11/07/2026
📚🐶 „კუპატას მოგზაურობა“ 🚂✨
ეს არის ისტორია კეთილი, ცნობისმოყვარე და მხიარული ძაღლის – კუპატას შესახებ, რომელიც თავგადასავლების საძიებლად მოგზაურობს. 🧳🐾 მისი ყოველი ნაბიჯი სავსეა ახალი აღმოჩენებით, მეგობრობითა და სითბოთი, ხოლო თითოეული მოგზაურობა გვახსენებს, რომ ყველაზე ლამაზი მოგონებები სწორედ გზაში იქმნება. 🌿💛
ეს წიგნი ბავშვებს ასწავლის სიკეთეს, მეგობრობის მნიშვნელობას, ოცნებებისკენ სწრაფვას და იმას, რომ არასდროს უნდა შევწყვიტოთ სამყაროს შეცნობა. 📖🌍
🎨 მე კი ამ ნახატით გადავწყვიტე კუპატას მოგზაურობა გამეგრძელებინა. ამჯერად ის სამტრედიაში მოვიყვანე 🌲🚲, სადაც ბუნების სიმწვანეში კიდევ ერთი პატარა, ლამაზი ისტორია შეიქმნა. 💚ამ ისტორიის დაწერაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის Idea Lab • იდეა ლაბი . ✨ მე ყოველთვის თქვენს სადარაჯოზე მიგულეთ🤍. იმედი მაქვს, კუპატას ეს გაჩერებაც ისეთივე დასამახსოვრებელი იქნება, როგორც მისი ყველა სხვა თავგადასავალი. 🐾🤍