ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - აჭარის მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - აჭარის მუზეუმი

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - აჭარის მუზეუმი შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მუზეუმში დაცულია 180 000 - მდე ექსპონატი In 1924, the museum was placed in a one-storied treasury building.

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი თავდაპირველად, როგორც სასკოლო მუზეუმი დაარსდა 1908 წელს პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან არსებული საბავშვო მუზეუმების ბაზაზე. მუზეუმის გამგედ 1908 წლის პირველი ოქტომბრიდან დაინიშნა ამავე სასწავლებლის მასწავლებელი ნიკოლოზ გომონი. 1924 წელს მუზეუმი მოათავსეს ერთსართულიანი ხაზინის შენობაში.

1939 წლიდან მუზეუმი ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, მას შემ

დეგ რაც მუზეუმმა დაიწყო ექსპედიციები აჭარის მასშტაბით და თავი მოუყარა ნამდვილ სამუზეუმო ნივთიერ მასალას.

2005 წლიდან მუზეუმი ხარიტონ ახვლედიანის სახელს ატარებს. მუზეუმში დაცულია 180000-მდე ექსპონატი - უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერი და დოკუმენტური მასალა, აჭარის ფლორისა და ფაუნის ამსახველი ექსპონატები. მნიშვნელოვანია მუზეუმის ფონდში დაცული წერილობითი წყაროები, დაახლოებით 6000-მდე ერთეული, მათ შორისაა მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები და უნიკალური წიგნადი ფონდი.
______________________________________
The museum named Khariton Akhvlediani was originally founded as a school museum in 1908 on the basis of the children's museums at the city school named Pushkin. On October 1, 1908, the teacher of the same school, Nikoloz Gomon, was appointed to the board of the museum. Since 1939, the museum has been engaged in scientific-research work, after the museum started expeditions throughout Adjara and collected real museum materials. The museum is being called Khariton Akhvlediani since 2005. About 180,000 exhibits are preserved at the museum - unique items, collections, photographs, works of art, manuscripts and documentary materials, exhibits depicting the flora and fauna of Adjara. The written sources preserved at the museum fund are important, about 6,000 items, including manuscripts of world importance and a unique book fund.

19/08/2026

🏛️აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მე-4 საექსპოზიციო დარბაზი, აჭარული ოდა.

18/08/2026

🔹დიდ მეცნიერზე და აგრონომზე, იასონ გორდეზიანზე, გვესაუბრება სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძე.

12/08/2026

🔹დიდგორობა
🔹გვესაუბრება აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი.

12/08/2026
სსიპ აჭარის მუზეუმის საზაფხულო სკოლის ,,კუშეგამე” (21.08.26-27.08.26) მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულებულია.
12/08/2026

სსიპ აჭარის მუზეუმის საზაფხულო სკოლის ,,კუშეგამე” (21.08.26-27.08.26) მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულებულია.

🔹გინდათ თქვენს შვილს საოცარი მოგზაურობა აჩუქოთ კუ-ლტურის, შე-მეცნების, გა-ნათლებისა და მე-ცნიერების სამყაროში? მაშინ აჭა...
11/08/2026

🔹გინდათ თქვენს შვილს საოცარი მოგზაურობა აჩუქოთ კუ-ლტურის, შე-მეცნების, გა-ნათლებისა და მე-ცნიერების სამყაროში? მაშინ აჭარის მუზეუმი კიდევ ერთხელ გაგაოცებთ ბათუმის მკვიდრთ და სტუმრებს ამ საოცარი შემოთავაზებით!
🔹2026 წლის აგვისტოში საზაფხულო სკოლა -„კუშეგამე” უფასოა!
🔹საზაფხულო სკოლა "კუშეგამე", 7-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდებს იწვევს კუ-ლტურის, შე-მეცნების, გა-ნათლებისა და მე-ცნიერების სამყაროში სამოგზაუროდ. მუზეუმებში ისტორიის შესწავლა და ახალი ცოდნის მიღება ერთმანეთს იდეალურად ერწყმის და საოცარ შთაბეჭდილებებს ტოვებს მოზარდებში.
🔹თუ თქვენი შვილი არქეოლოგიითაც არის დაინტერესებული, მაშინ საზაფხულო სკოლის ერთი დღე დღესასწაულად გადაიქცევა, რადგან ისინი ნამდვილ საექსპედიოციო გათხრებს დაესწრებიან.
🔹საზაფხულო სკოლა "კუშეგამე" გელოდებათ 21, 24, 25, 26 და 27 აგვისტოს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე აჭარის სამუზეუმო გაერთიანების ყველა მუზეუმში. საზაფხულო სკოლის დამთავრებისას მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

🔹განრიგი მუზეუმებში:

1)ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი
📍 ალ. გრიბოედობის ქ. 5
🔹21 აგვისტო, 15:00-18:00

2) რელიგიის მუზეუმი
📍თამარ მეფის გამზირი
🔹24 აგვისტო, 15:00-18:00

3) ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი
📍 თამარის დასახლება, ლესელიძის 3ა
🔹25 აგვისტო, 15:00-18:00

4)აჭარის ხელოვნების მუზეუმი
📍 ზ. გორგილაძის ქ.8
🔹26 აგვისტო, 15:00-18:00

5) აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
📍 ხ.ახვლედიანის ქ.4
🔹27 აგვისტო, 15:00-18:00

იჩქარეთ, მხოლოდ 20 მონაწილე დარეგისტრირდება!

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfbasCo6aDYaKF9fFesI0DskgMSoiRvNLVDkQY5Tt2AenNaLQ/viewform?usp=preview

🔹მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი (10/08/2026 - 16/08/2026)🔹Planned event calendar of the museums (10/08/202...
10/08/2026

🔹მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი (10/08/2026 - 16/08/2026)
🔹Planned event calendar of the museums (10/08/2026 - 16/08/2026)

🔹აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიკო ფიროსმანის ნახატის „ქალი წველის ძროხას“ რესტავრაცია დაიწყო.🎨2026 წლის 6 ა...
07/08/2026

🔹აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიკო ფიროსმანის ნახატის „ქალი წველის ძროხას“ რესტავრაცია დაიწყო.

🎨2026 წლის 6 აგვისტოს, აჭარის მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის ნახატი რესტავრაციისთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნებისა და დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა სარესტავრაციო ლაბორატორიას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით დროებით გადასცა. შესაბამისი ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.

🔹მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შვიდი თვის განმავლობაში იმუშავებენ აღნიშნული ნახატის რესტავრაციაზე. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. ნახატი აჭარის ხელოვნების მუზეუმს 2027 წელს დაუბრუნდება.

🔹აჭარის ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქალი წველის ძროხას“ 1998 წლიდან ინახება.

🔹აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკი მეუღ...
27/07/2026

🔹აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკი მეუღლესთან ერთად სტუმრობდა.

🔹 იაპონელ დიპლომატს სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ უმასპინძლა.

🔹შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

Address

ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის 4
Batumi
6010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - აჭარის მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - აჭარის მუზეუმი:

Shortcuts

Share

Category