ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Saguramo
  • ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფ?

ილიას მუზეუმი საგურამოში არის ადგილი სადაც ყოველთვის გელიან 🩷 #მოდიმუეუმში
09/06/2026

ილიას მუზეუმი საგურამოში არის ადგილი სადაც ყოველთვის გელიან 🩷

#მოდიმუეუმში

ილია ჭავჭავაძის საგურამოს ახელმწიფო მუზეუმის დაარსებიდან 75 წლის თავს აღნიშნავს. მუზეუმის 75 წლიანი არსებობის მანძილზე ა...
04/06/2026

ილია ჭავჭავაძის საგურამოს ახელმწიფო მუზეუმის დაარსებიდან 75 წლის თავს აღნიშნავს. მუზეუმის 75 წლიანი არსებობის მანძილზე ათასობით მოზარდს დაუდგამს აქ ფეხი, უფიქრიათ ილიას საფიქრალი.

ეს ტრადიცია, თაობებისთვის ცოდნის გადაცემის უწყვეტი ხაზი, კვლავაც აღსრულდა თბილისის აკაკი კივილაძის სახელობის მე-8 საჯარო სკოლის მიერ, რომლებმაც ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს მოსწავლეთა ხელით გადაწერილი და მათივე ხელით შექმნილი ილუსტრაციებით გამდიდრებული "კაცია-ადამიანი?!" წარუდგინეს. მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას და უნიჭიერეს მოსწავლეებს ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის.

#მუზეუმი75

 #მუზეუმი75წლისილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დაარსებიდან 75 წლის თავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში...
29/05/2026

#მუზეუმი75წლის

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დაარსებიდან 75 წლის თავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 28 მაისს, ილიას მუზეუმის სივრცე დაეთმო საგურამოს და გალავნის საჯარო სკოლების, ასევე, საგურამოს თემში არსებულ ცეკვის, სამხატვრო, ქსოვისა და კერამიკის კერძო სტუდიების მოსწავლეთა შემოქმედების წარმოჩენას.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 1951 წელს დაარსდა ქართველი პოეტის, გიორგი ლეონიძის ინიციატიცითა და თანადგომით.

27 მაისს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დაარსებიდან 75 წლის თავი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით, ილია ჭ...
29/05/2026

27 მაისს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დაარსებიდან 75 წლის თავი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში იმართება საიუბილეო კვირეული, რომელიც, უმეტესად, ეთმობა საგურამოს თემში შემავალ კერძო და საჯარო დაწესებულებების მოსწავლეთა შემოქმედების წარმოჩენას.

27 მაისს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმმა ეზომ უმასპინძლა სოფელ ბიწმენდის საჯრო სკოლის მოსწავეელს, რომლებმაც წარადგინეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით აგებული ლიტერატურული ეტიუდი, წამოდგენილი იყო სკოლის ხელოვნებისა და მუსიკის მიმართულებები.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ხელს უწყობს და ახალისებს მოსწავლეთა შემოქმედებას და აძლიერებს სკოლებს, რათა სრულყოფილად წარმოჩინდეს მოსწავლეთა შესაძლებლობები და ყველაზე მთავარი, მოზარდებს ჰქონდეთ მეტი სიახლოვე ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმთან, ილიას ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 1951 წელს დაარსდა პოეტ გიორგი ლეონიძის ინიციატივით.

23/05/2026

🎯 გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, "ღამის მუზეუმის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გაიმართება.

🎉 მუზეუმების საერთაშორის დღეს ვულოცავთ ყველა მუზეუმელს, მათ ვინც აკავშირებს წარსულსა და მომავალს, ვინც წარმოადგენს ერთგვ...
18/05/2026

🎉 მუზეუმების საერთაშორის დღეს ვულოცავთ ყველა მუზეუმელს, მათ ვინც აკავშირებს წარსულსა და მომავალს, ვინც წარმოადგენს ერთგვარ ხიდს თაობებს შორის.

18 მაისი მუზეუმის დღეა, გილოცავთ

⛳️ გაცნობებთ, რომ 18 მაისს, მზუეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ჩ...
17/05/2026

⛳️ გაცნობებთ, რომ 18 მაისს, მზუეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და უფასოდ მოემსახურება დამთვალიერებელს.

"ილიას აღმართს" შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ბიუსტები შეემატა, რომლებიც ილიას, გალაკტიონისა და აკაკის ბიუსტების რიგ...
12/05/2026

"ილიას აღმართს" შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ბიუსტები შეემატა, რომლებიც ილიას, გალაკტიონისა და აკაკის ბიუსტების რიგში დადებენ ბინად.

განახლებულ სკვერში, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ანდრო ბედუკაძის იდეითა და ვაჟა უსანეთაშვილის ფინანსური მხარდაჭერით 2024 წლის 2 აგვისტოს დაიდგა ილია ჭავჭავაძის ბიუსტი, რომელსაც 2025 წელს შეემატა აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები.

ბიუსტების ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა, რომელმაც თავისი გამორჩეული ნიჭითა და ოსტატობით შექმნილი ნამუშევრები, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად გადასცა. მათი ჩამოსხმა და პიედესტალების დადგმა ვაჟა უსანეთაშვილმა იტვირთა.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი მადლობას უხდის გიორგი კიკვაძესა და ვაჟა უსანეთაშვილს თანადგომისათვის.

🏛️ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ენათმეცნიერის ალექსი ჭინჭარაულის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ...
12/05/2026

🏛️ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ენათმეცნიერის ალექსი ჭინჭარაულის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

#ალექსიჭინჭარაული100

05/05/2026

🍃⚡🐦

#მოდიმუზეუმში

Address

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი
Saguramo
3311

Opening Hours

Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995322180421

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი:

Share

Category