22/05/2026
გიგა გაბუნია-ჩერნევცკი
[email protected]
გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მაგისტრი ( თეოლოგიის ) არქეოლოგი, ისტორიკოსი ლენტეხის ლ. მუსელიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი.
1980-83 წლის არქეოლოგიური გათხრები ლენტეხის ციხეზე ( ლარაში )
ლარაშის ციხე, რომელიც მდებარეობს ლენტეხის შესასვლელში, შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლია.იგი აგებულია კლდოვან კონცხზე, დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლეზე, ხელედურასა და ლასკადურას ხეობების შუაგულში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, ციხე მაინც ინარჩუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას და იზიდავს ანტიკურობისა და არქიტექტურის მოყვარულებს. არქეოლოგიური გათხრებისას ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის საფორტიფიკაციო და სამეურნეო ნაგებობები, მათ შორის ცხრა დიდი და პატარა საწყობი. აღმოჩენენილ ნივთებს შორის არის დოქი, ხელის მრგვალი წისქვილი, ქოთნის კედლების ფრაგმენტები, ირმის რქები და XVII საუკუნის კერამიკული მილები. ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს შეგიძლიათ ნახოთ უძველესი გალავნის ფრაგმენტები, რომლებზეც გადის ვიწრო, ციცაბო ბილიკი. ბორცვის ზემო ნაწილში, ე.წ „სახურავზე,“ შემორჩენილია მრავალი საწყობის ფრაგმენტები, რომელთაგან ზოგში კედლების სიმაღლე 1-2 მეტრს აღწევს. ციხის ცენტრში არის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა - ქვის ჭა (ანუ ხარო). ციხე ჩრდილო-დასავლეთით მთავრდება 6 მეტრამდე სიმაღლის წრიული კედლით, ნაგები სხვადასხვა მასალისგან-- რიყის ქვებით, ბრტყელი ქვებით, დიდი ფიქალებითა და ვარკის სქელი ფენებით. ციხის ტერიტორიაზე მდებარეობდა კარის ეკლესიაც, რომელშიც დაბრძანებული იყო მაცხოვრის ტრიკუსპიდური ხატი მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის გამოსახულებით. დღეს ეს სიწმინდე ინახება სკალდის მთავარანგელოზთა ეკლესიაში. ლენტეხის ლარაშის ციხე საინტერესოა იმ ისტორიკოსების, არქეოლოგებისა და ტურისტებისთვის, რომელთაც სურთ გაეცნონ რეგიონის მდიდარ ისტორიას და დატკბნენ უნიკალური უძველესი არქიტექტურის ხედებით. ციხეზე ვიზიტი საშუალებას გაძლევთ ჩაეფლოთ შუა საუკუნეების ატმოსფეროში და ნამდვილად დააფასოთ ამ რეგიონის კულტურული მემკვიდრეობა. მისი წარსული არ რჩება მხოლოდ შუასაუკუნეებში. ლარაშის ციხის არქეოლოგიური გათხრების დროს (1980-83 წწ ) აღმოჩენილია გაცილებით ძველი ფენა, რომელიც ორმო- სამარხების კულტურას უკავშირდება. ორმოსამარხი — ესაა მიწაში ამოთხრილი ორმო,არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც განკუთვნილია მიცვალებულის დასაკრძალავად. იგი გავრცელებულია პალეოლითის (მუსტიეს) ხანიდან. ძველ ორმოსამარხებში მიცვალებულს ატანდნენ სამკაულს, იარაღს, საოჯახო და სხვა ნივთებს, რაც გამოხატავდა მიცვალებულზე განსაკუთრებულ ზრუნვას. ნეშტს რომ პირდაპირ არ დაჰყროდა მიწა, ორმოსამარხებს ზოგჯერ ძელებით ან თაღით ხურავდნენ, ორმოს კედლებს კი ამოაშენებდნენ ან ამოლესავდნენ ხოლმე. იგივე დანიშნულება ჰქონდა ხის ან სხვა მასალისაგან დამზადებულ კუბოს (სარკოფაგს), რომელიც ანტიკური ხანიდან გავრცელდა. ზოგჯერ ამავე მიზნით მიცვალებულს ათავსებდნენ ორმოს გვერდით კედელში გამოთხრილ სათავსში. ამგვარ ორმოსამარხებს კატაკომბურ სამარხებს უწოდებდნენ.ორმოსამარხებს თავზე ხანდახან მიწის ან ქვის ზვინულს აყრიდნენ (მიწაყრილიანი და ქვაყრილიანი ორმოსამარხები). ძველთაგანვეა გავრცელებული ორმოსამარხების თავზე მემორიალური ძეგლების (სტელები, ფილები და სხვა) დადგმა. ხანდახან ამ ძეგლებზე სხვადასხვა გამოსახულება და წარწერაცაა ამოკვეთილი (ეპიტაფია).ორმოსამარხებში აღმოჩენილ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი საზოგადოების საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სულიერი კულტურის ისტორიის კვლევისათვის.
საქართველოში უძველესი ორმოსამარხები ადრინდელი ბრინჯაოს ხანით თარიღდება (ქვაცხელები). განსაკუთრებით მრავლადაა შესწავლილი გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რიკინისა და ანტიკური ხანის ორმოსამარხები (სამთავრო, ურბნისი, უფლისციხე და სხვა). ( 1980-83 ) წლის გათხრების ხელმძღვანელი ბატონი შოთა ჩართოლანი გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით პრაქტიკულად გაითხარა არსებული ძეგლი. ლარაშის ციხე- კომპლექსი წარმოადგენს ერთ დიდ სამარხს, რაც გათხრების დროს დადასტურდა. აქვე აღსანიშნია ამ სამარხების ტიპი, რომლებიც ინჰუმაციური ტიპის სამარხებს მიეკუთნება. გათხრების დროს დადასტურდა ცეცხლის კვალი იმ ადგილებში, სადაც არსებული სამარეები იყო განთავსებული. როგორც აღვნიშნე, ძეგლი ასევე ეკუთნის შუასაუკუნეებს და, რა თქმა უნდა, ამავე საუკუნის დამახასიათებელი უამრავი არქეოლოგიური მასალა არის აღმოჩენილი. ესენია: კერამიკა, ჭური და სხვადასხვა ადგილობრივი კერამიკული ნაწარმი, რომლებიც დაცულია ლენტეხის მ.მუსელიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქეოლოგიის ფონდში. ძალზე მნიშვნელოვანია და ყურადღება მისაქცევი ის ფაქტიც, რომელიც უკავშირდება ციხე- კომპლექსში არსებულ სალოცავ ადგილს,სადაც მოპოვებულია არჩვის,ჯიხვის, ირმისა და სხვა მსხვილფეხა პირუტყვის ძვალი. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რადგან მაღალმთიან რეგიონებში, კერძოდ სვანეთში, სალოცავების მნიშვნელობა და იქ ცხოველთა შეწირვის საკულტო ტრადიცია მაღალ სიმაღლეზე იყო და დღესაც დიდ ადგილს იკავებს მოსახლეობის ყოფაცხოვრებაში.საფიქრებელია ის ფაქტიც, რომ ეს ძეგლი წარმართული ეპოქის ბრწყინვალე ნიმუში უნდა იყოს. არსებული ძეგლის გათხრების დროს ქრისტიანული დაკრძალვის არცერთ წესს არ ვხვდებით. ერთ--ერთი ორმოსამარხის გასუფთავების დროს მიკვლეულ იქნა ბრინჯაოს მილაკი, რომლის სიგრძე 30 სმ. ხოლო დიამეტრი 2 სმ. სამარხები ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ არის დამხრობილი, ხოლო ზომები მისი სიგრძე 1,40 მ სიგანე 1 მ. ამ ციხე-- კომპლექსში ვხვდებით ასევე მართკუთხა ფორმის სამარხებს, რომლებსაც გააჩნდათ მოზრდილი ზომის რიყის ქვისგან ამოყვანილი ქვაყრილი, ზემოდან თავზე კი დასხმულია კირის დუღაბი. სამარხი გაჭრილია კლდოვან ქანში. იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთით მდებარეობს. მისი ზომებია: სიგრძე 2მ და სიგანე 80 სმ. სამარხის აღმოსავლეთ კუთხის პრეპარაციის დროს არქეოლოგთა ჯგუფმა მიაკვლია ქვის ფილებს, რაც სავარაუდოს ხდიდა სამარხში თავისებური დაკრძალვის წესს. ფილების მოხსნის შედეგად მიკვლეული იქნა ორმო-- სამარხი ( სიღრმე 20 სმ სიფართე 60-55 სმ.),რომელშიც ადამიანის თავის ქალა და ჩონჩხის მცირე ფრანგმენტებია ნაპოვნი.აღსანიშნია ის ფაქტი, რომ არსებული ძეგლი სიღრმისეულ და სამეცნიერო დონეზე ჯერჯერობით შეუსწავლელი რჩება.იმედს ვიქონიებთ, რომ ამ ადგილს ისევ ეწვევა არქეოლოგთა ის პროფესიონალური ჯგუფი, რომელიც არსებულ ციხე--კომპლექსს საფუძვლიანად შეისწავლის.
გთავაზობთ 1981-წლის არქეოლოგიური გათხრების საველე დღიურის ჩანაწერებს
სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიცია 1981 წლის 6 ივნისი
შერაზადაშვილი ბესიკ ინდიკოს ძე
6/6/81 წელი სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ლენტეხის რაზმი ( ბ.შერაზადიშვილი, რ,თევდორაშვილი, მ.ბაქრაძე )
დღეს ჩამოვედით დაბა ლენტეხში 1980 წელს ლენტეხის ციხეზე დაწყებული გათხრების გასაგრძელებლად
7/6/81 წელი მთელი დღის განმავლობაში რაზმი დაკავებული იყო საორგანიზაციო სამუშაოების შესრულებით
8/6/81 წელი მედა ექსპედიციის ხელმძღვანელი ( შ.ჩართოლანი ) გავედით ციხეზე შეიმჩნევა სათავსოების კრედლების მცირედი ნგრევის კვალი. კერძოდ, ჩამოშლილია ცილინდრული კოშკის ჩრდილო-დასავლეთის ღიობის ნაშთი. დაზიანებული სახით დაგხვდა თონე 1 სათავსოში, ასევე, დიდი ჭურები 3 სათავსოში
9/6/81 წელი სანამ მუშების საკითხი მოგვარდებოდა, რაზმი იწყებს საველე მუშაობას. გავწმინდეთ სათავსოები ჩამოცვენილი ქვებისგან; თავი მოუყარეთ სათავსოებში აღმოჩენილ მიმოფანტულ ძვლებს, მოვხსენით ცენტრალურ ნაგებობას სამაგრეები, მოვასუფთავეთ ძეგლის ტერიტორია.
10/6/81 წელი ლენტეხის სკოლასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად ღეიდან გათხრებზე იმუშავებენ ამ სკოლის მე-9 კლასელები. დილის 8 საათზე დავიწყეთ მუშაობა ( ამავე დღს დილის 6 საათზე ლენტეხიდან გაემგზავრნენ შ. ჩართოლანი და თ. ნაკანი )., ვწმენდთ ციხის სამხრეთ განლაგებული ჰაგებობის გარშემო მდებარე ტერიტოტიას. აქ ქვა-ღორღი ნაკლებია, თითქმის არ გვხვდება. მიწას ვთხრით მდ. ხელედურას მხარეს. გავკაფეთ ნაწილობრივ სამხრეთ კონცხზე მდებარე ბუჩქნარი.
11/6/81 წელი დილიდან დავიწყეთ ციხის სამხრეთით მდებარე მუხის დასავლეთი ტერიტორიის გათხრა. პირდაპირი კლდის ძირში 30 სმ-ის სიღრმეზე აღმოჩნდა ძალიან ბევრი ირმის, ჯიხვისს და არჩვის რქები ( იხილეთ ფოტო 1.) ისინი მიმოფანტულია კლდის გასწვრივ, დაახლოვებით 3 მ-ის სიგრძეზე და მეტრა ნახევრის სიგანეზე. ამ ძვლების გავრცელება ფრანგმენტულად შეიმჩნევა მუხის მხარესაც, მაგრამ ჯერჯერობით ის ადგილი გაწმენდილი არ არის. მდ. ხელედურას მხარეს ამ ძლოვან ფენაში ხელოვნურად ჩაჭრილი იყო ელქტროობისთვის ორმო, დაახლოვებით მუხიდან ორი მეტრის დაშორებით, რომელმაც გაანადგურა იმ ადგილას არესებული ძვლოვანი ფენა; მოსწავლე მარგველანმა ჩახატა ამ ძვლების განლაგების ( ესკიზი იხილეთ ფოტო 2 ) . აღნიშნული ადგილი შემოვკარით ფიცრებით. პარალელურად გავწმინდეთ ბალახოვანი საფარისაგან სამხრეთ კონცხზე არსებული ნაგებობის შემოღჩენილი კედლების ფრანგმენტები; ( მდ. ხელედურას მხარეს ).ძლოვანი ფენა გავხურეთ მომავალი გოტოგრაფირებისათვის. საფიქრებელია , რომ მუხა და მისი გვერდით არსებული ნაგებობის ნაშთები წმინდა, სალოცავი ადგილი უნდა ყოფილიყო. ჯიხვისა და ირმის რქები, რომელიც საპატიო შესაწირავ ნივთებად ითვლებოდა და ნადირობის კულტთან იყო დაკავშირებული ძველ სვანეთში ამას კარგად ადასტურებენ უახლესი დღეების გათხრები გათხ- რები უფრო ნათელ სურათს წარმოგვიდგენენ ამ მიმართებით.
12/6/81 წელი მთელი დღის განმავლობაში ვწმენდთ საკულტო დანიშნულების ადგილს დასავლეთ ხელედურას მხარეს ბალახოვანი და კორდოვანი საფარისაგან. მოვჭერით გამხმარი ნაძვის ხე კონცხის თავზე. ბალახოვანი საფარის გაწმენდის დროს ალაგ-ალაგ ამოვიდკონცხის თავზე დასავლეთ მხარს მცირე ზომის ქოთნის პირ-გვერდის ფრანგმენეტები, კეცი შავად გამომწვარი აქვს, გვერდზე შემოყვება მკრთალი, პარალელური ხაზები. ერთი პირგადაშლილია, მეორე კარგად გამოყვანილი კუთხოვანი ბაკოთი. შეგხვდა აგრეთვე შურულის მოზრდილი ქვები და პირუტყვის ძველები.
13/6/81 წელი გავწმინდეთ ბალახოვანი და ბუჩქოვანი საფარისაგან საკულტო ნაგებობის აღმოსავლეთი და ნაწილობრივ სამხრეთი მხარეები. სამხრეთ მხარეს ქვა-ღორღის გაწმენდის დროს გამოჩნდა ნახევარი მეტრის სიმაღლის კედლის ფრანგმენტები.
14/6/81 წელი კვირა დასვენების დღეა.
15/6/81 წელი დილიდან დავიწეთ საკულტო დანიშნულების ნაგებობის სამხრეთი მხარის კედლის გაწმენდა კედლის შიგა პერანგი მიდუღაბებული აღმოჩნდა კლდესთან. აქ ბალახოვანი საფარის ქვეშ ვრტცელდება შავი, დამწვარი ფენა, სადაც აღმოჩნდა თიხის ფილები, დერგის კედლების ნატეხები შავად გამომწვარი ქოთნის პირ-ყელის ფრანგმენტები, ლაბორანტები პარალელურად აწარმოებენ დასავლეთ მხარის ხელედურას ანალოგიური ფენის პრეპარაციას სადაც აღმოჩნდა; თეთრად გამომწვარი თიხისაგან დამზადებული ტალღური ორნამენტებით შემკული სურის ფრანგმენტი, ძვლის ანკესები ( 2 ცალი ) თიხის გეომეტრიულად გამოსახულებიანი ფილა, და სხვადასხვა ზომის თიხის ჭურჭლის ფრანგმენტები. ველა მათ ეტყობათ თერმული მოქმედების კვალი. მუშების ერთი ნაწილი ბალახოვანი და კორდოვანო საფარისაგან წმენდს საკულტო ნაგებობის აღმოსავლეთ მხარეს, აქ გამოჩნდა კედელში გაჭრილი ბილიკი, რომელიც მიემართება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და საკულტო დანიშნულების ნაგებობას უკავშირდება კლდეში გათლილი კიბეებით ჯერჯერობით გამოჩნდა კიბის სამი საფეხური აქ შეგხვდა დიდი ზომის თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრანგმენტი.
16/6/81 წელი ვწმენდთ საკულტო ნაგებობის აღმოსავლეთ მხარეს ჩამოშლილი მიწის და კორდოვანი საფარისაგან ამოვძირკვეთ ბიჩქნარი. აქ ნაყარ ფენაში გვხვდებოდა დიდი ზომის ჭურების კედლების ფრანგმენტები, მოთეთრო თიხისაგან დამზადებული დოქის კედლების ნატეხები და ბევრი ძვლები გავწმინდეთ ტერიტოტორია სალოცავი მუხის ძირიდან კლდის ბოლომდე. კლდეში გამოკვეთილ საფეხურების ქვეშ გამოჩნდა ხელოვნურად ჩათლილი მართკუთხა ფორმის ნიში, მისი დაბლა და გვერდით გათლილია ორი საფეხური.
17/6/81 წელი ვაგრძელებთ აღმოსავლეთი მხარის გაწმენდას. ხელოვნურ ნიშასთან იწყება კლდეში ჩაჭრილი ბილიკი, რომელიც გასდევს მთელ აღმოსავლეთ მხარეს, მისი სიგანეა მახევარი მეტრი ორ ადგილას ეს ბილიკი ჩაშლილია, 60 სმ. სიღრმეზე იწყება ტერასა, რომლის სიგანე სხვადასხვანაირია 2 მეტრიდან მახევარ მეტრამდე. მიკვლეულია ცეცხლის სანთები ორი კერა. ამ სამუშაოების შესრულების დროს გვხვდებოდა ჭურის დოქის და სხვა კერამიკული ჭურჭლის ფრანგმენტები, ასევე ბევრი ძვალი.
18/6/81 წელი ხუთშაბათი. დღეს ვწმენდით საკულტო დანიშნულების ნაგებობას ჩრდ. კედლის ნანგრევისაგან 11 სთ-ზე ჩამოვიდა ჩვენი მანქანა ტვირთით ნანგრევი ფენის ქვეშ გამოჩნდა დანახშირებული ზოლი, რომელიც მთელ კედელს გასდევს სიგრძეზე, ნანგრევებშიო აქა-იქ გამოჩნდა ჭურჭლის ფრანგმენტები აღმოჩნდა აგრეთვე ტყვიის ფურცელი.
19/6/81 წელი რაზმის ხელმძღვანელის ბესიკ შერაზადიშვილის ავადმყოფობის გამო ამ დღეს ხელმძღვანელობდი მე ლაბორანტი რუსუდან თევდორაშვილი განვაგრძე წინა დღეს დაწყებული საკულტო ნაგებობის ჩრდილოეთი კედლის გაწმენდა ნანგრევებისაგან დავედი დანახშირებულ ფენამდე, სადაც აღმოჩნდა ქვერის ბევრი ფრანგმენტი და ნახშირი.
20/6/81 წელი ამ დღესაც მე ლაბორანტი რუსუდან თევდორაშვილი ხელმძღვანელობდი, განვაგრძე მუშაობა ბალახისა და ზედმეტი მიწის საფარისაგან, გავწმინდეთ საკულტო ნაგებობის სამხრეთ მხარეს.
21/6/81 წელი კვირა დასვენების დღე.
22/6/81 წელი ბალახოვანი საფარარისაგან გავწმინდეთ საკულტო ნაგებობის ზედა კლდოვანი ბორცვი. პარალელურად ვაკეთებდით ჩრდილოეთი კედლის ძირში დანახშირებული ფენის პრეპარაციას ეს ფენა მთელ სიგრძეზე გასდევს ამ კედელს იგი ნანგრევი ფენის ქვეშ იყო მოქცეული ნანგრევი საფარის სისქე 1, 70 მ იყო. ნახშიროვანი ფენის პერპარაციის დროს შეგვხვდა დერგის ნამსხვრევები.
23/6/81 წელი სდაკულტო ნაგებობის ჩრდ. კედელი. კლდეზე არის დაშენებული ეს კლდე ხანგრძლივად ცეცხლის დანთების ძშედეგად მთლიანად დაშლილი და გაწითლებულია. დღეს ვამთავრებთ მის გასწვრივ დანახშირებული ფენის პრეპარაციას იატაკი კლდის მოსწორებულია მისი სიგანე 1,5 მეტრია, კედელი ხელოვნურად ჩათლილი კედელის პირზეა ამოყვანილი ისიც ფრაგმენტულად არის მოწეული აღმოსავლეთის ლასკადურას მხარეს მისი სიმაღლე კლდის დონიდან 1, 30 მმ
24/6/81 წელი დავასუფთავეთ ციხის N.1, 7, 8 და 5 სათავსოები
25/6/81 წელი ბალახოვანი საფარისაგან გავწმინდეთ ციხის ჩრდ კედლის მიმდებარე ტერიტორია კ. მეშველიანის ეზოს მხარეს
26/6/81 წელი დღეს დილით ციხის ტერიტორიის შემოვლის დროს მეცხრე ნაგებობის უკან შევამჩნიე სამარხის ფორმის კონტური, დღეს მოსწავლეები სამუშაოდ არ გამოსულან. გადავწყვიტე მომესინჯა ეს ადგილი ჰუმუსის მცირე საფარის მოცილების შემდეგ ნათელი შეიქმნა, რომ აქ კლდოვან ქანში სამარხეული კომპლექსი უნდა ყოფილიყო გათხრილი სამარხი მართკუთხა ფორმისაა. მუშაობის დროს მეხმარებოდა ლაბორანტი რ. თევდორაშვილი. სამარხში დიდრონ ქვებთან ერთად საშუალო ქვებიც იყო ჩატნეული. ზედაპირის დონიდან 65 სმ სიღრმეზე ( სამარხს გააჩნდა ქვაყრილი მოზრდო ზომის რიყის ქვისგან. როგორც ჩანს თავზე დასხმული ლირის დუღაბი მთლიანად იქნა მოცილებული წინა წლის გათხრების დროს ). აქა-იქ შეგხვდა წვრილფეხა ცხოველთა და ადამიანის ჩონჩხის ფრანგმენტები, ზედაპირის დონიდან 85 სმ სიღრმეზე მდებარტეობს სამარხის იატაკი. სამარხის ზომებია სიგრძე 2 მმ; და სიგანე 80 სმ სამარხი გათხრილია აღმოსავლეთიდან დასავლეთით კლდოვან ქანში. სამარხის აღმოსავლეთ კუთხის პრეპარაციის დროს წავაწყდით ქვის ფილებს, რაც სავარაუდოს ხდიდა სამარხში თავისებური დაკრძალვის წესს. მოვხსენით ფილები რომელთა ქვეშ ძირითადი სამარხეული ორმო იყო ლოკალიზებული ( იხილეთ ფოტო 3 ). პრეპარაციის გარეშეც კარგად ჩანდა ადამიანის თავისა და ჩონჩხის ფრანგმენტები ჩავატარეთ ფოტოგრაფირება და კვლავ გადავხურეთ ფილებით ძირითადი სამარხი ორმო მომავალი პრეპარაციისთვის ( ორმოს ზომებია; სიღრემე 20 სმ სიფართე 60-55 სმ )
27/6/81 წელი შაბათი მე და ლაბორანტმა მ.ბაქრაძემ დავასუფთავეთ სამარხი ორმოს გარშემო მდებარე ტერიტორია დღეს ჩამოვიდნენ მ. ენუქიუძე და ლალი ჭანჭალეიშვილი
28/6/81 წელი კვირა დასვენების დღე
29/6/81 წელი წვიმის გამო რაზმი ძეგლზე სამუშაოდ არ გასულა ლაბორანტებმა დარეცხეს და გააშრეს და დავთარში გაატარეს წინა დღის მასალა
30/6/81 წელი მთელი დღის განმავლობაში წვიმს მუშაობა შეჩერებულია
1/7/81 წელი დილით თბილისში გაემგზავრნენ მ. ბაქრაძე და რ. თევდორაშვილი მუშაობას ვაგრძელებთ სამარხი ორმოს გარშემო გავწმინდეთ სამარხის სამხრეთ გალავნის კედლის გაყოლება, იქ სადაც გალავნის დიდი ლოდი არის შემორჩენილი და ადრევე იქცევდა ჩვენს ყურადღებას. მოინიშნა მეორე სამარხის მზგავსი კონტური თუ აღნიშნული დადასტურდა აქ გვექნება ორი ორმო სამარხი გვერდით-გვერდ გაჭრილი ხოლო ეს უკანასკნელი კი ზედ გალავნის სამხრეთ კედელთან იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი ზევიდან კირის დუღაბით არის გადახურული კლდე ჩაჭრილია პირველი სამარხის გვერდით............ და შიგ კედელი ჩანს ამოშენებული ხელმძღვანელის ჩამოსვლამდე აღნიშნული ტერიტორიის გათხრა აღარ გაგრძელდება მუშაობა გადავიტანეთ ციხის სამხრეთი ფრთის გაყოლებაზე მდ. ლასკადურას მხარეს თხელი, ნაყარი მიწის ფენას ვწმენდთ კლდის დონემდე აქ მიკვლეული იქნა კედლის ნაშთი, რომელიც აღმოსავლეთის მხარის გალავნს ეკუთნის. შუადღის 14 სთ მუშაობა შევწყვიტეთ წვიმის წამოსვლის გამო
2/7/81 წელიდავასუფთავეთ სამარხი ორმოების გარეთ მდებარე ტერიტორია
3/7/81 წელი დილიდან მე და ლაბორანტი მ.ენუქიძე ვაკეთებდით პრეპარაციას აღმოსავლეთის ლასკადურას მხარეს მხრის გათლილი კლდის ძირში იქ სადაც საფეხურებია გაჭრილი კირნარევი მიწისა და კლდის ნანგრევი ქვების აღების შემდეგ გამოჩნდა შავი, დანახშირებული ოვალური ფორმის კონტური, რომელზეც შეინიშნებოდა ქვების წესრიგიანი წყობა ეს ადგილი საერთოდ ადრევე იქცევდა ჩვენს ყურადღებას, როგორც ცეცხლისგან გამორჩეულად დამწვარი. ქვები ძალზე გაწითლებული და დამსკდარია. პრეპარაციის მსვლელობის დროს თანდათან გამოიკვეთა სამარხის მზგავსი კონტური ქვების განლაგებაც ამ აზრს უწყობდა ხელს ამ მომენტში წავაწყდით ბრინჯაოს მილაკს, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული, მაგრამ მისი ზომის დაფორმის დადგენა სავსებით შესაძლებელია მილაკის სიგრძე 30 სმ დიამეტრი 2 სმ წვერისკენ დავიწროებულია და ოდნავ მორკალული. სამარხის თავთან მრგვალი ფორმის მოზრდილი ქვაა დადებული, მეორე ბოლოში ჩრდ.აღმოსავლეთით კი ოთკუთხა ფორმის ქვა. სამარხი ჩრდ. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა დამხრობილი და სავარაუდო პარამეტრები უდრის; სიგრძე 1,40 მმ სიგანე 1 მმ შესვენების შემდეგ სამარხის ფოტოგრაფირებისთვის ძეგლზე გავედით მე და ცენტრის მეც-თანამშრომელი გ. მინდიაშვილი ჩავატარეთ ფოტოგრაფირება, გოგიმ გააკეთა გრაფიკული ჩანახატი მცირე პრეპარაციის შედეგად ბრინჯაოს მილაკი უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მილაკი ხის ტარზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული გვერდით ასეთივე ბრინჯაოს მილაკი გამოჩნდა პრეპარაცია აღარ გაგვიგრძელებია ჩვენ გვიჩნდება ვარაუდი რომ საქმე გვაქვს კრემაციულ სამარხთან და წინარექრისტიანული დამარხვის წესთან. შ. ჩართოლანის ჩამოსვლამდე სამარხზე მუშაობა შეჩერებულია იგი ქვის ფილებით გადავხურეთ და მუშაობას გავაგრძელებთ რამდენიმე დღეში. ქვედა ტერასაზე, რომელიც აღმ. ფერდის კლდოვანი ბილიკის ქვემოდან მდებარეობს შეიმჩნევა ზემოთაღნიშნული სამარხის მზგავსი ქვაყრილები, რომელთა ქვეშაც აგრეთვე სამარხებია მოსალოდნელი, ყოველ შემთხვევაში ამ ქვების ქვეშ რომ ორმო უნდა იყოს ნათლად მოწმობს ნიადაგის სისველე რითაც იგი მკვეთრად განირჩევა მის გვერდით არსებული კლდოვანი ქანისაგან.
4/7/81 წელი დღეს მე , გ. მინდიაშვილი და ლაბორანტები გავედით ძეგლზე თან წავიყვანე ადგილობრივი აქიტექტორი რეზო. შევუდექით საკულტო ნაგებობის აგეგმვას ძეგლზე ყოველდღიური დაკვირვება გვაიძულებს ვიფიქროთ რომ აღმოსავლეთის მხარის ტერასაზე კრემაციული მოედნები იყო მოწყობილი. ქვედა ტერასაზე ორი კრემაციული ქვაყრილი მდებარეობს ზედა ტერასაზე, სადაც ბრინჯაოს მილაკი იქნა მიკვლეული მესამე ტერასად კონცხის მოსწორებული თავი უნდა მივიჩნიოთ, სადაც ასევე მთლიანად დამწვარია კლდე ორი ქვედა ტერასა შუაზე იყოფა კლდეში ნაკვეთი ბილიკით, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიემართება და უკავშირდება კლდეში გამოკვეთილ ოთკუთხა ნიშას, რომელიც ასევე საკრემაციო ბუდეთ უნდა მივიჩნიოთ ყველა აღნიშნული ადგილი ძირა დონეზე დანახშირებული ფენით იყო დაფარული მასალა ძირითადათ დანახშირებული ფენის ზედა ნაპირი შრტეში. ხელმძღვანელის გარეშე ჩვენ თავს ვიკავებთ. სამარხი ქვაყრილების პრეპარაციისგან აქ თითქმის ყოველდღე წვიმს რაც ძალზე აზიანებს ზედა ტერასაზე არსებულ N.1 სამარხს და ქვედა ტერასაზე არსებულ N.2 სამარხს გარდა ამისა ამ სამარხებს უქმნის ბავშვებისა და სხვა ცნობისმოყვარეების დაუდევრობა , რომლის აღკვეთაც ჩვენ ვერ ვახერხებთ გ. მინდიაშვილმა გადაიღო ტერასები შუადღის 4-სთ-ზე შევწყიტეთ მუშაობა.
5/7/81 წელი კვირა დასვენების დღე
6/7/81 წელი მედა ლაბორანტები ვაწარმოებდით ტერასების მცირე პრეპარაციას მუშახელი ასრულებს უხეშ სამუშაოებს.
7/7/81 წელი გავასუფთავეთ სანახევლოდ აღმოსავლეთის მხარის კედელი ხავსისაგან
8-9/7/81 წელი წვიმის გამო ველზე მუშაობა შეჩერებულია
10/7/81 წელი ექსპედიციის წევრები დაკავებულნი არიან საპრეპარაციო სამუშაოებით საღამოთი ჩამოვიდა ჩვენი ხელმძღვანელი შ.ჩართოლანი
11/7/81 წელი მე და ექსპედიციის ხელმძღვანელი გავედით ძეგლზე ვითარების გასაცნობად დავაზუსტეთ მომავალი მუშაობის გეგმა იმავე საღამოს შ. ჩართოლანი გაემგზავრა მესტიაში
12/7/81 წელი კვირა დასვენების დღე
13/7/81 წელი ხელმძღვანელის მითითებისამებრ დავიწყეთ ციხის სათავსოების ხელახალი მცირე პრეპარაცია ვიმუშავეთ მე-4 სათავსოში და მე-5 სათავსოში და მე-3 სათავსოში მოვაშორეთ ახლად ამოსული ბალახი, ჩამოცვენილი ქვები და კირი მე გავწმინდე N.1 და N.2 სამარხების ტერიტორია აქ N. 1 სამარხის უკან ხელედურას მხარეს მოინიშნა კიდევ ერთი სამარხის კონტური N.1 სამარხის ჩრდილო. მე-9 სათავსოს უკანა ფასადის ჩამონგრეული ნაწილის პრეპარაციის დროს გამოიკვეთა ოთკუთხა ნიშა, რომლის ძირში მოზრდილი, ბრტყელი გათლილი შირიმის ქვებია ჩატნეული ამ შირიმის ქვებზე მოგვიანო საამშენებლო პერიოდის კედლებია ამოყვანილი უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ სამარხი უნდა ყოფილიყო ჩატნეული კედლის წყობაში ზემოთ დამავიწყდა აღმენიშნა, რომ დღესაც ძეგლზე შეინიშნებოდა უხეში მოქმედების კვალი, კერძოდ, დაზიანებული დაგხვდა N.3 სამარხი მუხის ძირში შესაწირავი სალოცავი მოედანი და ქვევრი. 8 სათავსოში მე-4 სათავსოში პერაპარაციის დროს აღმოჩნდა სქელკეციანი ჭურის თუ თონის ნაშთი იგი დაზიანებული სახით არის შემორჩენილი და იშლება, ამიტომ პრეპარაციას ბოლომდე არ იკეთებთ.
14/7/81/ წელი ლაბორანტ ლ.კვანჭილაშვილის ავადმყოფობის გამო დღეს მარტო ვიმუშავე ძეგლზე ბალახისგან გავწმინდე მე-2 და 1-ლი ციხის ჩრდ. დას. კედელი
15/7/81 წელი დილიდანვე შევუდექით პრეპარაციას N.3 სათავსოშიდა ციხის ჩრდ.აღმოსავლეთი კედლის მიმართულებით
16/7/81 წელი დღეს ჩვენთან ერთად მუშაობს გ. მინდიაშვილი მე და გოგო ვწმენდთ დასავლეთ ხელედურას მხარეს ბალახოვანი საფარისაგან და ზედმეტი კირისაგან მთავარი საკულტო ნაგებობის ზედაპირული დაზვერვის დროს წავაწყდით თიხის ჭურჭრლის ფრანგმენტებს, მათშორის ( შავლაკიანი ) მოჭიქული და შემდგეგ დამწვარი თიხის ჯამის ნატეხები როგორც ჩანს ეს მასალა გამოჩნდა წვიმისაგან გადარეცხვის დროს. მე-9 სათავსოს ნაწილობრივი გაწმენდის დროს შეიმჩნევა სამარხი ორმოს მზგავსი კონტური, რომელიც უკავშირდება მე-9 სათავსოს უკანა სამხრეთ კედლის ე.წ. ნიშას ვარაუდით აქ ერთი სამარხეული კომპლექსი უნდა იყოს, რომლებიც მოქცეულია ცენტრალური ნაგებობის კედლების ქვეშ და მდებარეობს N.1 სამარხის გვერდით უფრო ჩრდილოეთით საღამოს 20 სთ-ზე ვამთავრებთ მუშაობას.
17-18/7/81 წელი განუწყვეტლივ წვიმს, მუშაობა შეფერხებულია
19/7/81 წელი საკულტო ნაგებობაზე წვიმის შემდეგ ზედაპირულად ავკრიფე შავად, წითლად და თეთრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები ეს მასალა მოპოვებული იქნა დასავლეთის ფერდის შავნაცროვან ფენაში
20/7/81 წელი დღეს დავასრულებთ მე-3 სათავსოს და ციხის ჩრდ-აღმ. გალავნის კედლების გასუფთავებას. მე-3 სათავსოში ქვების ქვეშ მიკვლეულ იქნა დიდი ზომის ჭური, ანალოგიური ადრე აღმოჩენილი ორი ჭურისა.
21/7/81 წელი გავიტანეთ ზედმეტი მიწა და კირის ჩამონაცვენი N.1 სათავსოდან ამოვძირკვეთ ახლად ამოსული ბალახი ციხის დასავლეთი კედლის გასწვრივ
22/7/81 წელი ხელახლა დავასუფთავეთ N.1 N.2 სამარხების ტერიტორია თავიდან გავწმინდეთ მე-9 სათავსოს სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ კუთხეში არსებული ნიშა, ამოვძირკვეთ ზედმეტი ბალახი.
23/7/81 წელი საკულტო ნაგებობის ჩრდილოეთი მუხის ძირში დაგროვდა წვიმის შედეგად ბევრი ქვიშა და წვრილი ქვები წმინდა შესაწირავი ადგილი ხელახლა დავასუფთავეთ აქ ამოვიღეთ ჭურის თავის და კედლის ფრანგმენტები. ეს ადგილი როგორც წინა დღიურებში აღვნიშნავდით ძლიერ დაზიანდა უცხო პირთა მიერ, ამოყრილი იქნა ირმის და არჩვის რქები, კვლავ ჩავაწყვეთ თავის ადგილზე. მოსწავლეების დახმარებით მოვაცილეთ ბალახი სამხრეთ ფრთას
24/25/26/27/28/29/30/31/7/81 წელი ეს დღეები დღიურში გატარებული არ არაის და არც ამის მიზეზი არის ჩაწერილი
3/8/81 წელი მუშაობა გადავიტანეთ 4 სათავსოში. ნელ ნელა ვწმენდთ შავნახშიროვან ფენას ხშირად გვხვდება წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, მუშახელს გააქვს გადანაყრელი მიწა მეორე უბნის აღმოსავლეთის მხრიდან
4/8/81 წელი მე-4 გა მე-5 სათავსოების გამყოფი კედლის ქვეშ მიკვლეული იქნა თონის მზგავსი ჭურჭლი ძლიერ დაზიანებული
5/8/81 წელი მუშახელმა ზედმეტი კორდოვანი მასისაგან გაწმინდა მეორე უბნის სამხრეთი ნაწილი მიწისა და ქვა-ღორღისაგან, ვყრით ხელედურაში
6/8/81 წელი მუშაობა გრძელდება მეორე უბნის აღმოსავლეთი მხრის ძირში ჩაყრილი მიწის და ქვის ლოდების გატანით
7/8/81 წელი ვწმენდთ ლენტეხის ციხესთან მისასვლელ ბილიკს, რომელიც მოემართება ჩრდ-დასავლეთიდან და მთლიანად გასდევს ციხის აღმოსავლეთ ფერდს
8/8/81 წელი ანალოგიური სამუშაო სრულდება დღესაც ბილიკი გაიწმინდა სანახევროდ
9/8/81 წელი გატარებული არ არის
10/8/81 წელი წვიმის შედეგად ჩამოინგრა ცენტრალური ნაგებობის წინ დაგროვებული ქვები, ლოდები კვლავ შევაგროვეთ დადავაწყვეთ თავის ადგილზე
11/8/81 წელი დღეს დავასრულეთბთ აღმოსავლეთი მხრის ბილიკის გაწმენდას მუშების ერთი ნაწილი მუშაობს მეშველიანების ეზოში დანგრეული ბოსლის ადგილზე ზედმეტი მიწის გატანაზე
12/8/81 წელი მეშველიანების ეზოში ჩასული კედლის გასწვრივ იწმინდება ეკალ-ბარდი კედელი ბოლომდე არ ჩადის, იგი უხვევს გალავნის მხრისკენ და შესაძშლებელია უერთდებოდა მას
13/8/81 წელი დღეს სპეციალური ურიკით გაგვაქვს დიდი ლოდები მე-4 სათავსოდან. ჭის თავსახურავად გამოყენებული ლ ოდის გატანას ვერ ვახერხებთ.
14/8/81 წელი გ.მეშველიანის ეზოდან მთლიანდ გავიტანეთ გვიანი დროის ნაგებობის ნანგრევები აქ მიკვლეული იქნა ადრინდელი კედლის ნაშთი, რომელიც შესაძლებელია ციხეს განეკუთნებოდა. აქვე აკრებილი იქნა წითელკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ანალოგიური მე-4 სათავსოში აღმოჩენილებისა
15/8/81 წელი იწმინდებამე-2 სატავსოში შესასვლელი კარიბჭე აქ კარგად გამოიკვეთა გვიანი პერიოდის გადაკეთებული და მინაშენები
16/8/81 წელი გატარებული არარის დღიურში
17/8/81 წელი ხელახლა გავწმინდეთ ციხის მეორე უბანი სარესტავრაციო სამართველოს დაუწყია ლენტეხის ციხის კონსერვაცია მუშაობა ქუთაისის განყოფილება უ.ლეთოდიანბი, გ.კვისკველია გ. კოპალიანი.
18/8/81/ წელი 19/20/21/22/23/24/25/26/27/28/29/30/31 მეცხრე თვე საერთოდ არ არის გატარებული როგორც ჩანს პაუზა არის ერთ თვიანი და გათხრები განახლებულია
27/10/81 წელი სამარხი 2 მდებარეობს 1 სამარხის დასავლეთით დამხრობილია ო ღერძზე სამარხის თავი დახურულია კირის თხელი ფენით კირის ფენის ქვეშ იწყება მოყავისფრო სამარხეული ფენა, რომელსაც მცირე ნახშიროვანი მინარე