გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Kaspi
  • გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, Museum, Saakadze Street 88, Kaspi.

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1960 წლის 22 ივნისს. იმ დღიდან მოყოლებული მუზეუმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მხარის წარსულისა და თანამედროვეობის შესწავლის საქმეში.
თავდაპირველად მუზეუმი მდებარეობდა ახლანდელ კოსტავას ქუჩაზე. 1968 წლიდან გადმოტანილ იქნა სააკაძის ქუჩა (ყოფილი სტალინის ქუჩა) N 88 -ში მდებარე შენობაში, რომელშიც სხვა უწყებებიც იყო განთავსებული. 1992 წლიდან აღნიშნული შენობა მთლი

ანად დაიკავა მუზეუმმა.
მუზეუმის პირველი ექსპოზიცია გაიხსნა 1963 წელს. შემდეგ გაკეთდა ორი რეექსპოზიცია.
კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდებში დაცულია 35000-ზე მეტი ექსპონატი: გეგმიური არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული და შემთხვევით ნაპოვნი საყურადღებო ნიმუშები, მდიდარი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატური მასალა, ფერწერული ტილოები, რაიონის ცნობილ ადამიანთა არქივები და სხვა.
წლების განმავლობაში კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო მეთაური მუზეუმი მუნიციპალიტეტში არსებულ ფილიალებთან ერთად : ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი(1969წ) , სასირეთის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი(1996წ) , ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი(1985). სამივე მუზეუმის დაარსება და გახსნა კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელობისა და თანამშრომელთა დამსახურებაა.
2009 წლიდან კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სხვა მუზეუმებთან ერთად შევიდა კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დაქვემდებარებაში.
2013 წელს კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მიენიჭა მისი ყოფილი დირექტორის, მწერალ გიორგი ხორგუაშვილის სახელი.
2015 წელს გაიხსნა ახალი ექსპოზიცია ორ დარბაზში:ე.წ "არქეოლოგიისა" და შუა საუკუნეების დარბაზები".
2018 წელს განახლდა "ქართლური დარბაზის" ექსპოზიცია.

Address

Saakadze Street 88
Kaspi
2600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category