ხელოვნების სახლი / Art House

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • ხელოვნების სახლი / Art House

ხელოვნების სახლი / Art House Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ხელოვნების სახლი / Art House, Art Gallery, guramishvili 5, Gori.

ხელოვნების სახლი / Art House არის შემოქმედებითი ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს, გალერეას და მერაბ მამარდაშვილის სახელობის თავისუფალ სივრცეს.
ჩვენი მისიაა თანამედროვე ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის აქტიური ხელშეწყობა.

„შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ რეგიონული პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის ივნისში, გორში გაიმართა მეორე სოციალური დიზ...
04/08/2026

„შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ რეგიონული პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის ივნისში, გორში გაიმართა მეორე სოციალური დიზაინის ვორქშოპი „ქალაქის აღნუსხვა: შემოქმედებითი ხედვა - გორი“ ვორქშოპს ხელმძღვანელობდნენ მარკ ენდრიუსი და კრისტიან დეგენი.

ვორქშოპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო კოლექტიური ჟურნალის შექმნა, რომელიც აერთიანებს მონაწილეთა ისტორიებს, მხატვრულ ნამუშევრებს, ფოტოგრაფიასა და პირად ნარატივებს. ეს გამოცემა ერთდროულად წარმოადგენს შემოქმედებითი პროცესის დოკუმენტაციას და მკითხველს თითოეული მონაწილის გამოცდილებების, ხედვებისა და თვითგამოხატვის უნიკალური ფორმების გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს."

დიდი მადლობა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს (Goethe-Institut Georgien) მრავალწლიანი პარტნიორობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის!

გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელს მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია. ჩვენ ხელს ვუ.....

ჩვენი დაბადების დღის ფესტივალის კულმინაცია Echo Stage-სა და Alt + Gori-ს სცენაზე გამართული მუსიკალური ლაივები იყო.Echo S...
20/07/2026

ჩვენი დაბადების დღის ფესტივალის კულმინაცია Echo Stage-სა და Alt + Gori-ს სცენაზე გამართული მუსიკალური ლაივები იყო.

Echo Stage-ზე აუდიო-ვიზუალური პროგრამით წარდგნენ: ჭირი, AISIA, MARO BERIASHVILI, Li Shou, PHONISMA, Ensenoises, HIMIKO და Sophie Gelukashvili

Alt + Gori-ს სცენაზე კი ლექსო რატიანი, ქეთათო ნერგაძე, აგუნა, ქარი, Fotgjengeren, ულა, When You Shiver და Chqarosnuli Raketa.

უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ ჩვენს მეგობარს არაჩვეულებრივი შესრულებისა და ასეთი განწყობის შექმნისთვის.

მადლობა, რომ გჯერათ ხელოვნების სახლის საქმიანობის და ყოველთვის მზად ხართ, ჩვენთან ერთად შექმნათ ის, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქს - თავისუფალი, ცოცხალი, დამოუკიდებელი და თანამედროვე კულტურული გარემო.

შევხვდებით ყოველ დღე ხელოვნების სახლში

ფესტივალის მთავარი მოვლენა იყო ხელოვნების სახლის გუნდის შეხვედრა სტუმრებთან.შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორგანიზაციის ისტორიასა ...
20/07/2026

ფესტივალის მთავარი მოვლენა იყო ხელოვნების სახლის გუნდის შეხვედრა სტუმრებთან.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორგანიზაციის ისტორიასა და განვითარების ეტაპებზე. მიმოვიხილეთ ის ბრძოლები და გამოწვევები, რომელთა გადალახვაც განვლილი 5 წლის განმავლობაში მოგვიწია. შევაჯამეთ უკვე განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები, ერთიანი ძალისხმევით როგორ გახდა გორი ხელოვნების სახლი. ასევე, აუდიტორიას გავაცანით ART HOUSE-ს სამომავლო გეგმები.

ამავე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ნიკო კალანდაძის ფოტოწიგნის პრეზენტაცია. გამოცემა აერთიანებს საარქივო მასალას და დოკუმენტურად ასახავს 1980-იანი წლების გორის ცხოვრებას.

ნიკო კალანდაძის ფოტოწიგნის შეძენა მსურველებს შეგიძლიათ ხელოვნების სახლში.
გორი, გურამიშვილის #5

ხელოვნების სახლის საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში, დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობდა რომელიც თავის მხრი...
20/07/2026

ხელოვნების სახლის საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში, დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობდა რომელიც თავის მხრივ ამინდის უეცარმა ცვლილებამ გახადა შესაძლებელი ^_^

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ „ბუდეს“, სოციალური საწარმო „7R“-ისა და მარი ბენდელიანის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფებში. მოეწყო სამაგიდო თამაშ „შაირობის“ პრეზენტაცია და „პალიტრა L“-ის წიგნების სტენდი. აქტივობების პარალელურად, სტუმრებმა 15-მეტრიან საერთო ტილოზე ერთიანი ნამუშევარი შექმნეს.

მერაბ მამარდაშვილის სახელობის თავისუფალი აზროვნების სივრცეში EGARI-ს ორგანიზებით ქართული ანიმაციების კინოჩვენება გაიმართა.

მთელი დღის მანძილზე კი სკვერში Vinyl Only სცენიდან Baduli, MIXOO და Sandro Jorbenadze-ს ვინილების სელექცია ისმოდა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ვინც ჩვენთან ერთად გაატარეთ ეს დღე

„ღია გალერეა“ ხელოვნების სახლში12 ივლისს, ჩვენი 5 წლის ფესტივალზე, ხელოვნების სახლის საგამოფენო სივრცეში „ღია გალერეა“ გ...
20/07/2026

„ღია გალერეა“ ხელოვნების სახლში

12 ივლისს, ჩვენი 5 წლის ფესტივალზე, ხელოვნების სახლის საგამოფენო სივრცეში „ღია გალერეა“ გავხსენით.

ეს ჩვენი ტრადიციული პროექტია, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ არტისტს ვაძლევთ შესაძლებლობას, სრულიად თავისუფლად, საკუთარი ნამუშევრები ჩვენს საგამოფენო სივრცეში წარუდგინოს აუდიტორიას.

ძალიან გვიხარია, რომ ამჯერადაც 18 ხელოვანი შემოგვიერთდა და ერთ სივრცეში გაერთიანდა ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, პოეზია და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება.

დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ნდობისთვის და მონაწილეობისთვის
✨ ზურა აფხაზი
✨ ლია უკლება
✨ ანი აბრამიძე
✨ ნიკა ხაბელაშვილი
✨ რუსუდან მაისაშვილი
✨ თინათინ გოგლიძე
✨ ელენე მირიანაშვილი
✨ წყურვილი
✨ თეო გამდლიშვილი
✨ თებროლე გიგაშვილი
✨ ანა, თათა და ქეთი ბერაშვილები
✨ ცია ლაბაძე
✨ ალექსანდრე ანდღულაძე
✨ კრისტოფერ მანინგი
✨ ელო ლაიბნიც-არმსტრონგი
✨ ალექსანდრე ნონიკაშვილი

ღია გალერეას შეგიძლიათ ესტუმროთ ყოველ დღე
12:00 - 19:00 სთ.
გორი, გურამიშვილის #5

გაეცანით OC Media-ს ჟურნალისტ გიგა ბერუაშვილის სტატიას ხელოვნების სახლის შესახებ "When culture becomes dissent: Gori Art...
16/07/2026

გაეცანით OC Media-ს ჟურნალისტ გიგა ბერუაშვილის სტატიას ხელოვნების სახლის შესახებ "When culture becomes dissent: Gori Art House’s uncertain future"

Since the Georgian government’s EU U-turn, the Gori Art House has faced local repression — its fate now rests in the hands of Georgia’s Supreme Court.

13/07/2026
12/07/2026

#ართჰაუსი
#5წელი

#გორი
#ნაომარიქალაქიბოდიშსარიხდის

Address

Guramishvili 5
Gori
1400

Telephone

596115822

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელოვნების სახლი / Art House posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ხელოვნების სახლი / Art House:

Shortcuts

Share

Category