05/06/2026
რუსთავის ისტორიულ მუზეუმში დასრულდა კონკურსი „მუზეუმი რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იყო.
კონკურსში ქალაქის საჯარო სკოლების 1357 მეოთხეკლასელმა მიიღო მონაწილეობა.
ჩვენ გასაოცარი ემოციებითა და ახალი აღმოჩენებით სავსე 2025-2026 სასწავლო წელი შევაჯამეთ და „მუზეუმი რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“ გამარჯვებული ბავშვები დავაჯილდოვეთ.
გამოვლინდნენ როგორც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები, ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ბავშვები.
რუსთავის ისტორიული მუზეუმი ულოცავს თითოეულ მონაწილეს და გამარჯვებულს, რადგან მათ:
🔎 აღმოაჩინეს და აითვისეს უამრავი სიახლე;
🎨 გამოცადეს საკუთარი თავი სრულიად განსხვავებულ მიმართულებებში;
🏰 და რაც ყველაზე მთავარია, ბევრად უფრო ახლოს გაიცნეს და შეიყვარეს მშობლიური ქალაქის ისტორია.
მადლობა თითოეულ მონაწილეს, მასწავლებელსა და გულშემატკივარს ასეთი ჩართულობისთვის!
ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს, რომელიც წარსულის პატივისცემაზე დგას.
#რუსთავისისტორიულიმუზეუმი #რუსთავისმუზეუმი #მუზეუმირუსთავისისტორიისკვალდაკვალ #ისტორია #ჩვენიქალაქი #რუსთავი