ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი
Call Directions Contact the museum

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი, Kostava Street, 6, Poti.

საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა, რომელიც NON ART Gallery-ის ორგანიზებით გაიმართა, მრავალფეროვანი კულტურული დიალოგისა და შე...
13/08/2026

საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა, რომელიც NON ART Gallery-ის ორგანიზებით გაიმართა, მრავალფეროვანი კულტურული დიალოგისა და შემოქმედებითი ურთიერთობის მნიშვნელოვანი სივრცე აღმოჩნდა.

გამოფენა გააერთიანა ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა, რომელთა განსხვავებული მხატვრული ხედვები, ტექნიკა და ინდივიდუალური ხელწერა ერთ ექსპოზიციაში შეიკრიბა. წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელს საშუალება მისცა გაცნობოდა თანამედროვე ხელოვნების მრავალფეროვან ფორმებსა და იდეებს.

ღონისძიების განსაკუთრებული ღირებულება მხატვრებთან უშუალო შეხვედრები იყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად ესაუბრათ ავტორებთან, მოესმინათ მათი შემოქმედებითი პროცესის, შთაგონების წყაროებისა და თითოეული ნამუშევრის მიღმა არსებული ისტორიების შესახებ. ამან გამოფენა მხოლოდ ექსპოზიციად კი არა, ცოცხალ კულტურულ დიალოგად აქცია.

გამოფენის ორგანიზატორი, NON ART Gallery-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნონა ჭანტუარია, წარმატებით ქმნის საერთაშორისო სახელოვნებო თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირებას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას.

გამოფენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელოვნებას არ გააჩნია საზღვრები — ის აერთიანებს ადამიანებს, კულტურებსა და იდეებს. მსგავსი საერთაშორისო პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემოქმედებითი ურთიერთობების გაღრმავებაში, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და კულტურული სივრცის განვითარებაში.

🔸 საგამოფენო დარბაზმა  თვითნასწავლი მხატვრის ოლგა გარანინას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა, რომელმაც დამთვალიერებელს გა...
15/05/2026

🔸 საგამოფენო დარბაზმა თვითნასწავლი მხატვრის ოლგა გარანინას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა, რომელმაც დამთვალიერებელს განსაკუთრებული ემოციები და ფერებით სავსე სამყარო გაუზიარა.
🌊 გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში სტუმრობისას შექმნილი ნამუშევრები, განსაკუთრებული ადგილი კი ფოთის თემატიკას - ზღვისპირა ქალაქის განწყობას და ესთეტიკას დაეთმო.
🔸 გამოფებამ დამთვალიერებელთა დადებითი შეფასება დაიმსახურა.

🔸მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული ანბანი სრულიად განსხვავებული კუთხით გა...
29/04/2026

🔸მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული ანბანი სრულიად განსხვავებული კუთხით გააცოცხლეს გრაფიკული დიზაინის საშუალებით.
✨პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა არა მხოლოდ შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს, არამედ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს ქართული ენისა და ანბანის მნიშვნელობა, მისი უნიკალურობა და მრავალსაუკუნოვანი ისტორია. თითოეული ნამუშევარში ოგრძნობოდა ავტორების განსხვავებული ხედვა, ფანტაზია და ინდივიდუალური სტილი.
🔸ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ შთაგონების უსაზღვრო წყარო, რომელიც ახალ თაობას შემოქმედებითად აზროვნებისა და თვითგამოხატვისკენ უბიძგებს.

📌 საგამოფენო სივრცეში აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელთან არსებული "არტ თერაპიის" მოსწავლეების ...
23/04/2026

📌 საგამოფენო სივრცეში აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელთან არსებული "არტ თერაპიის" მოსწავლეების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით"არტ თერაპია-გზა გამოხატვისა და განვითარებისკენ"
📌 განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერაა დაფინანსებული.
🎨 პროგრამაში მონაწილე ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა დარგს გაეცნენ და წარმოადგინეს სხვადასხვა მასალაში შესრულებული კომპოზიციები.
📌 საგამოფენო დარბაზის გუნდი დიდ წარმატებებს უსურვებს პროექტის განმახორციელებლებს, თითოეულ მონაწილეს და გამოვთქვამთ მუდმივ მზაობას მათი მასპინძლობისთის.

ხუტა (არველოდ) კვარაცხელიას ნამუშევრების გამოფენის სტუმრები სკოლიდან .
08/04/2026

ხუტა (არველოდ) კვარაცხელიას ნამუშევრების გამოფენის სტუმრები სკოლიდან .

🎨საგამოფენო დარბაზმა ხუტა (არველოდ) კვარაცხელოას პერსონალურ  გამოფენას უმასპინძლა. მხატვრის მოერ წარმოდგენილი იყო სხვადა...
04/04/2026

🎨საგამოფენო დარბაზმა ხუტა (არველოდ) კვარაცხელოას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.
მხატვრის მოერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდისა და თემატიკის ნამუშევრები, რომლებიც თითქოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობენ, თუმცა საბოლოოდ ერთიან ისტორიად ერთიანდებიან.
🌅 თითოეულ ტილოში იგრძნობოდა დროის კვალი — განცდები, ფიქრები, ემოციები. ეს იყო სივრცე, სადაც მხატვრის სხვადასხვა ეტაპი ერთმანეთთან დიალოგში შედიოდა და მაყურებელიც ამ დიალოგის ნაწილად იქცა.
🔸გამოფენის ყველაზე ემოციური ნაწილი აფხაზეთს მიეძღვნა, ეს არ იყო მხოლოდ წარსულის გახსენება — ეს იყო შინ დაბრუნების სურვილი, ფერებში გადმოცემული სიჩუმე და დიდი მონატრება. თითოეულ ნამუშევარში ცოცხლობდა მოგონება, რომელიც არ ქრება, და იმედი, რომელიც დროსთან ერთად კიდევ უფრო ძლიერდება.
🔸გამოფენის მსვლელობისას ისაუბრეს მხატვრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მხატვრის შემოქმედებაზე, მის მომავალ შემოქმედებით გეგმებზე და მონატრებულ აფხაზეთზე.
🔸 გამოფენა გაგრძელდება 30აპრილის ჩათვლით.

🎨საგამოფენო დარბაზმა აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პროექტის პრეზენტაციას "ძაფით მოქსოვილი ისტორია"  უმა...
30/03/2026

🎨საგამოფენო დარბაზმა აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პროექტის პრეზენტაციას "ძაფით მოქსოვილი ისტორია" უმასპინძლა, რომელიც მხატვრული ქსოვის ფაკულტეტმა წარმოადგინა.
🔸"ძაფით მოთხრობილი ისტორია“ — სადაც თითოეული ფერი და ძაფი ისტორიას ყვება.
სხვადასხვა პერიოდში მოსწავლეთა მიერ შექმნილი გობელენები სიჭრელითა და ფერთა მდიდარი გამით იშლება, თითოეულ მათგანში განწყობა, ემოცია და ამბავი ერთიანდება.
🔸გამოფენაზე წარმოდგენილი პოსტერები ქალთა თვეს და მათ მრავალფეროვან სახეს- ერთდროულად სინაზესა და სიძლიერეს, სიყვარულს, განცდებსა და ემოციებს მიეძღვნა.
სასწავლებლის მხატვრული ქსოვის მიმართულებაზე ისაუბრეს სასწავლებლის პედაგოგებმა. გამოფენის ბოლოს კი პრეზენტაცია წარადგინა ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულმა და პედაგოგმა ნინო კურტანიძემ.

🔸გამოფენამ და პრეზენტაციამ დამსრე საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

18/03/2026

საგამოფენო დარბაზის გუნდი გულწრფელად ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს ერის სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მძიმე და სამწუხარო გარემოებიდან გამომდინარე, ღონისძიება "ძაფით მოთხრობილი ისტორია" გადაიდო.

🔸ხელოვნების სწავლება იწყება იქ, სადაც ცოდნა და პრაქტიკა ერთიანდება.    🖼️ საგამოფენო დარბზმა  უმასპინძლა   ბათუმის ხელოვ...
12/03/2026

🔸ხელოვნების სწავლება იწყება იქ, სადაც ცოდნა და პრაქტიკა ერთიანდება.
🖼️ საგამოფენო დარბზმა უმასპინძლა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივ გამოფენას — ფერწერის, გრაფიკისა და ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით.

🖼️ გამოფენა ასახავს შემოქმედებით პროცესს. ეს არის შესაძლებლობა, ახლოდან გაეცნოთ იმ ავტორებსა და პედაგოგებს, რომლებიც მომავალ თაობას უზიარებენ გამოცდილებას, ხედვასა და პროფესიულ ცოდნას.
🎨უნივერსიტეტი ქმნის სივრცეს, სადაც სწავლა და ხელოვნება ერთიან კულტურულ პროცესად იქცევა.

🔸 გაზაფხული მხოლოდ ბუნებაში არ მოდის… ის ბავშვების გულებშიც იღვიძებს 🌷 🔸საგამოფენო დარბაზმა 4 მარტს მოსწავლე-ახალგაზრდობ...
05/03/2026

🔸 გაზაფხული მხოლოდ ბუნებაში არ მოდის… ის ბავშვების გულებშიც იღვიძებს 🌷
🔸საგამოფენო დარბაზმა 4 მარტს მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრთან არსებულ ხატვის წრის "მზესუმზირების" მოსწავლეთა გამოფენას "გაზაფხულის ფერები" უმასპინძლა💐
🎨 პატარა ხელოვანების საგაზაფხულო გამოფენა სავსე იყო ფერებით, სითბოთი და იმ განსაკუთრებული გულწრფელობით, რომლის ლამაზად გამოხატვა მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდა მათი ფანტაზია.
🌷დღის ყველაზე ემოციური ნაწილი სიურპრიზი იყო — ბავშვების მიერ წინასწარ დახატული დედების პორტრეტები. დედებმა დაკისრებულ მისიას, ამოეცნით საკუთარი თავები, წარმატებით გაართვეს თავი.
🔸გამოფენას განსაკუთრებულად ამშვენებდა პატარა მუსიკოსების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები, რომლებმაც კიდევ უფრო თბილი და ჯადოსნური განწყობა შემატა 🎶
🧡მადლობა ჩვენს პატარა შემოქმედებს იმ სიყვარულისთვის, რომლითაც ეს დღე გააფერადეს 💛🌷
პატარა მხატვრების გამოფენა გაგრძელდება 9 მარტამდე 🧡

Address

Kostava Street, 6
Poti
4400

Opening Hours

Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995551247771

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი:

Shortcuts

Share