ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი მუზეუმში წარმოდგენილია მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ი.ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა პირადი ნივთები

თუ თქვენი მიზანია გაეცნოთ აჭარის ისტორიასა და კულტურას,ამის შესაძლებლობა აჭარის მუზეუმებში სტუმრობისას მოგეცემათ, მათ შორის ზღვისპირად ალ.გრიბოედოვის N 5-ში განთავსებულ ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში. ქალაქ ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი დაარსდა 2001 წელს პროფესორ თეიმურაზ კომახიძის ძალისხმევით.

მუზეუმში სტუმრობისას თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და საინტერესო ექსპოზიცია,სადაც მიიღებთ ინფორმაციას ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის და მისი როლის შესახებ აჭარის ისტორიაში.გაეცნობით ილია ჭავჭავაძის და სხვა საზოგადო მოღვაწეთა პირად ნივთებს, ფოტო მასალებს, ფერწერულ ტილოებს,სკულპტურულ,ყოფისა და ეთნოგრაფიულ ნივთებს. ილია ჭავჭავაძის გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან მოიხსენიება. ექსპოზიციაში წარმოდგენილია( ფოტო ასლი) ჭავჭავაძეთა გენეალოგიური შტო (ორიგინალის ავტორი მხატ. ლადო გუდიაშვილი). ექსპოზიციას ამშვენებს ილიას სახლ-კარის მაკეტი,რომელიც დამზადებულია მოქანდაკე ზურაბ წერეთლის მიერ. კარმიდამოს დათვალიერებისას რომელიც შემოზღუდულია რიყის ქვის გალავნით და სადაც განთავსებულია: საგვარეულო კოშკი,მარანი,თონე.ბეღელი,თავლა,წყლის წისქვილი, საოცარი განწყობა გეუფლება,თითქოს შენც იმ ყოფის ნაწილი ხდები . აქვეა ილიას ოჯახის პირადი ნივთები: სამოვარი,მაგიდა-კარადა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ხელის საკერავი მანქანა,რომელიც ეკუთვნოდა ილიას მეუღლეს ოლღა გურამიშვილს. ექსპოზიციას ამშვენებს ილიას მიერ 1877 წელს დაარსებული გაზეთ“ივერიის“გამოცემები. ექსპოზიციაში დაცულია ილია ჭავჭავაძის სატირული ნაწარმობის,,კაცია ადამიანის ?!“ პერსონაჟების „ლუარსაბისა და დარეჯანის“ქანდაკება (ავტ.დ. ბოლქვაძე). მუზეუმში დაცულია შერიფ ხიმშიაშვილის,ზემო აჭარი მმართველის, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის „ჯიბის საათი.“ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქ.ბათუმში პირველი ქართული სკოლის მაკეტი. 1881 წელის 23 მარტს ილია ჭავჭავაძემ და წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმში გახსნა პირველი ქართული სკოლა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების აჭარის განყოფილებას ხელმძღვანელობდა ექიმი,პოეტი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ვოლსკი. ბათუმში ჩამოსვლისას ილია ჭავჭავაძე ჩერდებოდა გრიგოლ ვოლსკის სახლში. ექსპოზიციაში წარმოდგენილია გრიგოლ ვოლსკის ოჯახის სავარძლები ( XIX ს .II ნახ.) ქალაქის თავად ქართველის არჩევას ილია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. 1895 წელს ილიას რეკომენდაციით ბათუმის თავად არჩეული იქნა ლუკა ასათიანი . 1902 წელს ივანე ანდრონიკაშვილი. სწორედ მათი მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო ბათუმის კულტურულ ეკონომიური აღმშენებლობა.საძირკველი ჩაეყარა და აშენდა ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები,საავადმყოფო,გაიხსნა სკოლები, დამონტაჟდა თბოელექტრო სადგური, საფუძველი ჩაეყარა მწვანე კონცხის ,ბოტანიკური ბაღის განაშენიანებას. ფოტოები დაცულია მუზეუმის ექსპოზიციაში. ექსპონირებულია ლუკა ასათიანის,, კედლის საათი“,გერმანული წარმოების( XIX ს. I ნახ.) ექსპოზიციაში წარმოდგენილია ინგლისელი ქართველოლოგების მარჯორი და ოლივერ უორდროპების 1896 წელს საგურამოში ,,ილიაობის“, დღესასწაულზე სტუმრობის ამსახველი ფოტო მასალები.
1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გზაზე წიწამურთან ვერაგულად მოკლეს ილია ჭავჭავაძე. ,,ბერდენკის“ ტყვიით გაუგმირეს გული. ერის მოჭირნახულეს ამოართვეს მშობელი ხალხის სიყვარულით ანთებული სული. მუზეუმის ექსპოზიციაში დაცულია ილიას ,,ნიღაბი“(ასლი). ორიგ. ავტორი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე. 1987 წელს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და ეწოდა ,,წმინდა ილია მართალი“. ექსპოზიციაში წარმოდგენილია მხატვარ ზ.წულაძის მიერ შესრულებული ფ/ტილო ,, წმინდა ილია მართალი“.
მუზეუმში მოსწავლეებისათვის ტარდება საგანმანათლებლო პროგრამები. სტუდენტებისათვის ლექციები.ასევე ლიტერატურული და შემოქმედებითი საღამოები.
მუზეუმი მუდამ მზად არის ვიზიტორთა მასპინძლობისათვის საინტერესო ექსკურსიებით.




მუზეუმში შესვლა უ ფ ა ს ო ა!
__________________________________________________________


ADMISSION IS FREE!

05/06/2026

📣ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამა ,, ბუნების სურათები” ჩაუტარდათ.
პედაგოგს ნანა ზენაიშვილს, მუზეუმისგან გადაეცა სერტიფიკატი.
🏛️პროგრამას უძღვებოდა მუზეუმის გიდი-კოორდინატორი, გულნარა ბერიძე.

🌈 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმმა პატარა სტუმრებს...
02/06/2026

🌈 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმმა პატარა სტუმრებს დაუვიწყარი და სიხარულით სავსე დღე აჩუქა.
🎈 ღონისძიების ფარგლებში მუზეუმის სივრცე ბავშვების ღიმილით, მხიარული განწყობითა და ფერადი ემოციებით აივსო. პატარები სიხარულით ჩაერთნენ ბუშტების შოუში, შემოქმედებით აქტივობებსა და სახალისო თამაშებში. მუზეუმის გარე პერიმეტრი კი მათ მიერ ფერადი ცარცებით შექმნილმა ნახატებმა გაალამაზა.
👫მეგობრულმა და თბილმა გარემომ მათ ახალი მეგობრების შეძენისა და სასიამოვნო დროის გატარების საშუალება შეუქმნა.
🏛️ ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს. ვუსურვებთ მათ ბედნიერ, ლაღ, შემოქმედებით და წარმატებებით სავსე ბავშვობას!

02/06/2026

👫🌏 ,,მზიანი დღე მუზეუმში”

01/06/2026
🌏1 ივნისს, 12:00 საათზე , ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძისსახელობის ბათუმის მუზეუმი პატ...
31/05/2026

🌏1 ივნისს, 12:00 საათზე , ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის
სახელობის ბათუმის მუზეუმი პატარა მეგობრებს მხიარულ და ფერად ღონისძიებაზე
ეპატიჟება.
👫ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის მოეწყობა ანიმაციური ფილმის ჩვენება,
ბუშტების შოუ, მუზეუმის გარე პერიმეტრზე ცარცებით მოხატვა, ასევე მუსიკალური, გასართობი და შემოქმედებითი აქტივობები.

📣ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში, ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლა...
29/05/2026

📣ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში, ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეებს, საგანმანათლებლო პროგრამა: ,, დავით კლდიაშვილი და აჭარა” ჩაუტარდათ.
🏛️პროგრამას უძღვებოდა მუზეუმის გიდი-კოორდინატორი, ირინა აბულაძე.
🔹პედაგოგს ანა ლამპარაძეს მუზეუმისაგან გადაეცა სერტიფიკატი.

23/05/2026

🎶 „ქალაქური ჰანგები მუზეუმში“ — მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი საღამო ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში.

🔹 მუსიკამ, მოგონებებმა და ქალაქურმა მელოდიებმა განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა და კიდევ ერთხელ გააერთიანა სხვადასხვა თაობა.

Address

Georgia, Griboedovi Street, № 5
Batumi
6010

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995599538610

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი:

Share

Category