იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, Civilization Museum, ვარიანი, Gori.

საკონტაქტო ინფორმაცია: ქეთი ბერკაცაშვილი 598206100; თეა ხიზანიშვილი 577658062.

მუშაობის დრო:
მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე, ორშაბათის გარდა 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით,
ბილეთის ფასი:

ბავშვი_ 5 ლ
უფროსი_ 7 ლ.

115 წელი გრიგოლ ტატიშვილის გარდაცვალებიდან.გამოჩენილი ქართველი მხატვრისა და ქსილოგრაფის ხსოვნის აღსანიშნავად, იაკობ გოგე...
29/07/2026

115 წელი გრიგოლ ტატიშვილის გარდაცვალებიდან.

გამოჩენილი ქართველი მხატვრისა და ქსილოგრაფის ხსოვნის აღსანიშნავად, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გამოიფინა მისი ხელით შექმნილი უნიკალური ხის კლიშეები.

გამოფენა გაგრძელდება 5 აგვისტოს ჩათვლით.

მობრძანდით და დაათვალიერეთ მხატვრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა!

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი დაიბადა,  1852 წლის 11 ივლისს, ცნობილი რომანტიკოსი პოეტის, ვახტანგ ორბელიანისა და ეკატერინე ილ...
21/07/2026

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი დაიბადა, 1852 წლის 11 ივლისს, ცნობილი რომანტიკოსი პოეტის, ვახტანგ ორბელიანისა და ეკატერინე ილინსკაიას ოჯახში. იგი გახლდათ ერეკლე მეფის უსაყვარლესი ქალიშვილი - თეკლას შვილიშვილი. მარიამმა ოჯახშივე მიიღო კარგი განათლება, ფლობდა რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ ენებს. 1872 წელს მარიამი ცოლად გაჰყვა ლამისყანელ მემამულე ალექსანდრე (საშიკო) ჯამბაკურ-ორბელიანს.
1879 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებისთანავე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი ხდება მისი ნამდვილი წევრი. ამავე წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ თბილისში ხსნის ქართულ სათავადაზნაურო სკოლას, რომლის სამზრუნველო კომიტეტის წევრადაც ირჩევენ მარიამს. ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე იგი ამ კომიტეტის თავმჯდომარის უცვლელი მოადგილეა. პარალელურად მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი აქტიურად საქმიანობს სამუსიკო სასწავლებლის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, კომიტეტშიც.
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის მიერ შეკრებილი ფულით 1906 წელს გაიხსნა ქალთა პირველი ქართული სკოლა საქართველოში. ამ სკოლის გახსნისთვის ზრუნვა მან ჯერ კიდევ 1888 წლიდან დაიწყო. ქართველ ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოების „გამგე კომიტეტის“ დადგენილების მეოთხე ოქმის მიხედვით, მარიამმა კომიტეტს მოახსენა, რომ მიზნად ისახავს გახსნას ქართველი ქალებისთვის ჯერ ოთხკლასიანი პირველდაწყებითი სკოლა, ხოლო შემდეგ მოიპოვოს უფლება მისი პროგიმნაზიად გარდაქმნისათვის. კომიტეტი დადებითად შეხვდა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ინიციატივას და სთხოვა, თავისი შეხედულებით შეედგინა ქალთა კომისია, რომელიც იზრუნებდა სათანადო ფონდის შექმნასა და სკოლის გახსნაზე. „გამგე კომიტეტის“ 1894 წლის ნომერ ორას ორმოცდამეოთხე ოქმში კი უკვე აღნიშნულია, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ექვსი წლის მანძილზე შესძლო, რომ ქალთა სკოლის გახნის მიზნით ათი ათასი მანეთი შეეგროვებინა. ამის შემდეგ სკოლის გასახსნელად ნებართვის მიღებასა და ფორმალური მხარეების მოგვარებას ფაქტობრივად კიდევ ათი წელი დასჭირდა. ქართველ ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოებამ დიდი წინააღმდეგობების შემდეგ აღნიშნული ნებართვა მხოლოდ 1906 წელს მიიღო. 1906 წლიდან მოყოლებული 1917 წლამდე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი იყო ქართველ ქალთა სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე.
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი მნიშვნელოვნად დაეხმარა ილია წინამძღვრიშვილს საგურამოში სასოფლო-სამეურნეო სკოლის ჩამოყალიბებაში. ასევე მან მოაწყო დაწყებითი სასწავლებელი ლამისყანაში. მანვე სოფელ ატენში გაახსნევინა სკოლა, რომლის ხარჯების ნახევარიც თავად დაფარა, ნახევარი კი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“. მარიამი იყო ასევე „ტფილისის ბავშვებზე ზრუნვის საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი.

1917-1918 წლებში მარაიმ ჯამბაკურ-ორბელიანი აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო მარიამის სიძე (ძმისშვილის, ანასტასია ორბელიანის მეუღლე) ივანე ჯავახიშვილი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ისევე როგორც იმ პერიოდის საქართველოში ქალთა თვითგამორკვევისთვის მებრძოლი მრავალი ქალი, მარგინალიზებული იქნა საზოგადოებრივი აქტივობის სფეროდან. მარიამი სიცოცხლის უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა, იგი იყო ფრანგული ენის მასწავლებელი.
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი 1941 წლის 23 აგვისტოს 89 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.

დავით კარიჭაშვილი დაიბადა 1862 წელს გორია რაიონის,  სოფ. ხიდისთავში, სასულიერო პირის ოჯახში.    XIX-XX საუკუნეების მიჯნი...
08/07/2026

დავით კარიჭაშვილი დაიბადა 1862 წელს გორია რაიონის, სოფ. ხიდისთავში, სასულიერო პირის ოჯახში.
XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში კარგად არის ცნობილი დავით კარიჭაშვილის სახელი. დავით კარიჭაშვილი ცნობილია როგორც ლიტერატორი, ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, ლექსიკოგრაფი, რედაქტორ-გამომცემელი და პუბლიცისტი. თანამშრომლობდა გაზეთებში – "დროება" და "ივერია".
1885 წლიდან კარიჭაშვილი დაუკავშირდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", სხვადასხვა წლებში იყო გამგეობის წევრი, მდივანი, საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარე, საზოგადოების საპატიო წევრი და 1922–1927 წლებში საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე. იგი მუშაობდა ქუთაისში საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლაში მასწავლებლად.
1920 წლიდან კარიჭაშვილი იყო საზოგადოების ბიბლიოთეკა–მუზეუმის გამგე და იგი უსასყიდლოდ ასრულებდა ამ მოვალეობას. მისი წყალობით გადარჩა საზოგადოების ფონდი.
კარიჭაშვილი ცნობილია როგორც ღვაწლმოსილი რუსთველოლოგი. "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" 1903 და 1920 წლებში ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი", რომლის რედაქტორობა დავითს დაევალა.
კარიჭაშვილი იყო ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი, იკვლევდა ქართული წიგნისა და წიგნის ბეჭდვის ისტორიას, თანამშრომლობდა იმდროინდელ თითქმის ყველა ჟურნალ–გაზეთებთან. მასვე ეკუთვნის ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა.
დავით კარიჭაშვილი შედიოდა კირიონ II-ს მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში წევრად, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ჩაწერა.
1885 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, გამოკვლევები, კრიტიკულ პუბლიცისტური წერილები. დ. კარიჭაშვილი დიდი რუდუნებით იკვლევდა საქართველოს წარსულს. მის კალამს ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე, ბაგრატ III-ზე , დავით კურაპალატზე და სხვა. მას ეკუთვნის აგრეთვე ცალკეული გამოკვლევები: „ქართველები უძველეს დროში“, „ქართული წიგნის ისტორია“, „ხუცური ანბანი“ და სხვა.
არანაკლებ საინტერესო ნაშრომები შექმნა დ. კარიჭაშვილმა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებზე: „ვარდბულბულიანი“, „იოსებ ზილიხანიანი“, „იონა ხელაშვილი“, „შუშანიკის წამება, — მისი ავტორი, დაწერის დრო“ და სხვა
დავით კარიჭაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში. თავდაუზოგავმა შრომამ, თანაც არცთუ ისე სახარბიელო პირობებში, მისი ჯანმრთელობა ადრევე შეარყია და 1927 წელს 65 წლის ასაკში სახადით გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.

03/06/2026
01/06/2026
25/05/2026

#ღამემუზეუმში
#ვარიანი

Address

ვარიანი
Gori
1084

Opening Hours

Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი:

Shortcuts

Share