე

🟡 23 მაისს, ქვიშიდან ფოლადის გამოდნობის მასტერკლასი ღია ცის ქვეშ მუზეუმში ⤵️✔️ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ...
21/05/2026

🟡 23 მაისს, ქვიშიდან ფოლადის გამოდნობის მასტერკლასი ღია ცის ქვეშ მუზეუმში ⤵️

✔️ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 23 მაისს, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ვიზიტორებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს — ქვიშიდან ფოლადის გამოდნობის უნიკალურ მასტერკლასს.

🕛 12:00 -16:00 სთ

მასტერკლასს ჩაატარებენ მჭედლები: ზაქარია ბაკურაძე და ზაქრო ნონიკაშვილი.

მუზეუმის ვიზიტორებისთვის დასწრება თავისუფალია.

ხალიბების უძველესი სამჭედლო ტექნოლოგია ქართველმა მჭედლებმა: ზაქრო ნონიკაშვილმა, ზაქარია ბაკურაძემ და არჩილ ტატუნაშვილმა, 12 წლიანი კვლევისა და ექსპერიმენტების შედეგად აღადგინეს.

✔️ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ხალიბების ტექნოლოგიის მიხედვით აღდგენილი ფოლადის გამოსადნობი ღუმელი 2024 წელს აშენდა. დღემდე მსგავსი პრაქტიკული მასტერკლასები მხოლოდ მუზეუმის პროფესიონალური სამჭედლო სკოლის მოსწავლეებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

🗓 23 მაისი იქნება პირველი დღე, როცა ამ უნიკალურ ცოდნას არა მხოლოდ სამჭედლო სკოლის კურსდამთავრებულები, არამედ ფართო საზოგადოებაც უშუალოდ გაეცნობა.

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 10:00-დან 18:00 საათამდე,   გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცი...
18/05/2026

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 10:00-დან 18:00 საათამდე, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს.

18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს, მსოფლიოს ათეულ ათასობით მუზეუმი არაერთ შემოქმედებით ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობს ვიზიტორებს. აღნიშნული გზით ხაზს უსვამს მუზეუმის, როგორც ინსტიტუციის როლის მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებაში.

09/05/2026

#მაისი ღია ცის ქვეშ მუზეუმში

08/05/2026

ღია ცის ქვეშ მუზეუმის 60 წლიანი ისტორიის შესახებ

✔️გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებიდან 60 წელი შესრულდა.

07/05/2026

✅️ ქართული ქსოვის მასტერკლასები ეთნოგრაფიულ მუზეუმში ⤵️

ოსტატი ➡️ იზოლდა გაბიტაშვილი

☑️ გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეწვის სკოლის პროექტის საშემოდგომო კურსი განახლდა.

პროექტის ფარგლებში, დაკარგვის პირას მყოფი ტრადიციული ხელობების ყოველკვირეული მასტერკლასები ტარდება.

სრული კურსი 14 გაკვეთილს მოიცავს და ყოველ შაბათ-კვირას 13:00-დან 17:00 საათამდე ტარდება.

☎️ რეგისტრაცია +995 597 98 86 13

✅️ ერთ დღიანი მასტერკლასების ღირებულება - 12 ლარი

✅️სრული კურსის ღირებულება ⤵️

-
☑️ ხეზე კვეთა - ზრდასრული 100 ლარი / მოსწავლე (ასაკი +12) - 80 ლარი

☑️ თიხაზე მუშაობა - მოსწავლე 100 ლარი / ზრდასრული 120 ლარი

☑️ ფარდაგების ქსოვა - მოსწავლე 80 ლ / ზრდასრული 100ლ

☑️ ქართული წინდების ქსოვა, ყაისნაღით ქსოვა - მოსწავლე 90ლ / ზრდასრული 110 ლ

ერთდღიანი მასტერკლასების ფარგლებში, ინდივიდუალური დაჯავშნით, ასევე შეისწავლება ქვაზე კვეთა, მჭედლობა და ხევსურული ქარგვა.

04/05/2026

✅️ თიხის ოსტატის, მიხეილ ოდიშვილის მასტერკლასები ეთნოგრაფიულ მუზეუმში ⤵️

მიხეილ ოდიშვილი გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის რეწვის სკოლის კურსდამთავრებულია, სადაც რამდენიმე წელი სწავლობდა სხვადასხვა ხელობას. მუზეუმის პროექტის ფარგლებში, მან სრულად დახვეწა თავისი უნარები მეთუნეობაში, ხეზე და ქვაზე მხატვრულ კვეთაში, ასევე მჭედლობაში. დღეს მიხეილ ოდიშვილი, როგორც მრავალპროფილური ოსტატი, თავად ატარებს მასტერკლასებს, რათა თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობას გაუზიაროს.

☑️ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეწვის სკოლის პროექტის საგაზაფხულო კურსი 14 ივნისამდე გაგრძელდება.

მასტერკლასები შაბათ-კვირის დღეებში 13:00-დან 17:00 საათამდე იმართება. სრული კურსის გარდა, ასევე ტარდება ერთდღიანი მასტერკლასები.

☎️ რეგისტრაცია +995 597 98 86 13

✅️ ერთ დღიანი მასტერკლასების ღირებულება - 12 ლარი

✅️სრული კურსის ღირებულება ⤵️

-
☑️ ხეზე კვეთა - ზრდასრული 100 ლარი / მოსწავლე (ასაკი +12) - 80 ლარი

☑️ თიხაზე მუშაობა - მოსწავლე 100 ლარი / ზრდასრული 120 ლარი

☑️ ფარდაგების ქსოვა - მოსწავლე 80 ლ / ზრდასრული 100ლ

☑️ ქართული წინდების ქსოვა, ყაისნაღით ქსოვა - მოსწავლე 90ლ / ზრდასრული 110 ლ

ერთდღიანი მასტერკლასების ფარგლებში, ინდივიდუალური დაჯავშნით, ასევე შეისწავლება ქვაზე კვეთა, მჭედლობა და ხევსურული ქარგვა.

Address

Tbilisi

Opening Hours

Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995322729045

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ / Tbilisi Open Air Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category