დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი/Didi Liakhvi Museum-Reserve

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი/Didi Liakhvi Museum-Reserve

დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი/Didi Liakhvi Museum-Reserve 2008 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი ოკუპირებულია რუსეთის მიერ monasteries, Eredvi St. George Church etc.

2008 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.
დიდი და პატარა ლიახვის აუზი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით - გუმბათიანი და დარბაზული ეკლესიებით, ციხე-სიმაგრეებით, ციხე-კოშკებითა თუ ძველი საცხოვრებელი კომპლექსებით. მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლებია: ნიქოზის (V-XVI სს.), თირის (XIII ს.), ხეითის (X ს.) მონასტრები, ერედვის წმ. გიორგის ეკლესია და სხვ.

მდებარეობა:

შიდა ქართლი, გორის მუნიციპალიტეტი

მისამართი: გორი, ვერხვების დევნილთა დასახლება



Since 2008, the Didi Liakhvi Museum-Reserve territory has been occupied by Russia. The basin of Didi and Patara Liakhvi rivers abounds with the monuments of historical and architectural significance – domed churches, hall churches, castles, fortresses, and old settlement complexes. The most outstanding of them are the following: Nikozi (V-XVI cc.), Tiri (XIII c.), Kheiti (X c.) Location: Shida Kartli Region, Gori municipality

Address: Gori, Verkhvebi IDP settlement (The administration of the museum-reserve)

რუბრიკა „იცით თუ არა რომ..." 📚🧐💭სამკურნალო მცენარეების მადლი ლიახვის ხეობაში 🍀 🕵️‍♂️იცით თუ არა, რომ ცხინვალის რეგიონის ...
13/08/2026

რუბრიკა „იცით თუ არა რომ..."
📚🧐💭

სამკურნალო მცენარეების მადლი ლიახვის ხეობაში 🍀

🕵️‍♂️
იცით თუ არა, რომ ცხინვალის რეგიონის სოფლებში სამკურნალო მცენარეების გამოყენების მრავალსაუკუნოვანი ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მისი ნაწილი დღემდეა შემონახული?
🌿
ხალხური მედიცინა დიდი ლიახვის ხეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ადგილობრივებმაიცოდნენ სამკურნალო მცენარეების შეგროვების, გაშრობისა და შენახვის წესები და ამ ცოდნას ოჯახებში თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

🏛️📜
ჩვენს მუზეუმში დაცული საველე-ეთნოგრაფიული ინტერვიუები ადასტურებს, რომ ეს ცოდნა ადამიანების მეხსიერებაში დღემდეა შემონახული და გადმოგვცემს როგორც კონკრეტული მცენარეების გამოყენების წესებს, ისე მათი შეგროვებისა და შენახვის პრაქტიკას.

🌿ბეგქონდარა – სასუნთქი გზებისა და გაციების სამკურნალოდ იყენებდნენ. მცენარეს აუცილებლად ჩრდილში აშრობდნენ, რათა მისი სურნელი და სამკურნალო თვისებები შეენარჩუნებინათ.

🍀მრავალძარღვა – კუჭის წყლულის სამკურნალოდ; ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: „ახალი ფოთლები როცა არის, გარეცხე და დილით ერთი-ორი ფოთოლი შეჭამე...“

🌼ქრისტესსისხლა – ყელის ტკივილისა და კანის დაავადებებისთვის. „ყელი როცა გტკივა... ყვითელი, წვრილი ყვავილებია. ქრისტესსისხლა მეჭეჭებისთვისაც ძალიან კარგია“.
�🍇ძაღლის ყურძენი („ყრუს წამალი“) – მცენარის ფესვების ნახარშს ტკივილის დროს ყურში იწვეთებდნენ.�
🌱ასკილი, კრაზანა, ორკბილა და გვირილა – თითქმის ყველას ოჯახში საგულდაგულოდ შრებოდა მზისგან მოშორებით, მშრალ ადგილას და ზამთრისთვის ინახებოდა.

ომმა და ადამიანების იძულებითმა გადაადგილებამ ვერ წაშალა ხალხური მეხსიერება. იდენტობის შენარჩუნება სწორედ ასეთი ცოცხალი გადმოცემის დაცვით იწყება.
🪴
თქვენს ოჯახში რომელი მცენარე გამოიყენებოდა სამკურნალოდ? გახსოვთ, როგორ აგროვებდნენ, ამზადებდნენ ან ინახავდნენ მას? გაგვიზიარეთ თქვენი ოჯახის ცოდნა კომენტარებში.

პოსტში წარმოდგენილი ცნობები ასახავს დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობაში შემონახულ ტრადიციულ პრაქტიკებს და არ წარმოადგენს სამედიცინო რეკომენდაციას.

წყარო: დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძლის ეთნოგრაფიული საველე მასალები.


#დიდილიახვისხეობისსახელმწიფომუზეუმნაკრძალი

#ეთნოლოგია



#2026

 #გვახსოვდესოკუპირებულიმემკვიდრეობა2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონის 800-მდე კულტურული ძეგლი ოკუპირებულ ...
08/08/2026

#გვახსოვდესოკუპირებულიმემკვიდრეობა
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონის 800-მდე კულტურული ძეგლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. დღეს მათი კვლევა, დოკუმენტირება და მონახულება შეუძლებელია. ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ყველაფერი, ის რაც ამ ძეგლების შესახებ უკვე არის შემონახული: ისტორიული ფოტოები, საარქივო მასალები, წარწერები, ხელნაწერები, ექსპონატები, სამეცნიერო კვლევები და რაც მთავარია - ადამიანების მეხსიერებაში შემონახული ცოდნა.
ომის შემდეგ თითქმის ორი ათეული წელი გავიდა. დრო გადის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჭიროება არათუ მცირდება, პირიქით, ყოველი წელი კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ შევინარჩუნოთ ყველა ის ნარატიული თუ ვიზუალური წყარო, რომლებიც მომავალ თაობებს ამ ძეგლების ისტორიას მოუყვება.
ერთი ძეგლის მაგალითზე ვნახოთ, როგორ აღდგება მისი ისტორია სხვადასხვა ისტორიული წყაროს დახმარებით.
თუ თქვენს ოჯახში ინახება დიდი ან პატარა ლიახვის ხეობასთან დაკავშირებული ძველი ფოტო, წერილი, დოკუმენტი, ჩანაწერი ან მოგონება, მისი შენარჩუნება საერთო საქმედ უნდა ვაქციოთ. სწორედ ასეთი წყაროები გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალშიც ვიკვლიოთ და გავაცნოთ საზოგადოებას იმ ძეგლების ისტორია, რომლებთანაც დღეს პირდაპირი წვდომა აღარ გვაქვს.


#დიდილიახვისხეობისსახელმწიფომუზეუმნაკრძალი


რუბრიკა ,,იცით თუ არა, რომ..." 📚🤔💭ლიახვის ნობათი🍎🍐იცით თუ არა, რომ დიდი და პატარა ლიახვის ხეობა საუკუნეების განმავლობაში...
05/08/2026

რუბრიკა ,,იცით თუ არა, რომ..."

📚🤔💭

ლიახვის ნობათი

🍎🍐

იცით თუ არა, რომ დიდი და პატარა ლიახვის ხეობა საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული ნაყოფიერებით იყო ცნობილი?

ისტორიული წყაროების მიხედვით, ლიახვის წყლით მორწყული მიწა უხვ და ხარისხიან მოსავალს იძლეოდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: „რომელნი ველნი ირწყვიან ლიახვითა, პური მისი არს ყოველთა ქართლისათა უმჯობესი, და გემოიანი და სპეტაკი.“ სერგი მაკალათიას ცნობით კი, ლიახვს მრავალი მინერალური წყარო ერთვოდა, რაც მის განსაკუთრებულ თვისებებს განაპირობებდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები დღემდე განსაკუთრებული სითბოთი იხსენებენ იქაურ ვაშლს, მსხალს, მწვანილსა და სხვა ადგილობრივ პროდუქტს. მათი თქმით, იმავე ჯიშის ხილსა და ბოსტნეულს დღესაც მიირთმევენ, თუმცა მშობლიური სოფლის მიწაზე მოყვანილი პროდუქტის გემო შეუცვლელია.

ეს მხოლოდ საკვების მონატრება არ არის. ამ გემოსთან ადამიანებს საკუთარი სახლი, ეზო, სოფელი და ცხოვრების წესი აკავშირებს. ამიტომ ლიახვის ხეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია არა მხოლოდ ტრადიციები და ზეპირი გადმოცემები, არამედ ის მეხსიერებაც, რომელსაც ერთი შეხედვით უბრალო გემო ინახავს.
წყაროები: ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (1941); სერგი მაკალათია, ლიახვის ხეობა (1971).
მოგონებები ეფუძნება დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძლის ეთნოგრაფიულ საველე მასალებს

🏛️📜


#დიდილიახვისხეობისსახელმწიფომუზეუმნაკრძალი

#ეთნოლოგია


#2026

იცით თუ არა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა განსაკუთრებით მნ...
29/07/2026

იცით თუ არა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია?
არამატერიალური მემკვიდრეობა: ტრადიციები, ზეპირი გადმოცემები, რიტუალები, ხალხური ცოდნა და ადგილობრივი წეს-ჩვეულებები მხოლოდ წიგნებში არ არსებობს. ისინი ადამიანების მეხსიერებაში ინახება და დროთა განმავლობაში შეიძლება, დავიწყებას მიეცეს.

არამატერიალური მემკვიდრეობის შესწავლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთ გარემოში, სადაც ისტორიულმა მოვლენებმა ადამიანთა ყოფა და კულტურული გარემო შეცვალა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული თითოეული მოგონება, გადმოცემა თუ ტრადიციის აღწერა საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში შემორჩენილი ცოდნა და გამოცდილება.

რუბრიკაში „იცით თუ არა, რომ“ პერიოდულად გაგიზიარებთ დიდი ლიახვის ხეობის საინტერესო ეთნოგრაფიულ თავისებურებებს, ტრადიციებს, არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს.
პირველი ფოტო - 1949 წ, სოფ. ქემერტი. ოთინაანთ უბანი, „საჯეროს" ამოყვანის პროცესი. ფოტო - ს. ნადიმაშვილი. ნეგატივი ინახება გორის ისტ.ეთნ. მუზეუმში.
მეორე ფოტო - ს. მაკალათია - „სოფ. გერისხევი, მლოცველი რკინის უღლით" ფირი ინახება გორის ისტ. ეთნ. მუზეუმში.



#დიდილიახვისხეობისსახელმწიფომუზეუმნაკრძალი

#ეთნოლოგია


#2026

18/05/2026

2026 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა ,,მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს"

წლევანდელი თემა უკავშირდება ICOM-ის 80 წლის იუბილეს - მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ასახავს ორგანიზაციის უწყვეტ ერთგულებას მუზეუმებისა და მათი საზოგადოებრივი როლის მხარდაჭერის მიმართ.

დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი ვიდეოგამოფენით გამოეხმაურა და თემატური მასალით წარმოაჩინა მუზეუმის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საზოგადოების გაერთიანებაში.




მითითებულ ბმულზე იხილავთ მუზეუმის დღესთან დაკავშორებით  საქართველოს მუზეუმებში დაგეგმილ პროგრამებს ...
18/05/2026

მითითებულ ბმულზე იხილავთ მუზეუმის დღესთან დაკავშორებით საქართველოს მუზეუმებში დაგეგმილ პროგრამებს ...

„მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ - 18 მაისი - მუზეუმის საერთაშორისო დღე; ; ICOM – მუზეუმების საერთაშორისო ....

გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს!  გიზიარებთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შემავალი...
18/05/2026

გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს!
გიზიარებთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შემავალი მუზეუმების პროგრამებს.

#მუზეუმებისსაერთაშორისოდღე


#2026

გილოცავთ გიორგობას!
06/05/2026

გილოცავთ გიორგობას!

გილოცავთ გიორგობას!
გიორგობის დღესასწაული დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებში, წმინდა გიორგის სახელზე აგებულ არაერთ ეკლესიაში აღინიშნებოდა.
გვახსოვდეს ჩვენი მემკვიდრეობა!
არდისის წმ. გიორგის ნაეკლესიარი
არკინარეთის წმ. გორგის ეკლესია
აძვისთავის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
ახალისის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
ბელოთის კომპლექსი, წმ. გიორგის ეკლესია – X-XV სს.
გერის წმ. გიორგის ეკლესია – განვითარებული შუა საუკუნეები
დოდოთის წმ. გიორგის ეკლესია – განვითარებული შუა საუკუნეები
ერედვის წმ. გიორგის ეკლესია – 906 წელი
ზალდას წმ. გიორგის ნაეკლესიარი
ზალდას წმინდა გიორგის ეკლესია – IX-X სს.
ზალდას წმ. გიორგის კომპლექსი – X – XV სს.
ზემო გორეთის წმ. გიორგის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები
ზემო სნეკვის წმ. გიორგის ეკლესია – IX-X სს.
ზვარეთის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
თლიას წმ. გიორგის ეკლესია – XIX საუკუნე
ივრეთის წმ. გიორგის ეკლესია – X-XV სს.
კეხვის წმ. გიორგის ნაეკლესიარი – VIII-IX სს.
კეხვის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
კულბითის წმ. გიორგის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები
კროზას წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევი ,,გიორგობა“ – განვითარებული შუა საუკუნეები
ნაქალაქევის წმ. გიორგის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები
ორტევის წმ. გიორგის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები
პატარა ღრომის წმ. გიორგის ეკლესია – VIII-IX სს.
პატარა გუფთას წმ. გიორგის ეკლესია – განვითარებული შუა საუკუნეები
საცხენეთის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
სვერის წმ. გიორგის ეკლესია – XIX საუკუნე
ქემერტის წმ. გიორგის ეკლესია (,,გერის ძმა“) – გვიანი შუა საუკუნეები
ქემერტის წმ. გიორგის ეკლესია – IX-X სს.
ქურთას სამების წმ. გიორგის ეკლესია – XIX საუკუნე
ქვემო ერმანის წმ. გიორგის ნიში – XX საუკუნე
ყუფთას წმ. გიორგის ეკლესია – განვითარებული შუა საუკუნეები
ცხინვალის ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია – XVII საუკუნე
ცხინვალის კავთის წმ. გიორგის ეკლესია – X-XI სს.
ცხინვალის წმ. გიორგის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები
ძარწემის პარსეთის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
ძარწემის წმ. გიორგის ეკლესია – X-XII სს.
წიფორის წმ. გიორგის ეკლესია – VIII-IX სს.
წიფორის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
ხოძის წმინდა გიორგის ეკლესია – XIX-XX სს.


#დიდილიახვისხეობისსახელმწიფომუზეუმნაკრძალი




#2022

13/04/2026

Address

Gori

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995598913150

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი/Didi Liakhvi Museum-Reserve posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი/Didi Liakhvi Museum-Reserve:

Shortcuts

Share

Category