ხელოვნების მუზეუმი - აჭარის მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ხელოვნების მუზეუმი - აჭარის მუზეუმი
Call Directions Website Contact the museum

ხელოვნების მუზეუმი - აჭარის მუზეუმი მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვანების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები The interior of the museum is an united large space.

მუზეუმის შესახებ
ხელოვნების მუზეუმი თანამედროვე ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მის ფონდებში დაცული ექსპონატები ქმნის სოლიდურ კოლექციას, რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ძირითად ეტაპებზე.
მუზეუმი განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, რომელიც დაპროექტებულია ცნობილი არქიტექტორის კახა ჯავახიშვილის მიერ 1949 წელს. ეს მონუმენტური ნაგებობა ხასიათდება მკაცრი, დახვეწილი არქიტექტონიკით, დეკორის სისადავით, ფასადს ამშვენებს გამოჩენილი მოქანდაკის თამარ აბაკელიას მიერ 1951-52 წლებში შესრულებული რელიეფური ფრიზი. მუზეუმის ინტერიერი ერთიან დიდ სივრცეს წარმოადგენს. ცენტრში საპარადო კიბეა, რომელსაც ჭერში დატანებული ორნამენტული ვიტრაჟი ანათებს. შენობის ექსტერიერის და ინტერიერის გაფორმება შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მოტივებით არის შთაგონებული. ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1998 წლის 19 დეკემბერს.

2023 წლის იანვარიდან ხელოვნების მუზეუმში განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა. მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები მუზეუმის ფონდიდან. პირველი სართული დაეთმო უცხოელი ოსტატების ფერწერულ ნამუშევრებს: რიჰარდ ზომერი, ბორის ფოგელი, გაბრიელ შახინგერი, სტეფან ბაკალოვიჩი, ჩარლზ ლეიკერტი, ა.ლ. ტერნი და სხვა ოსტატები, რომლებიც ძირითადად კლასიცისტურ, სალონურ-აკადემისტურ და რეალისტურ მანერაში მუშაობდნენ.

მეორე სართულზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის შესანიშნავ მხატვართა მთელი პლეადა: ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ზურაბ ნიჟარაძე, დიმიტრი ერისთავი, რადიშ თორდია, ნიკოლოზ იგნატოვი, ესმა ონიანი, გია ბუღაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი და სხვა ოსტატები, რომლებმაც ქართულ ხელოვნებას საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი.

2015 წლის 26 მაისს ხელოვნების მუზეუმს ახალი სამხატვრო გალერეა შეემატა. ეს ნაგებობა მუზეუმის ისტორიული შენობის ჰარმონიული გაგრძელებაა, რომელშიც დაცულია მისი არქიტექტურულ-სტილისტური ნიშნები. გალერეის გახსნის დღიდან მუზეუმის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო _ აქ სისტემატიურად ხორციელდება სხვადასხვა სახის საინტერესო პროექტები, რაც სამუზეუმო საქმეს კიდევ უფრო თანამედროვეს, მრავალფეროვანს და ინტენსიურს ხდის.


______________________________________
The Museum of Art is one of the important centers of contemporary Georgian culture. The exhibits, kept in its foundations create the solid collection, which gives a vivid idea of the main trends of XX century Georgian fine arts. The museum is located in one of the historical buildings of Batumi, designed by the famous architect Kakha Javakhishvili in 1949. This monumental contstruction is characterized with its strict, refined architectonics and simplicity of decor. The facade is decorated with the relief frieze by the famous Georgian sculptor Tamar Abakelia (1951-52). There is a ceremonial staircase in the center. It is illuminated by an ornamental stained-glass ceiling. The exterior and interior decoration of the building is inspired by the motifs of medieval Georgian architecture. The Museum of Art was officially opened on December 19, 1998. In January 2023, a renewed exposition was opened in the Art Museum. The permanent exposition presents the works of Georgian and foreign artists of the XIX-XX centuries from the museum fund. The first floor is dedicated to the paintings of foreign masters: Richard Sommer, Boris Vogel, Gabriel Schachinger, Stefan Bakalowicz, Charles Leickert, A.L.Terni and other masters, who worked mainly in classicism, salon-academic and realistic manner. The second floor presents whole pleiad of great artists of different generations who achieved worldwide fame of Georgian art: Niko Pirosmani, Gigo Gabashvili, Mose Toidze, David Kakabadze, Lado Gudiashvili, Elene Akhvlediani, Zurab Nizharadze, Dimitri Eristavi, Radish Tordia, Nikoloz Ignatov, Esma Oniani, Gia Bugadze, Rusudan Petviashvili and other masters. The new art gallery was added to the Art Museum on May 26, 2015. This building is a harmonious continuation of the historical building of the museum, in which its architectural-stylistic features are preserved. Since the opening of the gallery, a new stage of the museum life has begun – various interesting projects are systematically implemented here, which makes the museum work more modern, diverse and intensive.

🔸 გამოფენა „ტრადიციული მემკვიდრეობა დიზაინში“🗓️ 29 სექტემბერი / 17:00📍 აჭარის ხელოვნების მუზეუმი, გორგილაძის ქ. 8🔸 Exhib...
24/09/2026

🔸 გამოფენა „ტრადიციული მემკვიდრეობა დიზაინში“

🗓️ 29 სექტემბერი / 17:00

📍 აჭარის ხელოვნების მუზეუმი, გორგილაძის ქ. 8

🔸 Exhibition “Traditional Heritage In Design”

🗓️ September 29th / 5:00pm

📍 Ajara Art Museum, 8 Z. Gorgiladze str.

21/09/2026
 #მუზეუმისკოლექციაახალი ექსპონატითანამედროვე ქართული მხატვრობადათო ბაძაღუა (დ. 1972) გააფერადე სამყარო. 2025 ტილო, აკრილ...
21/09/2026

#მუზეუმისკოლექცია
ახალი ექსპონატი
თანამედროვე ქართული მხატვრობა
დათო ბაძაღუა (დ. 1972)
გააფერადე სამყარო. 2025
ტილო, აკრილი. 94X120


New Exhibit
Modern Georgian painting
DATO BADZAGUA (b. 1972)
Color the world. 2025
canvas, acrylic. 94X120

აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.მუზეუმის საგამოფე...
20/09/2026

აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 25 ქართველი და უცხოელი მხატვრის 70-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.

20/09/2026
🔹აჭარის ხელოვნების მუზეუმში პროექტის „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026” - შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. 🔹პროექტი...
19/09/2026

🔹აჭარის ხელოვნების მუზეუმში პროექტის „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026” - შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა.

🔹პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირების მხარდაჭერით და შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაცია „პლენერი-20“-ის ინიციატივით ხორციელდება.

🔹შემაჯამებელი ექსპოზიცია აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ და აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად გახსნეს.

🔹ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საერთაშორისო პროექტის მნიშვნელოვან როლს ერებს შორის კულტურული დიალოგის გაძლიერებისა და პროფესიული კავშირების განვითარების პროცესში.

🔹წელს პლენერში მონაწილეობდა 25 ხელოვანი, 11 ქვეყნიდან, მათ შორის 13 ქართველი მხატვარი. შემაჯამებელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 70-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც მხატვრებმა 3 დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ შექმნეს.

🔹საერთაშორისო პროექტი მეექვსედ ჩატარდა ქალაქ ფოთსა და ბათუმში.

🎨 „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026“ ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიმართა. მუზეუმის საგამ...
17/09/2026

🎨 „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026“ ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიმართა. მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პლენერში მონაწილე 25 მხატვრის 70-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის 12 უცხო ქვეყნისა და საქართველოს 13 მხატვარი. პროექტში 11 ქვეყნის მხატვრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 3 დღის განმავლობაში „საერთაშორისო არტ-პლენერი მშვიდობისთვის“ ფერწერული ნამუშევრები ღია ცის ქვეშ შექმნეს.

„საერთაშორისო  პლენერი მშვიდობისთვის 2026 ’’- ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიმართა. 

🔹 საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026🗓️ 2026 წელი, 17 სექტემბერი, 17:00 საათი.📍 აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ზ. გორგილ...
16/09/2026

🔹 საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026

🗓️ 2026 წელი, 17 სექტემბერი, 17:00 საათი.

📍 აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ზ. გორგილაძის ქ. N8

🔹საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026

🗓️2026 წელი, 17 სექტემბერი,17:00 საათი.

📍აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ზ. გორგილაძის ქ. N8

Address

Ajara Art Museum/ზ. გორგილაძე № 8
Batumi
6010

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995422273894

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელოვნების მუზეუმი - აჭარის მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ხელოვნების მუზეუმი - აჭარის მუზეუმი:

Shortcuts

Share

Category