10/08/2026
🔹გინდათ თქვენს შვილს საოცარი მოგზაურობა აჩუქოთ კუ-ლტურის, შე-მეცნების, გა-ნათლებისა და მე-ცნიერების სამყაროში? მაშინ აჭარის მუზეუმი კიდევ ერთხელ გაგაოცებთ ბათუმის მკვიდრთ და სტუმრებს ამ საოცარი შემოთავაზებით!
🔹2026 წლის აგვისტოში საზაფხულო სკოლა -„კუშეგამე” უფასოა!
🔹საზაფხულო სკოლა "კუშეგამე", 7-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდებს იწვევს კუ-ლტურის, შე-მეცნების, გა-ნათლებისა და მე-ცნიერების სამყაროში სამოგზაუროდ. მუზეუმებში ისტორიის შესწავლა და ახალი ცოდნის მიღება ერთმანეთს იდეალურად ერწყმის და საოცარ შთაბეჭდილებებს ტოვებს მოზარდებში.
🔹თუ თქვენი შვილი არქეოლოგიითაც არის დაინტერესებული, მაშინ საზაფხულო სკოლის ერთი დღე დღესასწაულად გადაიქცევა, რადგან ისინი ნამდვილ საექსპედიოციო გათხრებს დაესწრებიან.
🔹საზაფხულო სკოლა "კუშეგამე" გელოდებათ 21, 24, 25, 26 და 27 აგვისტოს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე აჭარის სამუზეუმო გაერთიანების ყველა მუზეუმში. საზაფხულო სკოლის დამთავრებისას მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
🔹განრიგი მუზეუმებში:
1)ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი
📍 ალ. გრიბოედობის ქ. 5
🔹21 აგვისტო, 15:00-18:00
2) რელიგიის მუზეუმი
📍თამარ მეფის გამზირი
🔹24 აგვისტო, 15:00-18:00
3) ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი
📍 თამარის დასახლება, ლესელიძის 3ა
🔹25 აგვისტო, 15:00-18:00
4)აჭარის ხელოვნების მუზეუმი
📍 ზ. გორგილაძის ქ.8
🔹26 აგვისტო, 15:00-18:00
5) აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
📍 ხ.ახვლედიანის ქ.4
🔹27 აგვისტო, 15:00-18:00
იჩქარეთ, მხოლოდ 20 მონაწილე დარეგისტრირდება!
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfbasCo6aDYaKF9fFesI0DskgMSoiRvNLVDkQY5Tt2AenNaLQ/viewform?usp=preview