Kutaisi State Historical Museum ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • Kutaisi State Historical Museum ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
Call Website Contact the museum

Kutaisi State Historical Museum ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. მის ფონდებში დაცულია 230 ათასზე მეტი კოლექცია და ექსპონატი, რომელიც არა მარტო ქუთაისის მხარის ხანგრძლივი ცხოვრების გზას წარმოაჩენს ნივთიერ კულტურაში, არამედ, მისი გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოსა და მახლობელი ქვეყნების კულტურულ-ისტორიული პროცესების, გნებავთ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების სრულყოფილად წარმოჩენა-გაგება.

გილოცავთ ღვთისმშობლობას 🙏🙏
21/09/2026

გილოცავთ ღვთისმშობლობას 🙏🙏

როგორ „აცოცხლებს“ ხელოვნური ინტელექტი მუზეუმს? ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გიწვევთ ინოვაციურ საგანმანათლებლო პ...
18/09/2026

როგორ „აცოცხლებს“ ხელოვნური ინტელექტი მუზეუმს?

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გიწვევთ ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამაზე – „ხელოვნური ინტელექტი მუზეუმში“! 🤖🏛️

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოსწავლეებმა აღმოაჩინონ, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებმა ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა კიდევ უფრო საინტერესო გახადოს. ✨

🎓 რას ისწავლიან მოსწავლეები?
• 🤖 რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს იგი?
• 🏛️ როგორ გამოიყენება AI მუზეუმებსა და განათლებაში?
• 🎨 როგორ შევქმნათ ტექსტები და გამოსახულებები AI-ით?

🛠️ პრაქტიკული აქტივობები:
• ✍️ პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეები თავადაც იმუშავებენ ციფრულ აქტივობებზე:
• შექმნიან მუზეუმის ექსპონატის აღწერას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით;
• დააგენერირებენ ისტორიული თემის ილუსტრაციებს ან პოსტერებს;
• შექმნიან მცირე ციფრულ რესურსს;

🚀 რატომ უნდა მოიყვანოთ მოსწავლეები?

პროგრამა ხელს უწყობს ციფრული და მედია წიგნიერების განვითარებას, შემოქმედებითი აზროვნების გაძლიერებას და ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან გამოყენებას.

დეტალური ინფორმაცია:
• 🧒 ასაკი: 9–14 წლის მოსწავლეები (IV–VIII კლასები)
• ⏳ ხანგრძლივობა: 90 წუთი
• 🎫 საფასური: 1 მოსწავლე – 15 ლარი

👉 მოიყვანეთ მოსწავლეები მუზეუმში და ერთად ვნახოთ, როგორ აცოცხლებს ხელოვნური ინტელექტი ისტორიას! 🌟
✅ ადგილები შეზღუდულია! წინასწარი ჩაწერა აუცილებელია.
😏👇
https://forms.gle/bRTpwVmPPYokZmDq5

15/09/2026
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გილოცავთ მარიამობას 🙏🙏გელათი, XVIII ს.
28/08/2026

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გილოცავთ მარიამობას 🙏🙏
გელათი, XVIII ს.

✍ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას: ,,ქართული ტრადიციული ნაქარგობა’’.✨პროგრამა გ...
23/08/2026

✍ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას:
,,ქართული ტრადიციული ნაქარგობა’’.

✨პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.
✨ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10
⏰პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
✨პროგრამის ღირებულება: 15 ლარი
✨პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!

✨პროგრამის მიზანი:
მოსწავლეებისათვის ქართული ნაქარგობის ტრადიციის გაცნობა, მუზეუმში დაცული მხატვრული ქარგულობის ბრწყინვალე ნიმუშთა მაგალითზე, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა გააზრება და ნაქარგობის პრაქტიკული უნარების განვითარება.

✨პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს:
🪡 ქართული ნაქარგობის ისტორიისა და კულტურული მნიშვნელობის გაცნობა მუზეუმში დაცული ექსპონატების მაგალითზე;
🪡ქართულ ნაქარგობაში გამოყენებული ორნამენტისა და დეკორატიული ელემენტების შესწავლა;
🧵ნაქარგობისათვის საჭირო მასალებისა და ინსტრუმენტების გაცნობა;
🧵ნაქარგობის ძირითადი ტექნიკების პრაქტიკული სწავლება;
✂️ფერთა შერჩევისა და კომპოზიციის აგების უნარის განვითარება;
✂️მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნებისა და ესთეტიკური გემოვნების განვითარება;
🧵მარტივი ორნამენტის შესრულება;
🧵ინდივიდუალური ნამუშევრის შექმნა;
✨საბოლოო ეტაპზე ნამუშევრების მცირე გამოფენა;

ადგილები შეზღუდულია! აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. 👇
https://forms.gle/9yDc6gx7sTxcukZv5

✍️ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი იწყებს  შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლის მოსწავლეთათვის.✨პრაქტიკულ...
19/08/2026

✍️ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი იწყებს შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლის მოსწავლეთათვის.

✨პრაქტიკული ვორქშოპი: „თექა (საწყისები)“!

✨გსურთ, თქვენმა შვილმა შეისწავლოს ტრადიციული ქართული ხელოვნება და საკუთარი ხელით შექმნას პირველი დეკორატიული ნამუშევარი? ჩვენს მუზეუმში მათ ელოდებათ ნამდვილი მოგზაურობა მატყლისა და ფერების სამყაროში!

✨ რა ისწავლიან მოსწავლეები?

• საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს გააცნოს და შეასწავლოს სკოლის ასაკის ბავშვებს ქართული დეკორატიული თექის დამზადება.
• ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ თექისთვის საჭირო ნედლეულს, დამხმარე მასალებს და ხელსაწყოებს.
• თექის დამზადების ტრადიციული ხერხების და მეთოდების შესწავლის თვალსაზრისით მოხდება მცირე ზომის ნამუშევარზე მუშაობა.
• მუშა-პროცესის შემდგომ ბავშვების მიერ შექმნილი მცირე ნახელავი დაურიგდებათ ავტორებს.
• საგანმანათლებლო პროგრამა გათვალისწინებულია სკოლის ასაკის ბავშვებისათვის. სწავლება წარიმართება ჯგუფურად.
• თექის შესწავლის მსურველები უზრუნველყოფილი იქნებიან სამუშაო მასალითა და ინვენტარით.
• პროგრამა ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას, კონცენტრაციასა და დახვეწილ გემოვნებას.

📝 ორგანიზაციული დეტალები:
🧒 სამიზნე ჯგუფი: სკოლის ასაკის მოსწავლეები;
👥 ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10 მოსწავლე;
⏳ ხანგრძლივობა: 90 წუთი;
🎫 ღირებულება: 15 ლარი (ყველა მასალა და ინვენტარი შედის ფასში);
📍 მისამართი: ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი; პუშკინის 18.
✅ ადგილები შეზღუდულია! აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

https://forms.gle/yhMXFycznhuu3CHq8

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გილოცავთ ფერისცვალებას ივლიტასა და კვირიკეს ხატი 12 საუფლო დღესასწაულით-ტრიპტიქი; ...
19/08/2026

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გილოცავთ ფერისცვალებას

ივლიტასა და კვირიკეს ხატი 12 საუფლო დღესასწაულით-ტრიპტიქი; XVIIს.

24/07/2026

Address

Kutaisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995431245691

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kutaisi State Historical Museum ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to Kutaisi State Historical Museum ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი:

Shortcuts

Share