ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Lanchkhuti
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება ა(ა)ი.პ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულ?

ა(ა)ი.პ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება შეიქმნა 2014 წლის დეკემბერში.
გაერთიანების დაქვემდებარებაში შედის:
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი (ფოლკლორის კაბინეტი - სადაც თავმოყრილია 1500-მდე ექსპონატი; აცანის, სუფსისა და ჯურუყვეთის განყოფილებები);
- ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრი;
- ბიბლიოთეკების გაერთიანება (ქვიანის, ჩოლობარგის, ჭყონაგორის,
აკე

თის, ჭანჭათის, მამათის, აცანის, ქალაქის, მაჩხვარეთის, ჩიბათის,
ლესის, ნიგვზიანის, ეწერის, ბაღლეფის, ნინოშვილის, ღრმაღელის, ჩოლობარგის, ჩოჩხათისა და სუფსის გნყოფილებებით);
- ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმი, დაარსდა 1948 წელს, თავმოყრილია 5323 ექსპონატი;
- მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დაარსდა 1978 წელს, თავმოყრილია 9280 ექსპონატი;
- ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი, დაარსდა 2009 წელს, თავმოყრილია 2000 ექსპონატი;
- თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი, დაარსდა 2011 წელს, თავმოყრილია 2517 ექსპონატი;
- ლანჩხუთის სპორტის მუზეუმი, დაარსდა 2011 წელს, თავმოყრილია 2517 ექსპონატი;

ანსამბლები:
- მხედრები - ფოლკლორული ანსამბლი, დაარსდა 2007 წელს. ხელმძღვანელი - ავთანდილ თურქია , ანსამბლი შედგება 10 წევრისგან.
- აცაურა - აცანის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი, ხელმძღვანელი - ირმა ჩხაიძე , დაარსდა 1970 წელს, ანსამბლი შედგება 10 წევრისგან.
- ხელხვავი - მამათის ფოლკლორული ანსამბლი,ხელმძღვანელი - ბიძინა მჟავია , დაარსდა 1973 წელს, ანსამბლი შედგება 11 წევრისგან.
- ცისიერი - კვარტეტი, ხელმძღვანელი - ლამარა ხუხუნი , ფოლკლორული მიმართულება, დაარსდა 1985 წელს.
- იმედი - ქორეოგრაფიული ანსამბლი, ხელმძღვანელი - გიგა ხუხუნაიშვილი, აღდგა 2018 წელს.
- ანსამბლი ,,გურია" - ხელმძღვანელი გოგი სიმონიშვილი. დაარსდა 2007 წელს.
- ქართული სული - ქორეოგრაფიული ანსამბლი, ხელმძღვანელი გოდერძი ლომაძე , დარსდა 2018 წელს.
- ახალგაზრდული ბენდი ,,მოზაიკა", ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე. დაარსდა 2023 წელს.


შემსწავლელი წრეები:
- სალოტბარო სკოლა, ლოტბარი - ავთანდილ თურქია;
- ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელი წრე, ქორეოგრაფი - გიგა ხუხუნაიშვილი;
- თანამედროვე ცეკვების შემსწავლელი წრე, ქორეოგრაფი - ირაკლი ჩახვაძე;
- საბავშვო-საესტრადო სიმღერების შემსწავლელი წრე , პედაგოგები : ლალი გავაშელაშვილი, ნანი რამიშვილი, ნაზი ჩერქეზია, ნანა მგელაძე;
- საესტრადო წრე , პედაგოგი - ნინო ჭელიძე.
- სუფსის საესტრადო სიმღერების შემსწავლელი წრე, პედაგოგი - სალომე გურგენაძე.
- გობელენის შემსწავლელი წრე, პედაგოგი - ზინა ტუღუში. სუფსის კულტურის სახლი.
- ხატვის შემსწავლელი წრე, პედაგოგი თემურ მეგრელიშვილი, სუფსის კულტურის სახლი.
- თეატრისა და კინოს ისტორიის შემსწავლელი წრე, პედაგოგი - მაია ჩხაიძე, აცანის კულტურის სახლი.

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში გაიმართა ქორეოგრაფიული ანსამბლ „მხედრების“ სოლო კონცერტი. ღონისძიება ქართული კულტურისა და ფოლ...
13/05/2026

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში გაიმართა ქორეოგრაფიული ანსამბლ „მხედრების“ სოლო კონცერტი.
ღონისძიება ქართული კულტურისა და ფოლკლორის გამორჩეული საღამო იყო.

კონცერტში მონაწილეობდნენ ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „აცაურა“, ბენდი „გურია“ და ფოლკლორული ანსამბლი „მხედრები“.
მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვისა და მუსიკის მრავალფეროვანი ნომრები, რომლებმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ანსამბლ „მხედრების“ შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა ნომრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული ქორეოგრაფიის სილამაზე, ხასიათი და ტრადიციული კულტურის მნიშვნელობა.
ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო როგორც კულტურული ცხოვრების, ისე ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების კოლექტივს გამოაკლდა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული კეთ...
20/04/2026

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების კოლექტივს გამოაკლდა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული კეთილშობილი ადამიანი გია ორაგველიძე.

მისი დაკარგვა დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მას იცნობდა.
ის იყო პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი თანამშრომელი,
საიმედო მეგობარი და კოლეგა…

მისი ღიმილი, სითბო და დატოვებული კეთილი კვალი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში…

ვიზიარებთ მეუღლის, ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით აღინიშნა 14 აპრილი - დედა ენის დღე. ღონისძიებ...
14/04/2026

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით აღინიშნა 14 აპრილი - დედა ენის დღე.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა და მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერის პროცესი — ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გამოხატულება.

მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მოსწავლეები, პედაგოგები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები — რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ქართული ენისა და კულტურის განდაკუთრებული მნიშვნელობა.

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში გაიმართა გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს — 9...
09/04/2026

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში გაიმართა გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს — 9 აპრილს!

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნამუშევრები, სადაც ასახული იყო როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ისე თავისუფლების იდეა და ეროვნული სულისკვეთება.

9 აპრილი თითოეული ქართველისათვის სიმბოლოა თავისუფლების, ერთიანობისა და თავგანწირვის.

მადლობა თავისუფლებისთვის!🇬🇪

07/04/2026

12 აპრილს, აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, გარდაცვალებისა და მისი ხსოვნის პატივსაცემად ტრადიციული ლელობურთი არ გაიმართება.

გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ვეღარ მოხდება დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების უზრუნველყოფა. თუმცა მოსახლეობის ჩართულობით ტრადიციულად შეიკერება ბურთი, შემდეგ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამღვდელოება აღავლენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს.

მობრძანდით, ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია და ასევე პატივი მივაგოთ ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, ჩვენი ერთობლივი ლოცვით!

🕓 16:00 საათი - ლელობურთის შეკერვა
🕔 17:00 საათი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

📣 საქართველოს საგუნდო საზოგადოებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ბა...
03/04/2026

📣 საქართველოს საგუნდო საზოგადოებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნული კონკურსის ფარგლებში კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ბავშვთა გაერთიანებულ გუნდს ( ნანა მგელაძის ხელმძღვანელობით) ჩაუტარდა მასტერკლასი ლანჩხუთის მ. ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლში.

ℹ️ მასტერკლასი ჩაატარა საქართველოს საგუნდო საზოგადოების თამჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა ლიანა ჭონიშვილმა.

ℹ️ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის მიმართულების მთავარი კოორდინატორი, ეთნომუსიკოლოგი, პედაგოგი, მგალობელ-მომღერალი - ნუნუკა შველიძე;

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდის წევრი, სტუდია "ლუმიერის" აკადემიური გუნდის ხელმძღვანელი - გიგა პაპავა;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი.

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში იხსნება  გიტარის შემსწავლელი წრე.პედაგოგი: პავლე კვიტაიშვილიმეცადინეობები ჩატარდება:🗓 ორშაბათ...
23/01/2026

ლანჩხუთის კულტურის ცენტრში იხსნება გიტარის შემსწავლელი წრე.

პედაგოგი: პავლე კვიტაიშვილი

მეცადინეობები ჩატარდება:
🗓 ორშაბათსა და ოთხშაბათს
⏰ 14:30 საათიდან
📍 ლანჩხუთის კულტურის ცენტრში

წრე განკუთვნილია გიტარით დაინტერესებული მსმენელებისთვის.

📞 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე (599 382-322)
ან მობრძანდით ლანჩხუთის კულტურის ცენტრში (მისამართი: ლანჩხუთი, ჟორდანიას ქუჩა 99).

ლანჩხუთში ტრადიციული გურული კალანდა საზეიმო კონცერტით აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სერგი როსტომაშვილი, კვარტეტი...
14/01/2026

ლანჩხუთში ტრადიციული გურული კალანდა საზეიმო კონცერტით აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სერგი როსტომაშვილი, კვარტეტი ,,მაიდანი” და კვარტეტი ,,რანინა”.

ტრადიციული გურული კალანდა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა რომელიც თაობებს აერთიანებს, ხაზს უსვამს გურულ ხასიათს და ჩვენი კუთხის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას.

გურული კალანდა სრულიად საქართველოს მუნიციაპლიტეტის პირველმა პირებმა მიულოცეს.

დღეს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში გაიმართა შემაჯამებელი კონცერტი. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ კულტურის ცენტრთან არსებული შ...
12/01/2026

დღეს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში გაიმართა შემაჯამებელი კონცერტი.

მაყურებლის წინაშე წარსდგნენ კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ეწეოდნენ შემოქმედებით საქმიანობას.

შემაჯამებელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მონაწილეთა ნიჭი, შრომა და მაღალი პროფესიონალიზმი.

მადლობა თითოეულ მონაწილეს, პედაგოგს, ორგანიზატორებსა და ქართული კულტურის ერთგულ ადამიანებს- პატივისცემით: გოდერძი ქურიძე, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი.

08/01/2026

ერთად შევხვდეთ კალანდას ლანჩხუთში!

სამშაბათს, 13 იანვარს, 23:00 საათზე, გელოდებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე - ერთად აღვნიშნოთ გურული კალანდა!

კონცერტში მონაწილეობენ:
სერგი როსტომაშვილი და კვარტეტი „მეიდანი“,
კვარტეტი „რანინა“ ბენდთან ერთად.

წამყვანი: სოსო კოპალეიშვილი.

ლანჩხუთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგნენ, კულტური...
01/01/2026

ლანჩხუთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართა.

მაყურებლის წინაშე ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგნენ, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები.

ახალი 2026 წლის შემობრძანება მოქალაქეებს მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მათ ბედნიერი და წარმატებული წელი უსურვა.

საახალწლო კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

Address

ჟორდანიას ქუჩა 99/Jordania Street 99
Lanchkhuti
2800

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995595893897

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება:

Share