ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Chokhatauri
  • ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი

ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება

17/08/2026
03/08/2026
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში არსებული დოკუმენტაციისა და ფოტო...
17/07/2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში არსებული დოკუმენტაციისა და ფოტომასალის სამუზეუმო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და დაცულობის ხარისხის გაზრდის მიზნით, განხორციელდა მასშტაბური სამუშაოები.

ა(ა)იპ არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა მუზეუმის ფონდში. კომისიამ მოახდინა მასალების სრული იდენტიფიცირება, გამიჯვნა, სისტემატიზაცია და, სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად, საინვენტარო ნომრების მინიჭება.

აღნიშნული პროცესი წარიმართა „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობისა და „საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

09/07/2026

𝟏𝟒 ივლისი — ნოდარ დუმბაძის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა

▪️ 𝟏𝟑:𝟎𝟎 — ნოდარ დუმბაძის სკვერი (დაბის ცენტრი)
ნოდარ დუმბაძის ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია.

▪️ 𝟏𝟑:𝟑𝟎 — ხელოვნების სასახლე
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“
რეჟისორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი.

▪️ 𝟏𝟓:𝟑𝟎 — ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი
ჩოხატაურის სამხატვრო სკოლისა და თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ერთობლივი გამოფენა — ნოდარ დუმბაძის პერსონაჟებზე შექმნილი ნამუშევრები.

▪️ 𝟏𝟕:𝟎𝟎 — ხიდისთავის სკვერი

• ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი;

• პატრიარქის ნათლულთა გუნდის მუსიკალური შესრულება (ხელმძღვანელი: მაია მიქაბერიძე)

☑️ დასწრება თავისუფალია.

ედმუნდ კალანდაძის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეამ წარმატებით განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი — მა...
15/06/2026

ედმუნდ კალანდაძის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეამ წარმატებით განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი — მასტერკლასი „ქვების ხელოვნება“ (Pebble Art), რომელიც მხატვარ ხათუნა დოლიძის პერსონალური გამოფენის „ყველა ფერი ერთად“ ფარგლებში ჩატარდა.
მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო 9 საჯარო სკოლის 53-მა მოსწავლემ, რომლებმაც აითვისეს “ქვის ხელოვნების ტექნიკა, გაეცნენ ბუნებრივი ფორმების მხატვრულ გადაწყვეტას და განავითარეს გუნდური მუშაობის უნარები.
პროექტმა ხელი შეუწყო კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზის პოპულარიზაციას მოზარდებში.

პროექტ"ცოცხალი წიგნების" ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას  საჩუქრად გადაეცა წიგნები.
04/06/2026

პროექტ"ცოცხალი წიგნების" ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები.

,,რომ შემეკითხონ, თუ ვინ უნდა გიყვარდეს უფრო მეტად, ღმერთი თუ მოყვასი, ვუპასუხებ, რომ ეს ორი რამ არ არის ურთიერთისგან გა...
26/05/2026

,,რომ შემეკითხონ, თუ ვინ უნდა გიყვარდეს უფრო მეტად, ღმერთი თუ მოყვასი, ვუპასუხებ, რომ ეს ორი რამ არ არის ურთიერთისგან განვითარებული, რადგან ღმერთი განკაცებით მოყვასად იქცა, ხოლო კაცური საწყისის, ანუ იესოს უკვდავყოფით, კი მან ღმერთად აქცია მოყვასი“.

„ქრისტიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რელიგია, უპირველეს ყოვლისა იგია ადამიანისადმი,მოყვასისადმი უსასყიდლო სიყვარული. ამიტომაცაა იგი ჰუმანისტური კულტურის ერთადერთი მასაზრდოებელი წყარო“.
მერაბ კოსტავა.

 #სამუზეუმოკვირეული2026 #მუზეუმებიაერთიანებენდაყოფილსამყაროს სამუზეუმო კვირეულის ფარგლებში, გურიის ერისთავების რეზიდენცი...
25/05/2026

#სამუზეუმოკვირეული2026
#მუზეუმებიაერთიანებენდაყოფილსამყაროს
სამუზეუმო კვირეულის ფარგლებში, გურიის ერისთავების რეზიდენციაში, გაიმართა ღონისძიება: " გურიის ერისთავები-ჩაის პირველი პროდუქციის მწარმოებლები საქართველოში".
175 წლის შემდეგ, ერისთავების რეზიდენციაში, პირველად მოხდა ისტორიის გაცოცხლება-სიმბოლური ჩაის დაკრეფა.
ჩაის კულტურის ცნობიერების ამაღლების და გურიის ერისთავების როლზე ჩაის წარმოებაში ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს აგრალური უნივერსიტეტის, ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორმა,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრმა,აკადემიკოსმა,ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა,პროფესორმა თემურ რევიშვილმა და საქართველოს აგრალური უნივერსიტეტის მეცნიერ თანამრომელმა,ინჟინერმა,ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ბახვა დოლიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩაის ფაბრიკების გაერთიანების ყოფილი დირექტორი მამია ბარამიძე,მეორე ჩაის ფაბრიკის ყოფილი დირექტორი მანანა ძნელაძე და ადგილობრივი მეწარმეები.
საღამოზე მოხდა ბროშურის: "ჩაის კულტურა საქართველოში"პრეზენტაცია.
ღონისძიება ჩატარდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით.
ფოტო: ია ტაკიძე

Address

2 Dumbadze Str
Chokhatauri
4900

Telephone

+995577957957

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი:

Shortcuts

Share

Category