ხევსურეთის ისტორია • Arabuli ArtHouse

  • Home
  • Georgia
  • Chirdili
  • ხევსურეთის ისტორია • Arabuli ArtHouse

ხევსურეთის ისტორია • Arabuli ArtHouse ხევსურეთის ისტორია, ფოტომატიანე, ეთნოგრაფია და უძველესი რწმენა-წარმოდგენები

Arabuli arthouse /
ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ი ს ს ა ხ ლ ი
ა რ ა ბ უ ლ ი ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო მდებარეობს ძალიან საინტერესო კულტურითა და ეთნოგრაფიით მდიდარ კუთხეში, ხევსურეთში. მისი ფუნქცია არის ხევსურეთში არსებული ეთნო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შესწავლა, შენახვა, განვითარება და იქ ჩასული სტუმრების თუ ფართო საზოგადოებისთვის სათანადოდ გაცნობა. Arabuli Arthouse is a c

ultural center and a workshop in the historic setting of spectacular mountainous village Korsha. It aims to survey and develop intangible ethnic cultural heritage of Khevsureti and train local youth and visitors to

ensure livelihood of ancient traditions.

29/06/2026

1998 წელი | ალუდა ქეთელაური და გიორგი ჭინჭარაული |
ვიდეო გადაღებულია სოფელ გუდანში
© France 2

გიგია ჭინჭარაულის ოჯახი | ბარისახო |შვილები: გაგა (''ტყიჩი'' - პოეტი), ბათირა (''ბექო''- ოქრომჭედელი), მეუღლე ბუბა არაბუ...
28/06/2026

გიგია ჭინჭარაულის ოჯახი | ბარისახო |
შვილები: გაგა (''ტყიჩი'' - პოეტი), ბათირა (''ბექო''- ოქრომჭედელი), მეუღლე ბუბა არაბული

ეპიტაფია

ყველამ იარა თავის გზით!..
მე გგალე ჩემებურადა:
მიწა – მყოფნიდა ლოგინად,
ცა – მაღლით დასახურადა,
რამდენჯერ შენი სიცრუე
მჭრიდა შუაზე, – მწურავდა...
არ დავცემულვარ მუხლებზე
მეფეთა სამსახურადა;
მაინც გაგლიე, ტიალო,
ნახტომ-ნახტომით მგლურადა!..

გაგა (ტყიჩი) ჭინჭარაული



დედა

მიწას გაზნექილს მზე განაბული
დასცქერს ზევიდან და მდუმარებით...
გადაჯაგულა მამის მამული
და ჩამომპალა სახლის კარები.

ვიფშვნეტავ თვალებს, ვაწმინდებ ხედვას;
კარებთან დადის დედის პროფილი...
და ბუზის ბზუილს მოჰყვება სევდა,
სევდა, – ყოფილის თუ არყოფილის.

სხეული, – წყარო ტანამომშრალი,
ხეტიალობენ მარტო ფიქრები;
ქარზე ქანაობს დედის თავშალი
ცაცხვის ფოთლებთან განაჯიბრები.

შუბლზე გაირბენს სიგიჟის ხაზი
და გაიხსნება კარის ურდული:
„სად იყავ შვილო“? – დედის ხმა ნაზი...
„არსად“! – ქვითინის ხმა გაგუდული...

გაგა (ტყიჩი) ჭინჭარაული

28/06/2026

გაგა (ტყიჩი) ჭინჭარაული - “მტკივიხარ, გრძელო სოფელო…”

***
მტკივიხარ, გრძელო სოფელო,
ნაოᲴარივით გამᲴდარო,
ერთ დროს ერთმანეთს გაბმულო,
ძმა-სახლიკაცის ბან-კარო.
სუმუდამ ძახილ-ძუხილო,
ბან-წინგარდაზე ხახანო,
წუხრ-წუხრ ერთუცის პატიჯო,
საერთო სადილ-ვახშამო.
შაყრილო უფროს-უმცროსო.
თავ-თავის სკამზე დამსხდარო,
ერცხვის მანდაურ ქალ-ზლითა
აყვავებულო ქაზდარო.
შაკრულო ისრის კონაო,
გადასატეხად მაგარო.
მგონდები, მამის სიზმარო,
გასახსენებლად საზარო,
ნანახვო ქრისტეს ღამესა,
დილას ცრემლებით ნათქვამო.
იმ დროში წარმოუდგენო,
რაღაც მითო და ზღაპარო,
დღეს კი მზის მასვლასავითა
ასრულებულო, ამᲴდარო.
საიდან მახვე შავ წყალო,
სახლის ყორეებს მამდგარო,
კეზო, მუხისგან გათლილო,
დედაბოძზეით გამხტარო.
კერაში გადაზელილო
მიწავ, ნაკვერჩხალ-ნაცარო,
ცრემლს მადენ, იფნის უღელო,
ერთ დროს მანძილათ ნადგამო.
შუაზე გადამტვრეულო,
ტაბიკ-აპეურ დამწვარო,
დროთა ქარების ნალოკო,
სანთლის ფეხივით გამდნარო.
მამულო, დამეწყრებულო,
მაშლილო სამან-სამძღვარო,
ხრამ-ნაპრალებად ნაქცევო,
საბელთ გაშლაზე გამხტარო.

გაგა ჭინჭარაული

ბორის პასტერნაკი და მარინა ცვეტაევა ხევსურეთის შესახებ1930-იან წლებში, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატი ბორის პასტერნაკი...
04/04/2026

ბორის პასტერნაკი და მარინა ცვეტაევა ხევსურეთის შესახებ

1930-იან წლებში, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატი ბორის პასტერნაკი ვაჟა-ფშაველას „გველისმჭამელს“ თარგმნიდა, ის აგროვებდა ინფორმაციას აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის შესახებ.

პასტერნაკისთვის ეს მხარე არა უბრალოდ ეთნოგრაფიული ეგზოტიკა, არამედ “დროში გაყინული ეპოსი იყო”.

„ხევსურებს უძველესი კულტურა აქვთ, წარმართობა შერეულია ქრისტიანობასთან. ხევსურთა ცხოვრების წესი იმდენად შორს არის ჩვენი გაგებისგან, რომ არსებობს ლეგენდა, თითქოს ხევსურები აქ გადმოკარგული და რაინდობასა და რომანტიკაში დაკონსერვებული ჯვაროსნების შთამომავლები არიან.“

პასტერნაკი ვაჟას გენიას პირდაპირ შექსპირს ადარებდა. მისთვის მთის ტრადიციები (სისხლის აღება, თემიდან მოკვეთა, ბუნებასთან კავშირი) ანტიკური ტრაგედიის მასშტაბის იყო, რომელიც მხოლოდ ასეთ ხელშეუხებელ გარემოში შეიძლებოდა დაბადებულიყო.

ამ ისტორიაში ყველაზე ემოციური მარინა ცვეტაევას რეაქციაა, როდესაც პოეტმა პასტერნაკის მიერ თარგმნილი ვაჟას პოემა წაიკითხა…

ცვეტაევა პასტერნაკს წერდა, რომ ამ პოემას და ხევსურეთს ჰქონდა რაღაც წარმოუდგენელი, „წარღვნამდელი, ბიბლიური ძალა“.

მისთვის ეს არის სამყარო, “სადაც ადამიანი და ბუნება ჯერ კიდევ არ არიან ერთმანეთისგან გათიშულნი — სივრცე, სადაც ადამიანის სული ყველაზე ახლოს არის ცასთან და სადაც მითი ყოველდღიურობის ნაწილია”.

ხევსურეთი მათთვის იყო არა უბრალოდ რუკაზე მონიშნული ადგილი, არამედ პოეტური და ფილოსოფიური მეტაფორა იმისა, თუ როგორი შეუპოვარი და თავისუფალი შეიძლება იყოს ადამიანი.

© ხევსურეთის ისტორია • Arabuli ArtHouse

14/03/2026

გაბრიელ ჯაბუშანური კითხულობს ლექსს “ლაშარი”

წიკლაურების სოფელი როშკა | ფაფარენა | 1908 წელი
11/03/2026

წიკლაურების სოფელი როშკა | ფაფარენა | 1908 წელი

ფოტოგრაფი როლფ შრადე წერს, რომ ფოტო გადაღებულია სოფელ ხახმატში, თუმცა შესაძლოა აღწერაში შეცდომაა და კადრი სოფელ ხახაბოში...
10/03/2026

ფოტოგრაფი როლფ შრადე წერს, რომ ფოტო გადაღებულია სოფელ ხახმატში, თუმცა შესაძლოა აღწერაში შეცდომაა და კადრი სოფელ ხახაბოში იყოს გადაღებული.

| 1960 წელი |

ხევსურეთის ისტორია • Arabuli ArtHouse

“…შევატყვეთ რომ კვდებოდა გაბრიელი. ყოველდღე, ყოველ საღამოს მივდიოდით ხევსური ბიჭები. 1968 წლის 23 დეკემბერს დალია სული. ...
10/03/2026

“…შევატყვეთ რომ კვდებოდა გაბრიელი. ყოველდღე, ყოველ საღამოს მივდიოდით ხევსური ბიჭები. 1968 წლის 23 დეკემბერს დალია სული. 54 წლისა მოკვდა ვაჟა-ფშაველასავით, გაწყდა „ერთი თასმა ვაჟას ქალამისა“. თვითონაც ამბობდა: „ორმოცდათოთხმეტისა მოკვდა ვაჟა-ფშაველა, მე რა უფლება მაქვს, მეტხანს ვიცოცხლოო!“

მოკვდა გაბრიელ ჯაბუშანური. პანაშვიდებზე მოსული მწერლები ვითომ აღშფოთებულნი ლაპარაკობდნენ — ეს რა ბინაში უცხოვრია ასეთ პოეტს, სირცხვილი არ არისო?! არადა, მართლაც საკვირველ-საცოდავი ბინა იყო…
… და აი, ეხლა უხერხულობას განიცდიდნენ თუ თანაგრძნობას გამოხატავდნენ საბჭოთა ხელისუფლების მომღერალი კალენდრის პოეტები, მწერალთა კავშირიდან რომ ჰქონდათ მიღებული ისეთი ბინები, ცხენი გაჭენდებოდა…

დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. არ იყო ბევრი ხალხი. ქელეხი, რა თქმა უნდა, მის ბინაში გადაიხადეს. ოცი-ოცდახუთი კაცი — პოეტები, მეგობრები — იმ სამკუთხა ოთახში დასხდნენ, ჩვენ, ნათესავები და ახალგაზრდები, დაბალ ოთახში დავსხედით. რადგან შუაზე კარი არ იყო, კარგად ისმოდა იმათი ლაპარაკი, სადღეგრძელოები. … ერთ მომენტში ატყდა აღშფოთებული საუბარი იმაზე, მწერალთა კავშირს რატომ გამორჩა მხედველობიდან გაბრიელის ასეთ პირობებში ცხოვრებაო, სიკვდილის შემდეგ ვიცით კაცის დაფასებაო.

ტყიჩმა (გაგა ჭინჭარაულმა) ვეღარ შეიკავა თავი და ხმამაღლა დაიწყო გინება:
— მე ამათი დედა... ეს ხალხია?! ან რომელია პოეტი?! გაბრიელის ქალამნის თასმად არ ღირანო! თავად ხომ აქვთ კარგი ბინები! სანამ ცოცხალი იყო, არც ახსოვდათ, ეხლა დაიწყებენ აქ კარგკაცობას! ახია, რო სუ წიხლის კვრით დავირეკო ეს მკვდარ-ძაღლ-მამაძაღლებიო?!

ვეცით, პირზე ხელს ვაფარებდით — სირცხვილიაო, უხერხულიაო, გაბრიელის სულსაც ნურას ვაწყენთო! არ გაჩერდა, სანამ ციცქამ, გაბრიელის ძმამ, არ უყვირა. სუფრასთან უხერხულობა, თორემ მართალი იყო გაგა.

იმ მედროვე პოეტებიდან ორ-სამიღა თუ შემორჩა ქართულ მწერლობას, გაბრიელის ლექსებს კი დღესაც სიამოვნებით კითხულობენ პოეზიის მოყვარულნი…”

ტექსტი: გიგი ხორნაულის მოგონებებიდან

ხევსურეთის ისტორია • Arabuli ArtHouse

დედა-შვილი ხევსურეთიდან • 1920-იანი წლები • სოფელი ქობულოხევსურეთის ისტორია • Arabuli ArtHouse
03/03/2026

დედა-შვილი ხევსურეთიდან • 1920-იანი წლები • სოფელი ქობულო

ხევსურეთის ისტორია • Arabuli ArtHouse

ხევსური მეომრის აღჭურვილობა. XVIII-XIX სს.
03/03/2026

ხევსური მეომრის აღჭურვილობა. XVIII-XIX სს.

Address

Chirdili

Telephone

+995 599711156

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხევსურეთის ისტორია • Arabuli ArtHouse posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ხევსურეთის ისტორია • Arabuli ArtHouse:

Shortcuts

Share

Category