11/06/2026
რუსუდან ზვიადაძის სოლო გამოფენა „ორეადები“ ბოლო წლების მხატვრული ექსპერიმენტებისა და ძიებების შედეგია. ანტიკური ალუზიების, კონცეპტუალური პეიზაჟებისა და საოჯახო ფოტოალბომების რეტრო მოტივებზე შექმნილი სერიები დახვეწილი და ემოციური ფერწერული ენით არის გადმოცემული. მისი ფსიქოლოგიური კომპოზიციები ლანდშაფტებისადმი მაღალ მგრძნობელობას ეგზისტენციალურ გამოცდილებას უკავშირებს, პერსონალურ მოგონებებსა და სივრცის განცდას კი ორიგინალურ კომბინაციებად აერთიანებს. თანამედროვე ფერწერით დაინტერესებული აუდიტორია იცნობს რუსუდან ზვიადაძის ნამუშევრებს სხვადასხვა ჯგუფური გამოფენებიდან, საერთაშორისო პროექტებიდან. ბევრისთვის მის სოლო გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრობა სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება.
კურატორი: ხათუნა ხაბულიანი
გამოფენის გახსნა: 14 ივნისი, 18:00 სთ
მისამართი: Collect Art Gallery, 48/50 მცხეთის ქუჩა
გამოფენა გაგრძელდება 19 ივნისის ჩათვლით
Rusudan Zviadadze’s solo exhibition “The Oreads” is the result of artistic experimentation and exploration in recent years. The series based on antique allusions, conceptual landscapes and retro motifs from family photo albums are conveyed in a refined and emotional pictorial language. Her psychological compositions combine a keen sensitivity to landscapes with existential experience fusing personal memories and a sense of space into original combinations. The audience interested in contemporary painting are familiar with Rusudan Zviadadze’s works from various group exhibitions and international projects. For many the ouvre presented in her solo exhibition will be a pleasant surprise.
Curator: Khatuna Khabuliani
Opening: June 14, 18:00
Exhibitions last until June 19
Venue: Collect Art Gallery, 48/50 Mtskheta Str.